მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დასჭირდა რუსეთს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რას ელის ამისგან კიმ ჩენ ინი და როგორ იმოქმედებს სამხრეთ კორეა? -  უახლესი ამბები უკრაინის ფრონტიდან
რაში დასჭირდა რუსეთს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რას ელის ამისგან კიმ ჩენ ინი და როგორ იმოქმედებს სამხრეთ კორეა? -  უახლესი ამბები უკრაინის ფრონტიდან

The War Zone-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მომ­ზა­დე­ბას გა­დის და­ახ­ლო­ე­ბით 11 ათა­სი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლი ქვე­ი­თი. ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტი­სას, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვოლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ და­ა­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს 10 ათა­სი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცი.

სამ­ხრეთ კო­რეა თა­ვის მხრივ იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჯა­რე­ბის რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ მუ­ქა­რას წარ­მო­ად­გენს და სე­უ­ლი ყო­ვე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას - ნათ­ქვა­მია ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რა პრე­ცე­დენ­ტთან გვაქვს საქ­მე - რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო.

- მარ­თა­ლია, რუ­სე­თი უარ­ყოფს, მაგ­რამ ბუ­და­ნო­ვის და ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, 11 ათა­სი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცი მზა­დაა ომში ჩარ­თვის­თვის. რას ცდი­ლობს რუ­სე­თი, ასე გა­უ­ჭირ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლის რე­სურ­სის მხრივ, თუ სხვა მი­ზა­ნი აქვს? ან კიმ ჩენ ინს რა რჯის, რა ინ­ტე­რე­სი აქვს?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ც ადას­ტუ­რებს და სამ­ხრეთ კო­რე­აც, რაც საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ და­ვი­ჯე­როთ. ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს ამ ომის მას­შტა­ბის გაზ­რდას და სხვა ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თვის პრე­ცე­დენტს. მას თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე უბ­რა­ლოდ შერ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა ეს გუ­ლის­ხმობ­დეს შემ­დგომ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა­საც, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს იგი­ვე ვე­ნე­სუ­ე­ლა, ირა­ნი, ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რო­მელ­თაც ცო­ცხა­ლი მასა, ჯარი ჰყავს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სეთს შე­უძ­ლია. თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერს კეი სტარ­მერს რომ და­ვე­სეს­ხოთ, ის ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი იმ რე­ა­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სეთს გა­უ­ჭირ­და პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­ებ­ში, რაც ფაქ­ტია. ესეც ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბაა, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ეს არის სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ციც და კი­დევ ერთი მძი­მე ფაქ­ტის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გაწ­ვრთნი­ლი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი შემ­დგომ­ში გახ­დნენ ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, მო­ამ­ზა­დონ და­მა­ტე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბი და შემ­დგომ­ში ისი­ნი არა მხო­ლოდ რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ, არა­მედ იმა­ვე სამ­ხრეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­საც გუ­ლის­ხმობს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ყვე­ლა­ნა­ი­რი სან­ქცი­რე­ბის რე­ჟი­მი­დან გა­მო­ვა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რუ­სე­თი მას ტექ­ნო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბა­საც გა­უ­წევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ცივი ომის სტა­დი­ის ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპო­ქა­ში შევ­დი­ვართ, რა დრო­საც მსოფ­ლი­ო­ში სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა და ამ პრო­ცეს­ში რუ­სე­თი საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­ულ მე­თო­დებს მი­მარ­თავს. ეს არის ამის გლო­ბა­ლუ­რი გან­შტო­ე­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს არ არის მარ­ტო უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი, ეს უფრო გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ასე­ვე, ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდა - თუკი აქამ­დე ჩვენ ვხე­დავ­დით, რომ ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა რუსი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ახლა ომში პირ­და­პირ იწყებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, რაც ახა­ლი პრე­ცე­დენ­ტია შექ­მნი­ლი.

- და თუკი ეს გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და პრო­ცეს­ში სხვა ქვეყ­ნე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო, მას­შტა­ბუ­რი მსოფ­ლიო ომის საფრ­თხის წი­ნა­შე ხომ არა?

- შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის მას­შტაბ­ზე იყოს, მაგ­რამ ეს უფრო სხვა რა­მეს მი­ა­ნიშ­ნებს, იმას, რომ ბევ­რი აგ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი­თურთ ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, გაწ­ვრთნას, პრე­ცე­დენ­ტე­ბის შექ­მნას, და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხის და­ტესტვას, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი პა­სუ­ხი და შემ­დგომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი ლო­კა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის (ისე­ვე, რო­გორც რუ­სე­თი­სა­გან რიგი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც ისი­ნი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ). ზო­გა­დად, ყვე­ლა აგ­რე­სი­უ­ლი მხა­რის ინ­ტე­რე­სია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კონ­ფლიქ­ტი იყოს მსოფ­ლი­ო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად ეცა­ლოთ მის­თვის. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­თვის სა­სურ­ვე­ლია რუ­სე­თი იყოს ჩარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ულ ომებ­ში და­სავ­ლეთ­თან, რუ­სე­თის­თვის სა­სურ­ვე­ლია, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან და ია­პო­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბით, ჩი­ნე­თი ამით სარ­გებ­ლობს იმი­ტომ, რომ ის ემუქ­რე­ბა ტა­ი­ვანს... ანუ ეს არ არის ჯაჭ­ვი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ერთ-ერთი რგო­ლი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც უპი­რის­პირ­დე­ბა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ მთელ და­სავ­ლეთს. სწო­რედ ასე მინ­და და­ვი­ნა­ხოთ ეს სუ­რა­თი იმი­ტომ, რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ამას უკ­რა­ი­ნის კონ­ტექ­სტი­დან შე­ვა­ფა­სებთ, იმ რა­ო­დე­ნო­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფონ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სეთს ჰყავს (სა­უ­ბა­რი მაქვს 170 ათას სამ­ხედ­რო­ზე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა 1 მარ­ტამ­დე უნდა გა­იწ­ვი­ოს), 11და 12 ათა­სი სამ­ხედ­რო არ არის ძა­ლი­ან დიდი, გაწ­ვე­უ­ლე­ბის სა­დღაც 5-6% გა­მო­დის, ამი­ტომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გლო­ბა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვა, ამით გა­ვი­გებთ რე­ა­ლუ­რად, რომ სი­ტუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში არის პრე­ცე­დენ­ტუ­ლი - ბევ­რი პრე­ცე­დენ­ტი იქ­მნე­ბა, რის სა­ნაც­ვლოდ რიგი აგ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი იღე­ბენ სა­ნაც­ვლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ფულს, გა­დამ­ზა­დე­ბას, რაც შემ­დგომ­ში შე­საძ­ლოა სხვა­გა­ნაც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მოქ­მე­დოს სამ­ხრეთ კო­რე­ამ? პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია აცხა­დებს, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბა­სო..

- ცხა­დია, ეს შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა კიმ ჩენ ინმა 1-ლ იან­ვარს გა­მო­ა­ცხა­და, რომ არამ­შვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით აპი­რებს კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ამას­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ხი­ლეთ დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნა­ში ხი­დე­ბის აფეთ­ქე­ბა (ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბობს ყვე­ლა­ზე მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზონა, რო­მელ­საც კო­მი­კუ­რად დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნა­საც უწო­დე­ბენ). შე­სა­ბა­მი­სად, კიმ ჩენ ინი სამ­ხრეთ კო­რე­ის­თვის დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს და მისი მხრი­დან პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის, ასე­ვე, სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბის, რო­მელ­საც ის კო­ლო­სა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით აწარ­მო­ებს. აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში თუკი ვინ­მეს ჰყავს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჯარი, ძა­ლი­ან ძლი­ერ ტექ­ნი­კას ძა­ლი­ან ია­ფად აწარ­მო­ებს, ეს არის არა ია­პო­ნია, არა­მედ სამ­ხრეთ კო­რეა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა თა­ვი­სი მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქით­ვე (სე­უ­ლის ქვეშ მთლი­ა­ნად მი­წის­ქვე­შა სამ­ხედ­რო ბუნ­კე­რე­ბია). ცხა­დია, მან ახლა სიგ­ნა­ლი უნდა გა­უგ­ზავ­ნოს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა იქ­ნე­ბა უფრო მძლავ­რად და და­უს­ჯე­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვიდ­რე სამ­ხრეთ კო­რეა, რო­მელ­მაც თით­ქოს პა­სუ­ხი ვერ გას­ცა ჩრდი­ლო­ე­თის საფრ­თხეს. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ეს არ არის მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის პრე­ცე­დენ­ტი, ეს არის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრე­ცე­დენ­ტი, უბ­რა­ლოდ, უკ­რა­ი­ნა იქცა და­სავ­ლუ­რი და ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ღერ­ძის შეხ­ლის წერ­ტი­ლად. თუმ­ცა მე­ო­რე ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია ის, რომ რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კურსკის ოლ­ქში და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ო­მარ ტე­რი­ტო­რი­ად იქცა რუ­სე­თი და არა უკ­რა­ი­ნა. რუ­სე­თი ის­ჯე­ბა და ვი­ღებთ გა­ნად­გუ­რე­ბულ კონ­კრე­ტულ რუ­სულ ოლქს, რო­მე­ლიც ამ ომში, თა­ვის დრო­ზე, ზარ-ზე­ი­მით მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით უკ­რავ­და ტაშს რუ­სე­ბის კურსკის მო­მიჯ­ნა­ვე სუ­მის ოლ­ქში შეს­ვლას.

- ზე­ლენ­სკის გა­მარ­ჯვე­ბის ოთხპუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე, ე.წ. გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა­ზე რას იტყვით? პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბით, მისი შეს­რუ­ლე­ბა გარ­და­ტე­ხას შე­ი­ტანს ომში კი­ე­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და ომიც მალე დას­რულ­დე­ბა. ერთ-ერთი პუნ­ქტი უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­წევ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო მზა­დაა ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს...

- უკ­რა­ი­ნა დე ფაქ­ტოდ ნა­ტოს ყვე­ლა­ზე ახლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­კავ­ში­რეა და ერ­თგვა­რად ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფლანგს წარ­მო­ად­გენს. ნა­ტოს კარ­გად ეს­მის, რომ ახლა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის, უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბა ვე­რა­ნა­ირ ფორ­მა­ში ვერ მოხ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ნა­ტოს­თვის დრო­ის მო­გე­ბა, რათა გა­დამ­ზად­დნენ, და­მა­ტე­ბი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა მო­ი­პო­ვონ (ნა­ტოს ვგუ­ლის­ხმობ) და აწარ­მო­ონ და შემ­დგომ, რო­დე­საც ომი დას­რულ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბის მეტი შან­სი იქ­ნე­ბა, ოღონდ, ერთი პი­რო­ბით, რომ მე-5, უსაფრ­თხო­ე­ბის მუხ­ლის გავ­რცე­ლე­ბა მთელს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­დე­ბა, ანუ იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც ომის შემ­დგომ უკ­რა­ი­ნა გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ომის დას­რუ­ლე­ბა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­და­წყდე­ბა. ამ პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შეს­რუ­ლე­ბა­დია, ოღონდ, ეს გუ­ლის­ხმობს ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას და­სავ­ლეთ­ში, პო­ლი­ტი­კურ მზა­ო­ბას და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გუ­ლის­ხმობს მი­ზანს, რომ რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­მარ­ცხე­ბუ­ლი. თუკი და­სავ­ლე­თი ამ გეგ­მას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და ის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა (ეს არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი, ეს არის ხედ­ვა), თუკი ამ ხედ­ვას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ, შე­დე­გად მი­ვი­ღებთ გა­მარ­ჯვე­ბულ უკ­რა­ი­ნას. ერთი კარ­გი რაც მოხ­და, ამას­წი­ნათ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნას გა­მო­უ­ყონ 20 მი­ლი­არ­დი ევრო და ამ თან­ხის და­ფარ­ვა რუ­სუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი­დან უნდა მოხ­დეს.

- "თუკი ამ ხედ­ვას გა­ი­ზი­ა­რე­ბე­ნო", - ამ­ბობთ, ანუ შე­იძ­ლე­ბა არც გა­ი­ზი­ა­როს და­სავ­ლეთ­მა?

- და­სავ­ლეთ­ში ხში­რად მსჯე­ლო­ბენ ხოლ­მე, რო­გორ, რა ფორ­მით დას­რულ­დე­ბა ეს ომი. ზე­ლენ­სკის ღია სიგ­ნა­ლია, რომ ომი დას­რულ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თი რე­ა­ლუ­რად და­მარ­ცხდე­ბა, ანუ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი გავ­ლენ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. მისი ხედ­ვით, ეს ნიშ­ნავს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბას. მან "გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მით“ გან­მარ­ტა, რა არის რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა - რო­დე­საც რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მთა­ვარ წერ­ტი­ლად გა­და­იქ­ცე­ვა უკ­რა­ი­ნა. რე­ა­ლუ­რად, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვარ ბას­ტი­ო­ნად უკ­რა­ი­ნის გარ­დაქ­მნას გუ­ლის­ხმობს, რაც და­სავ­ლეთს არ ჰქონ­და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი. დღეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა, რომ და­სავ­ლეთს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხედ­ვა არ აქვს, თუ რო­გორ ესა­ხე­ბა რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა და ზე­ლენ­სკიმ ეს ხედ­ვა შეს­თა­ვა­ზა. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ახლა და­ი­წყო კამ­პა­ნია, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა Make Russia small again (გახ­დეს რუ­სე­თი ისევ პა­ტა­რად). ამ კამ­პა­ნი­ით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო სოცქსე­ლე­ბი, მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი, "ტვი­ტე­რი:... ზე­ლენ­სკის მხრი­დან ამა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, როცა მან წარ­წე­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა, ანუ და­წყე­ბუ­ლია კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე გუ­ლის­ხმობს იმას, რომ რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჰი­პო­თე­ზუ­რად, თუკი რუ­სე­თი და­ი­შა­ლა, ამა­ში პრობ­ლე­მა არც არა­ფე­რი­აო ( ეს არის მათი ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა). ეს არის რე­ი­გა­ნი­სე­უ­ლი დოქ­ტრი­ნა, რე­ი­გა­ნი­სე­უ­ლი ხედ­ვა, რო­მე­ლიც დღეს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს აღე­ბუ­ლი და მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ იყე­ნებს. უკ­რა­ი­ნას აქვს ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის რე­სურ­სი და ჰყავს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რე­ზერ­ვი, რო­მე­ლიც ჯერ-ჯე­რო­ბით არ არის ჩარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ყვე­ლა ვა­რა­უ­დობს, რომ ომში გარ­და­ტე­ხა რუ­სე­თის, ან უკ­რა­ი­ნის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია 2025 წლის ბო­ლოს­თვის, როცა უკვე რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა, ამ ომში რუ­სეთს შე­ეძ­ლე­ბა გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბა, თუ - უკ­რა­ი­ნას. კი­რი­ლო ბუ­და­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2025 წლის ბოლო არის ის ლო­გი­კუ­რი წერ­ტი­ლი, რო­დე­საც რუ­სეთს ელე­ვა რე­სურ­სე­ბი, ამი­ტო­მაც ის მა­ნამ­დე შე­ეც­დე­ბა ომში გა­მარ­ჯვე­ბას.

- თუკი რუ­სე­თი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს რთავს ომში, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე ევ­რო­პა-ამე­რი­კამ ჩარ­თოს თა­ვი­სი ცო­ცხა­ლი რე­სურ­სი უკ­რა­ი­ნის მხა­რეს?

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა. დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება თუკი ვინ­მეს აკ­ლია, ეს არის აშშ და გერ­მა­ნია - და­სავ­ლე­თის ორი მთა­ვა­რი წამ­ყვა­ნი ძალა, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება აქვთ და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნას, ეს არის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. იმას არ ვამ­ბობ, რომ მათ ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბა, უბ­რა­ლოდ, სუს­ტი ლი­დე­რო­ბის პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის გუნ­დი არის ზედ­მე­ტად ფრთხი­ლი და ზედ­მე­ტად ფრთხილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც იღებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ზა­რალ­დე­ბა და­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბა. მათი პო­ზი­ცია მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია გა­და­მე­ტე­ბულ სიფრ­თხი­ლე­ზე.

- ამ­ჟა­მად რა ხდე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონტზე?

- დო­ნეც­კის ოლ­ქში გრძელ­დე­ბა რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე შე­ტე­ვა, რო­გორც იყო ივ­ნის-ივ­ლი­სის თვე­ებ­ში, უბ­რა­ლოდ, ტემპშია შე­ნე­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კურსკის ოლქს, იქ რუ­სე­ბის კონ­ტრშე­ტე­ვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია, მათ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს, ვხე­დავთ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს მყა­რად უჭი­რავთ პო­ზი­ცი­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად 5/1 შე­ფარ­დე­ბი­სა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ, ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სწრა­ფი ან სა­ერ­თოდ დაბ­რუ­ნე­ბაც კი ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, ვი­ნა­ი­დან ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა პო­ზი­ცი­ებ­ზე კარ­გად გა­მაგ­რე­ბა და გამ­ყა­რე­ბა შეძ­ლეს. სხვა­თა შო­რის, მათ გა­მო­ი­ყე­ნეს რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და და აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სებს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ. უც­ნა­უ­რია, რომ კურსკი მათი ტე­რი­ტო­რი­აა და აქაც კი არ გა­აჩ­ნი­ათ მო­ტი­ვა­ცია, თო­რემ 5/1-ზე რომ გაქვს შე­ფარ­დე­ბა და შენ­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იბ­რძვი, ლო­გი­კუ­რია, რომ შე­ტე­ვა მალე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ის კი არა, პუ­ტი­ნის და კრემ­ლის მხრი­დან იყო მი­თი­თე­ბა, რომ 1-ლ ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უკან­და­ხე­ვი­ნე­ბა და კურსკის ოლ­ქის და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ეს სწო­რედ იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ დღეს რუ­სე­თის არ­მია ისე­თი ძლი­ე­რი არ არის, რო­გორც ამას ხში­რად ფუ­თა­ვენ ხოლ­მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რაში დასჭირდა რუსეთს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რას ელის ამისგან კიმ ჩენ ინი და როგორ იმოქმედებს სამხრეთ კორეა? -  უახლესი ამბები უკრაინის ფრონტიდან

რაში დასჭირდა რუსეთს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, რას ელის ამისგან კიმ ჩენ ინი და როგორ იმოქმედებს სამხრეთ კორეა? -  უახლესი ამბები უკრაინის ფრონტიდან

The War Zone-სთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას გადის დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი. ბრიუსელში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

სამხრეთ კორეა თავის მხრივ იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ მუქარას წარმოადგენს და სეული ყოველი ხელმისაწვდომი საშუალებით მოახდენს რეაგირებას - ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, რა პრეცედენტთან გვაქვს საქმე - რაზე მიანიშნებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, რა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო.

- მართალია, რუსეთი უარყოფს, მაგრამ ბუდანოვის და ზელენსკის განცხადებით, 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი მზადაა ომში ჩართვისთვის. რას ცდილობს რუსეთი, ასე გაუჭირდა პროფესიონალი სამხედრო ძალის რესურსის მხრივ, თუ სხვა მიზანი აქვს? ან კიმ ჩენ ინს რა რჯის, რა ინტერესი აქვს?

- ამ ინფორმაციას აშშ-ც ადასტურებს და სამხრეთ კორეაც, რაც საკმარისი მტკიცებულებაა, რომ დავიჯეროთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ომის მასშტაბის გაზრდას და სხვა ქვეყნების ჩართვის პრეცედენტს. მას თუ ყველაფერი ასე უბრალოდ შერჩა, შეიძლება ეს გულისხმობდეს შემდგომში სხვა ქვეყნების სამხედროების დახმარებასაც, როგორიც შეიძლება იყოს იგივე ვენესუელა, ირანი, ისეთი აგრესიული სახელმწიფოები, რომელთაც ცოცხალი მასა, ჯარი ჰყავს და მისი გამოყენება რუსეთს შეუძლია. თუმცა ბრიტანეთის პრემიერს კეი სტარმერს რომ დავესესხოთ, ის ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი იმ რეალობაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს გაუჭირდა პროფესიონალ სამხედროებში, რაც ფაქტია. ესეც ერთგვარი მინიშნებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის საზარბაზნე ხორციც და კიდევ ერთი მძიმე ფაქტის მანიშნებელი, რომ შესაძლებელია ეს უკან დაბრუნებული გაწვრთნილი, მომზადებული ჩრდილოკორეელი სამხედროები შემდგომში გახდნენ ინსტრუქტორები საკუთარ ქვეყანაში, მოამზადონ დამატებითი ნაწილები და შემდგომში ისინი არა მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ, არამედ იმავე სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს ყველაფერი იმასაც გულისხმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ყველანაირი სანქცირების რეჟიმიდან გამოვა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი მას ტექნოლოგიურ დახმარებასაც გაუწევს. ეს ყველაფერი კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ცივი ომის სტადიის ყველაზე მძიმე ეპოქაში შევდივართ, რა დროსაც მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური გადანაწილება ხდება და ამ პროცესში რუსეთი საკმაოდ აგრესიულ მეთოდებს მიმართავს. ეს არის ამის გლობალური განშტოება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტო უკრაინის საკითხი, ეს უფრო გლობალური მშვიდობისთვის საფრთხის შემცველია. ასევე, ხდება უკრაინაში მონაწილე სამხედროებისა და ქვეყნების რაოდენობრივი ზრდა - თუკი აქამდე ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესში ყველა რუსი მონაწილეობდა, ახლა ომში პირდაპირ იწყებს მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეა, რაც ახალი პრეცედენტია შექმნილი.

- და თუკი ეს გლობალური მშვიდობისთვის საფრთხის შემცველია და პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან, რა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, მასშტაბური მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ხომ არა?

- შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მასშტაბზე იყოს, მაგრამ ეს უფრო სხვა რამეს მიანიშნებს, იმას, რომ ბევრი აგრესიული სახელმწიფო ავტოკრატიული რეჟიმითურთ ცდილობს საკუთარი სამხედროების გამოყენებას, გაწვრთნას, პრეცედენტების შექმნას, დასავლეთის პასუხის დატესტვას, თუ როგორი იქნება მისი პასუხი და შემდგომ ამ ყველაფრის გამოყენებას საკუთარი ლოკალური მიზნებისათვის (ისევე, როგორც რუსეთისაგან რიგი ტექნოლოგიების მიღებას, რომელსაც ისინი თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ). ზოგადად, ყველა აგრესიული მხარის ინტერესია, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი იყოს მსოფლიოში, შესაბამისად, ნაკლებად ეცალოთ მისთვის. ჩრდილოეთ კორეისთვის სასურველია რუსეთი იყოს ჩართული აგრესიულ ომებში დასავლეთთან, რუსეთისთვის სასურველია, ჩრდილოეთ კორეა იყოს აგრესიული სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან მიმართებით, ჩინეთი ამით სარგებლობს იმიტომ, რომ ის ემუქრება ტაივანს... ანუ ეს არ არის ჯაჭვიდან ამოვარდნილი ერთ-ერთი რგოლი, არამედ ჩვეულებრივი ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც უპირისპირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს. სწორედ ასე მინდა დავინახოთ ეს სურათი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თუკი ამას უკრაინის კონტექსტიდან შევაფასებთ, იმ რაოდენობის მობილიზაციის ფონზე, რომელიც რუსეთს ჰყავს (საუბარი მაქვს 170 ათას სამხედროზე, რომელიც რუსეთმა 1 მარტამდე უნდა გაიწვიოს), 11და 12 ათასი სამხედრო არ არის ძალიან დიდი, გაწვეულების სადღაც 5-6% გამოდის, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია გლობალური სურათის დანახვა, ამით გავიგებთ რეალურად, რომ სიტუაცია უკრაინაში არის პრეცედენტული - ბევრი პრეცედენტი იქმნება, რის სანაცვლოდ რიგი აგრესიული სახელმწიფოები იღებენ სანაცვლოდ ტექნოლოგიებს, ფულს, გადამზადებას, რაც შემდგომში შესაძლოა სხვაგანაც იყოს გამოყენებული.

- რა შეიძლება მოიმოქმედოს სამხრეთ კორეამ? პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ყველა საშუალებით მოვახდენთ რეაგირებასო..

- ცხადია, ეს შემთხვევით არ ხდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინმა 1-ლ იანვარს გამოაცხადა, რომ არამშვიდობიანი გზებით აპირებს კორეის გაერთიანებას. ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ დემილიტარიზებულ ზონაში ხიდების აფეთქება (ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს ყველაზე მილიტარიზებული ზონა, რომელსაც კომიკურად დემილიტარიზებულ ზონასაც უწოდებენ). შესაბამისად, კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს და მისი მხრიდან პასუხი შეიძლება იყოს ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის, ასევე, საარტილერიო ჭურვების, რომელსაც ის კოლოსალური რაოდენობით აწარმოებს. აღმოსავლეთ აზიაში თუკი ვინმეს ჰყავს ძალიან ძლიერი ჯარი, ძალიან ძლიერ ტექნიკას ძალიან იაფად აწარმოებს, ეს არის არა იაპონია, არამედ სამხრეთ კორეა, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულად მილიტარიზებული სახელმწიფოა თავისი მილიტარიზებული დედაქალაქითვე (სეულის ქვეშ მთლიანად მიწისქვეშა სამხედრო ბუნკერებია). ცხადია, მან ახლა სიგნალი უნდა გაუგზავნოს ჩრდილოეთ კორეას, სხვა შემთხვევაში, გამოდის, ჩრდილოეთ კორეა იქნება უფრო მძლავრად და დაუსჯელად წარმოდგენილი, ვიდრე სამხრეთ კორეა, რომელმაც თითქოს პასუხი ვერ გასცა ჩრდილოეთის საფრთხეს. ამიტომაცაა, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრეცედენტი, ეს არის ფართომასშტაბიანი პრეცედენტი, უბრალოდ, უკრაინა იქცა დასავლური და ავტოკრატიული ღერძის შეხლის წერტილად. თუმცა მეორე ძალიან კარგი ამბავია ის, რომ როგორც ვარაუდობენ, ჩრდილოეთ კორეელები გამოჩნდებიან კურსკის ოლქში და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ საომარ ტერიტორიად იქცა რუსეთი და არა უკრაინა. რუსეთი ისჯება და ვიღებთ განადგურებულ კონკრეტულ რუსულ ოლქს, რომელიც ამ ომში, თავის დროზე, ზარ-ზეიმით მონაწილეობდა და მისი მოსახლეობა სიამოვნებით უკრავდა ტაშს რუსების კურსკის მომიჯნავე სუმის ოლქში შესვლას.

- ზელენსკის გამარჯვების ოთხპუნქტიან გეგმაზე, ე.წ. გამარჯვების ფორმულაზე რას იტყვით? პრეზიდენტის რწმუნებით, მისი შესრულება გარდატეხას შეიტანს ომში კიევის სასარგებლოდ და ომიც მალე დასრულდება. ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრებას ითვალისწინებს და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო მზადაა ეს საკითხი განიხილოს...

- უკრაინა დე ფაქტოდ ნატოს ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ერთგვარად ნატოს აღმოსავლეთის უსაფრთხოების ფლანგს წარმოადგენს. ნატოს კარგად ესმის, რომ ახლა, ვიდრე უკრაინა იბრძვის, უკრაინის ალიანსში გაწევრება ვერანაირ ფორმაში ვერ მოხდება, ეს იქნება ნატოსთვის დროის მოგება, რათა გადამზადდნენ, დამატებითი შეიარაღება მოიპოვონ (ნატოს ვგულისხმობ) და აწარმოონ და შემდგომ, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინის გაწევრების მეტი შანსი იქნება, ოღონდ, ერთი პირობით, რომ მე-5, უსაფრთხოების მუხლის გავრცელება მთელს უკრაინის ტერიტორიაზე მოხდება, ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ომის შემდგომ უკრაინა გააკონტროლებს. ომის დასრულება ყველა ვარიანტში ფრონტის ხაზზე გადაწყდება. ამ პუნქტების შესრულებას დრო სჭირდება, მაგრამ შესრულებადია, ოღონდ, ეს გულისხმობს ძალიან დიდი რაოდენობის რესურსების მობილიზებას დასავლეთში, პოლიტიკურ მზაობას და რაც ყველაზე მთავარია, გულისხმობს მიზანს, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს დამარცხებული. თუკი დასავლეთი ამ გეგმას გაითვალისწინებს და ის პრაქტიკაში განხორციელდება (ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, ეს არის ხედვა), თუკი ამ ხედვას გაიზიარებენ, შედეგად მივიღებთ გამარჯვებულ უკრაინას. ერთი კარგი რაც მოხდა, ამასწინათ ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას გამოუყონ 20 მილიარდი ევრო და ამ თანხის დაფარვა რუსული გაყინული ანგარიშებიდან უნდა მოხდეს.

- "თუკი ამ ხედვას გაიზიარებენო", - ამბობთ, ანუ შეიძლება არც გაიზიაროს დასავლეთმა?

- დასავლეთში ხშირად მსჯელობენ ხოლმე, როგორ, რა ფორმით დასრულდება ეს ომი. ზელენსკის ღია სიგნალია, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი რეალურად დამარცხდება, ანუ რუსეთის სამხედრო ძალები გავლენ უკრაინის ტერიტორიიდან. მისი ხედვით, ეს ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. მან "გამარჯვების გეგმით“ განმარტა, რა არის რუსეთის დამარცხება - როდესაც რუსეთი დამარცხდება, აღმოსავლეთ ევროპის მთავარ წერტილად გადაიქცევა უკრაინა. რეალურად, ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მთავარ ბასტიონად უკრაინის გარდაქმნას გულისხმობს, რაც დასავლეთს არ ჰქონდა კარგად გააზრებული. დღეს კარგად გამოჩნდა, რომ დასავლეთს ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუ როგორ ესახება რუსეთის დამარცხება და ზელენსკიმ ეს ხედვა შესთავაზა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ახლა დაიწყო კამპანია, რომელსაც ეწოდება Make Russia small again (გახდეს რუსეთი ისევ პატარად). ამ კამპანიით აჭრელებული იყო სოცქსელები, მათი ოფიციალური გვერდები, "ტვიტერი:... ზელენსკის მხრიდან ამაზე მინიშნება იყო გაკეთებული, როცა მან წარწერიანი მაისურები გამოაჩინა, ანუ დაწყებულია კამპანია, რომელიც ასევე გულისხმობს იმას, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ჰიპოთეზურად, თუკი რუსეთი დაიშალა, ამაში პრობლემა არც არაფერიაო ( ეს არის მათი ერთგვარი მინიშნება). ეს არის რეიგანისეული დოქტრინა, რეიგანისეული ხედვა, რომელიც დღეს უკრაინის ხელისუფლებას აქვს აღებული და მას ძალიან საინტერესოდ იყენებს. უკრაინას აქვს ძალიან დიდი რაოდენობის რესურსი და ჰყავს მობილიზებული რეზერვი, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ყველა ვარაუდობს, რომ ომში გარდატეხა რუსეთის, ან უკრაინის მხრიდან მოსალოდნელია 2025 წლის ბოლოსთვის, როცა უკვე რეალური სურათი გვექნება, ამ ომში რუსეთს შეეძლება გარდატეხის შეტანა და გამარჯვება, თუ - უკრაინას. კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლო არის ის ლოგიკური წერტილი, როდესაც რუსეთს ელევა რესურსები, ამიტომაც ის მანამდე შეეცდება ომში გამარჯვებას.

- თუკი რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს რთავს ომში, რატომ არ შეიძლება იმავე ევროპა-ამერიკამ ჩართოს თავისი ცოცხალი რესურსი უკრაინის მხარეს?

- შეიძლება, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. დღეს პოლიტიკური ნება თუკი ვინმეს აკლია, ეს არის აშშ და გერმანია - დასავლეთის ორი მთავარი წამყვანი ძალა, რომელთაც ყველაზე ნაკლები პოლიტიკური ნება აქვთ დაეხმარონ უკრაინას, ეს არის სამწუხარო რეალობა. იმას არ ვამბობ, რომ მათ ინტერესში არ შედის უკრაინის წარმატება, უბრალოდ, სუსტი ლიდერობის პრობლემას ვაწყდებით. სამწუხაროდ, დღევანდელი აშშ-ს პრეზიდენტის გუნდი არის ზედმეტად ფრთხილი და ზედმეტად ფრთხილ გადაწყვეტილებებსაც იღებს, რომლის შედეგადაც ზარალდება დასავლეთის უსაფრთხოება. მათი პოზიცია მთლიანად მორგებულია გადამეტებულ სიფრთხილეზე.

- ამჟამად რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?

- დონეცკის ოლქში გრძელდება რუსეთის დაახლოებით ისეთივე შეტევა, როგორც იყო ივნის-ივლისის თვეებში, უბრალოდ, ტემპშია შენელებული. რაც შეეხება კურსკის ოლქს, იქ რუსების კონტრშეტევა წარუმატებელია, მათ ძალიან მცირე რაოდენობით ტერიტორიების დაკავება შეძლეს, ვხედავთ, რომ უკრაინელებს მყარად უჭირავთ პოზიციები. მიუხედავად 5/1 შეფარდებისა რუსეთის სასარგებლოდ, ამ ტერიტორიების სწრაფი ან საერთოდ დაბრუნებაც კი ძნელად წარმოსადგენია, ვინაიდან ამ ეტაპზე უკრაინელებმა პოზიციებზე კარგად გამაგრება და გამყარება შეძლეს. სხვათა შორის, მათ გამოიყენეს რუსული თავდაცვის ზღუდეებიც, რომლებიც მანამდე არსებობდა და აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკუთარ ტერიტორიებზე საომარი მოქმედების მიუხედავად, რუსებს ძალიან მაღალი სამხედრო-პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნიათ. უცნაურია, რომ კურსკი მათი ტერიტორიაა და აქაც კი არ გააჩნიათ მოტივაცია, თორემ 5/1-ზე რომ გაქვს შეფარდება და შენსავე ტერიტორიაზე იბრძვი, ლოგიკურია, რომ შეტევა მალე უნდა დასრულებულიყო. ის კი არა, პუტინის და კრემლის მხრიდან იყო მითითება, რომ 1-ლ ოქტომბრამდე უნდა მომხდარიყო უკრაინელების უკანდახევინება და კურსკის ოლქის დაკავება, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ დღეს რუსეთის არმია ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამას ხშირად ფუთავენ ხოლმე.