პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური "ელიტური ძარცვა" ლონდონში - "მოპარული ტვირთი შესაძლოა რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაეყიდათ"
მასშტაბური "ელიტური ძარცვა" ლონდონში - "მოპარული ტვირთი შესაძლოა რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაეყიდათ"

ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია Neal's Yard Dairy-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ 22 ტონა, ელი­ტუ­რი ჩე­და­რი მოჰ­პა­რეს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 000 ფუნტზე (389,400 დო­ლა­რი) მე­ტია.

  • მწარ­მო­ე­ბე­ლი თვლის, რომ თაღ­ლი­თებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თავი სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რე­ე­ბად გა­ა­სა­ღეს, შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ცია რუ­სეთ­ში ან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ყი­დეს.

“Neal's Yard Dairy-ს სჯე­რო­და, რომ მათ საქ­მე ჰქონ­დათ სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ყველს დიდ ფრან­გულ სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აწ­ვდიდ­ნენ. სა­ნამ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში მათი კომ­პა­ნია არ არ­სე­ბობ­და, თაღ­ლი­თებ­მა 22 ტო­ნა­ზე მეტი წო­ნის ყვე­ლის წა­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ეს იყო ელი­ტუ­რი, უმაღ­ლე­სი კლა­სის ჩე­და­რე­ბი. 300 გრა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 ევ­რო­დან იწყე­ბო­და,“ - წერს BBC.

სა­წარ­მოს მფლო­ბელ­მა პატ­რიკ ჰოლ­დენ­მა, ინ­ცი­დენტს დახ­ვე­წი­ლი ტრი­უ­კი უწო­და და თქვა, რომ ტვირ­თი შე­საძ­ლოა რუ­სეთ­ში ან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ე­ყი­დათ.

ლონ­დო­ნის პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marafet
0

ეეჰ, ეგ ყველი უკვე ზოგი პუტინის მაცივარში დევს, ზოგიც მედვედევის "პადვალში".

ელგუჯა
0

არადა, რამდენი იწვალეს საწყალმა ძროხებმა, სანამ მოწველიდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

მასშტაბური "ელიტური ძარცვა" ლონდონში - "მოპარული ტვირთი შესაძლოა რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაეყიდათ"

მასშტაბური "ელიტური ძარცვა" ლონდონში - "მოპარული ტვირთი შესაძლოა რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაეყიდათ"

ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია Neal's Yard Dairy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ 22 ტონა, ელიტური ჩედარი მოჰპარეს, რომლის ღირებულება 300 000 ფუნტზე (389,400 დოლარი) მეტია.

  • მწარმოებელი თვლის, რომ თაღლითებმა, რომლებმაც საკუთარი თავი საბითუმო მოვაჭრეებად გაასაღეს, შესაძლოა პროდუქცია რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაყიდეს.

“Neal's Yard Dairy-ს სჯეროდა, რომ მათ საქმე ჰქონდათ საბითუმო მოვაჭრეებთან, რომლებიც ყველს დიდ ფრანგულ საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს აწვდიდნენ. სანამ აღმოჩნდებოდა, რომ სინამდვილეში მათი კომპანია არ არსებობდა, თაღლითებმა 22 ტონაზე მეტი წონის ყველის წაღება მოახერხეს. ეს იყო ელიტური, უმაღლესი კლასის ჩედარები. 300 გრამის ღირებულება 20 ევროდან იწყებოდა,“ - წერს BBC.

საწარმოს მფლობელმა პატრიკ ჰოლდენმა, ინციდენტს დახვეწილი ტრიუკი უწოდა და თქვა, რომ ტვირთი შესაძლოა რუსეთში ან ახლო აღმოსავლეთში გაეყიდათ.

ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ გამოძიება დიდი რაოდენობით ყველის ქურდობის ფაქტზე დაიწყო.

წყარო