მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან არიან შეკრებილი, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციების შემდეგ მოუწოდეს.
როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და დღევანდელი აქციით მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ დგანან ერთად.