საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ხალხი მივიდა საარჩევნო გარემოში, რომელიც სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა: - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში
"ქართველი ხალხი მივიდა საარჩევნო გარემოში, რომელიც სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა: - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მო­წო­დე­ბებს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­ღვე­ვის სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­ლერ­მა ისა­უბ­რა გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე "სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, ხმე­ბის ყიდ­ვი­სა და ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბის ფონ­ზე შე­იქ­მნა“.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შა­ბათს არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვი­და იმ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კით, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, ხმე­ბის ყიდ­ვი­სა და ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბის ფონ­ზე შე­იქ­მნა. ამან ხელი შე­უ­წყო არა­თა­ნა­ბარ გა­რე­მოს და არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი შე­დე­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ძირი გა­მო­უ­თხა­რა.

ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მო­წო­დე­ბებს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­ღვე­ვის სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ და მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პა­ტი­ვი სცეს გა­მო­ხატ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბებს.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ნი­ხი­ლონ ის, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სურთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ვიდ­რე იმ პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც ავ­ტო­რი­ტა­რე­ბი აქე­ბენ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის 80%-ზე მეტს სურს იხი­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს სწრაფ­ვას ამ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ. ამ მიზ­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად ყვე­ლა პარ­ტია აწარ­მო­ებ­და კამ­პა­ნი­ას, მაგ­რამ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ამ კურსთან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია და­უბ­რუნ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვით, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრით, ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბი­თა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის გა­წე­ვით.

მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მუდ­მი­ვად მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უარი თქვას ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე და და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზას.

ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ შემ­დგომ შე­დე­გებს, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ქართველი ხალხი მივიდა საარჩევნო გარემოში, რომელიც სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა: - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"ქართველი ხალხი მივიდა საარჩევნო გარემოში, რომელიც სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა: - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • მილერმა ისაუბრა გარემოზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე "სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა“.

"ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა.

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო.

საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.