ავტორი:

"ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო - ამას ან ვეგუებით ან არა" - ალეკო ელისაშვილი

"ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო - ამას ან ვეგუებით ან არა" - ალეკო ელისაშვილი

"არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა", - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

  • ელისაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას უთხრა, რომ არჩევნები გაუქმდა.

“ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და გვაჩვენა, რომ არჩევნები გაუქმდა და არჩევნებს დაარქმევენ იმ შედეგს, რასაც თვითონ მოისურვებენ. არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა. ან უნდა შევეგუოთ, რომ რუსეთში ვცხოვრობთ, ან არა. ამაზეა საუბარი და ამას გამოვაცხადებთ დღეს. ოპოზიციის გეგმებზე არ არის საუბარი, ქვეყნის ბედზეა საუბარი.

როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოიცხადა თავი პრეზიდენტად, აქამდე მიდის ყველაფერი. [ივანიშვილი] ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს. იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო. აქამდე მიდის ყველაფერი. ან ამას ვეგუებით ან არა”, - განაცხადა ელისაშვილმა.