ავტორი:

"ეს ბავშვობის ოცნება იყო" - "მამარდა" Ballon d'Or-ის ცერემონიაზე მეუღლესთან ერთად, "ოქროს ბურთის" გამარჯვებული როდრი და ფოტოები წითელი ხალიჩიდან

"ეს ბავშვობის ოცნება იყო" - "მამარდა" Ballon d'Or-ის ცერემონიაზე მეუღლესთან ერთად, "ოქროს ბურთის" გამარჯვებული როდრი და ფოტოები წითელი ხალიჩიდან

პარიზში "ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად ფეხბურთის სამყაროში მთავარი ჯილდო "მანჩესტერი სიტის" ფეხბურთელს, როდრის გადაეცა.

საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე "ლივერპულის" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც იყო წარდგენილი ცნობილისთვის, გიორგი ამჟამად "ვალენსიაში" თამაშობს და ის გაზაფხულიდან შეუერთდება მერსისაიდელებს.

მამარდაშვილის გარდა საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).

  • ზედიზედ მეორედ გამარჯვებული ემილიანო მარტინესი გახდა. მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა.

ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გაიმართა. გიორგი მამარდაშვილი ცერემონიაზე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა.