რუსული მედია ხშირად წერს, სოსო პავლიაშვილის შესახებ. ამჯერად მისი მეორე მეუღლის, ირინა პატალახის სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება, რომელიც 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. სოსომ ირინა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის სკოლის მოსწავლე იყო. რთული პერიოდის მიუხედავად, ირინა სოსოსთვის არა მხოლოდ საყვარელი ქალი, არამედ მფარველი ანგელოზიც გახდა, რომელიც მძიმე დღეებში მხარში ამოუდგა.
46 წლის ირინა იხსენებს, რომ თავდაპირველად პავლიაშვილმა მასში ბავშვი დაინახა – პატარა გოგონა, რომელსაც სითბოთი და პატივისცემით ექცეოდა. მათ შორის 26-წლიანი სხვაობაა.
"თავიდან როგორც მამა ისე მექცეოდა, კეთილად და მამის მზრუნველობით იყო განწყობილი" – ამბობს ირინა მედიასთან.
პავლიაშვილი აღიარებს, რომ მას მართლაც მოეწონა ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც გაბედა და მასთან მიახლოება სცადა.
"მაშინ ქალების სილამაზით ვიყავი გატაცებული. მაშინ ქალის სილამაზე მაინტერესებდა. ჩემს დროს ველოდი, როგორც მტაცებელი" - იხსენებდა პავლიაშვილი მოგვიანებით.
თუმცა, გაცნობიდან პირველი კოცნის მომენტამდე საკმაო დრო გავიდა: პავლიაშვილმა ახალგაზრდა ირინა სცენაზე აიყვანა, შემდეგ კი მისი მშობლები გაიცნო. "18 წლის რომ გახდა, ჩვენ შორის რომანი დაიწყო. ეს ურთიერთობა ბედნიერებას მანიჭებს" – ამბობს სოსო.
ირინა პავლიაშვილისთვის სულიერ საყრდენად და მფარველ ანგელოზად იქცა. ის მომღერლის გვერდით მისთვის რთულ პერიოდში აღმოჩნდა: საყვარელ ადამიანთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე სოსო საშინელ ავარიაში მოჰყვა.
ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, მაგრამ ძლიერმა შერყევამ კვალი დატოვა – პავლიაშვილს პოსტ ტრავმატული ეპილეფსიის შეტევები დაეწყო. ამბობს, რომ შეტევების დროს საკუთარი სახელიც კი ავიწყდებოდა.
რთულ პერიოდში ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. "მაშინ ცოტა კონცერტი მქონდა, რადგან ფიზიკურად ვერ ვმღეროდი. ალკოჰოლიკების სახლში ვცხოვრობდი, ბინა ნაქირავები მქონდა, მაგრამ ისე გამოვდიოდი ქუჩაში, თითქოს ყველაფერი წესრიგში მქონდა" – იხსენებს ის.
ამ რთულ დროს ირინა სოსოსთან ავტოგრაფის ასაღებად მივიდა. იმ დღიდან პავლიაშვილი საყვარელ ადამიანს არ მოშორებია და მადლობას უხდის, რომ ირინამ მშობლების რჩევას არ მოუსმინა – მათ სჯეროდათ, რომ მომღერალი ქალებით ზედმეტად იყო გატაცებული იყო და არ სურდათ ქალიშვილს მასზე ექორწინა.
თუმცა, პავლიაშვილი შესანიშნავი მამა აღმოჩნდა.
"ის მე მხარში დამიდგა და როცა ჩვენი შვილი, ლიზა დაიბადა, შეტევები მაშინვე გაქრა,“ – ამბობს სოსო. ლიზას დაბადების შემდეგ ის მზრუნველს და ყურადღებიან მამად იქცა, ბავშვისთვის საათობით უკრავდა ფორტეპიანოზე.
წაიკითხეთ ასევე: