ავტორი:

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან არ იციან - მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება ამაზე საუბარი" - კალაძე ოპოზიციაზე

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან არ იციან - მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება ამაზე საუბარი" - კალაძე ოპოზიციაზე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან - წარმოუდგენელია, ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმას დაიცავენ.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან. მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება აქ ვისაუბრო ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ბუნებაში არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. ჩვენ დავიცავთ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ხმას, დამოკიდებულებას. ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ხალხის სამსახურში”, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდნენ.

„ყველაფერი ჩანს ნათლად. 2020 წელს ყველა გაყვიროდა გაყალბებულიაო და რეალობა რა აღმოჩნდა? ვიყავით მართლები?! იგივეა აქაც. არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით, აჯერებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი“, - აღნიშნა კალაძემ.