ავტორი:

ტომ ბრედთან დაშორების შემდეგ, ჟიზელ ბიუნდჰენმა ახალი სიყვარული იპოვა და შვილს ელოდება - "ეს სულ სხვაგვარი გამოცდილებაა"

ტომ ბრედთან დაშორების შემდეგ, ჟიზელ ბიუნდჰენმა ახალი სიყვარული იპოვა და შვილს ელოდება - "ეს სულ სხვაგვარი გამოცდილებაა"

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი მესამე შვილს ელოდება. ეს მისი პირველი შვილი იქნება ჯიუ-ჯიცუს ინსტრუქტორ ხოაკიმ ვალენტესთან, რომელსაც ქმართან, ტომ ბრედისთან დაშორების შემდეგ ხვდება.

  • Victoria's Secret-ის მოდელმა და ტომ ბრედიმ, ზუსტად 2 წლის წინ დაასრულეს განქორწინების პროცესი. People-მა წყაროზე დაყრდნობით კი ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟიზელი და საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი ბავშვს ელოდებიან.

ბუნდჰენი 44 წლისაა, მისი ახალი შეყვარებული კი - 35 წლის.

  • ბიუნდჰენს ტომ ბრედთან ორი შვილი ჰყავს: 14 წლის ვაჟი, ბენჯამინ რეინი და 11 წლის ქალიშვილი, ვივიან ლეიკი.

ბიუნდჰენმა და ტომ ბრედიმ 13-წლიანი ქორწინების შემდეგ 2022 წლის 28 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ განქორწინდნენ. ისინი შვილების ერთობლივ მეურვეობაზე შეთანხმდნენ.

ჟიზელმ კი თავისი ახალი შეყვარებული მაშინ გაიცნო, როცა შვილი ჯიუ ჯიცუს გაკვეთილებზე მიიყვანა. კაცი მისი შვილი მწვრთნელი იყო.

  • "მათ მსგავსი წარსული აქვთ, ორივემ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა ბრაზილია. ორივემ შექმნა საოცარი ცხოვრება აშშ-ში. ორივეს უყვარს მაიამი, მაგრამ ასევე სიამოვნებთ მოგზაურობა. ორივეს უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი", - ამბობს წყარო.

ბიუნდჰენმა ვალენტესთან ურთიერთობის შესახებ პირველად მარტში, New York Times-სთან ისაუბრა.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომანი მაქვს ადამიანთან, რომელიც თავდაპირველად, ჩემი მეგობარი იყო. ეს ძალიან სხვანაირი გამოცდილებაა. ძალიან გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს", - ამბობს მოდელი.

წყარო