ნანიკო ხაზარაძის პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელში არჩევნებამდე გამოაქვეყნა, საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ნანიკო წერდა, რომ მაკა ასათიანს ვერავინ უბედავდა ნეგატიური კომენტარების დაწერას, რასაც მის მიმართ კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.
არჩევნების დღეს ჟურნალისტს 52 წელი შეუსრულდა. ამ დღეს, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღიარა, რომ მის მიმართ ბევრი კრიტიკული და დამამცირებელი კომენტარი იყო, თუმცა არც მწყინს და არც ბრაზდება.
- 26 ოქტომბერი... ჩემი დაბადების დღე - 52 ემოციურად რთული წელი მქონდა, ვერ გაგაკვირვებთ ვიცი. განსაკუთრებულად მძიმე იყო ბოლო დღეები…
შურიანი, ბოღმა, დებილი ბოროტი, ნაცი, ქოცი, უტვინო, არარაობა - რა აღარ წავიკითხე ჩემს თავზე. ზიზღის მორევში ვარ… ალბათ ვიმსახურებ?! არც მწყინს, არც ვბრაზდები. მიყვარხართ.
ნანიკოს კომენტარზე და კითხვა ინტერნეტ ბულინგზე კითხვა დავუსვით...
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. დავწერე და დასრულდა ამით ყველაფერი. გავაგრძელეთ ცხოვრება და დავასრულეთ ამაზე საუბარი.
წაიკითხეთ ასევე: