ავტორი:

გიორგი მამარდაშვილი პარიზში, მეუღლესთან ერთად ოქროს ბურთის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება (ფოტოები)

გიორგი მამარდაშვილი პარიზში, მეუღლესთან ერთად ოქროს ბურთის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება (ფოტოები)

გიორგი მამარდაშვილი პარიზში, 2024 წლის "ოქროს ბურთის" გალა ღონისძიებას ესწრება, სადაც საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.

  • მამარდაშვილი ორსულ მეუღლესთან ერთად უკვე მივიდა ცერემონიაზე, ვიდეოს GeoTeam ავრცელებს.

გიორგი მამარდაშვილი:

"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს".

  • "ოქროს ბურთის“ ცერემონია დღეს პარიზში, შატლეს თეატრში გაიმართება. დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, საუკეთესო მეკარეც გამოვლინდება.

წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე მამარდას კონკურენტები არიან: დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემი მარტინესი, უნაი სიმონი და რონვენ უილიამსი.