ავტორი:

"ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ" - გიორგი ვაშაძე

"ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ" - გიორგი ვაშაძე

ზღვა ხალხი მოვიდა - რეალურად, ხელისუფლება აქ არის და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ხალხის მთავარი მიზანია, აჩვენონ ყველას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს "არ ვაღიარებთ".

"დღეს პრეზიდენტთან ერთად ხდება ხალხის მობილიზება. დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ შედეგებია ფაქტობრივად გადაწერილი. ამიტომ, ვხედავთ, რომ ზღვა ხალხი მოვიდა. რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ. ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ; რომ სიებს ჩავხსნით, რომ ვართ ერთიანები ამ პოზიციაში. ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ",- აცხადებს ვაშაძე.