მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარიერის დასაწყისში ბრძოლა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით, დღეს მეგობრობა პუტინთან და გატაცება ფეხბურთით - რა არის ცნობილი ვიქტორ ორბანზე, რომელიც მრავალშვილიანი მამაა
კარიერის დასაწყისში ბრძოლა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით, დღეს მეგობრობა პუტინთან და გატაცება ფეხბურთით - რა არის ცნობილი ვიქტორ ორბანზე, რომელიც მრავალშვილიანი მამაა

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე-2 დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 28-29 ოქ­ტომ­ბერს უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ო­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა. POLITICO უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­ზე, ზოლ­ტან კო­ვაჩ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ეს ვი­ზი­ტი ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნით შედ­გე­ბა.

"ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი უნდა იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი მხო­ლოდ რო­გორც ორ­ბა­ნის მო­რი­გი სოლო მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რობს ეროვ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და, არა რო­გორც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე", - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მას ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მატ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ორ­ბან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ევ­რო­კავ­შირს წარ­მო­ად­გენს, ეს იქ­ნე­ბა ტყუ­ი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ორ­ბა­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ლი­დე­რი იყო, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­მარ­ჯვე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მი­უ­ლო­ცა. მან ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პლატ­ფორ­მა X-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ვუ­ლო­ცავ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უდი­დე­სი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­პო­ვე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხმა იცის, რა არის მათი ქვეყ­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო და დღეს მათი ხმა გა­ის­მა!

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2012 წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე, ორ­ბა­ნი ასე­ვე ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქუ­თა­ი­სის სტა­დი­ონ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კამ­პა­ნი­ის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს, არ და­ეშ­ვა "შეც­დო­მა“ და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ წარ­სულ­ში. სტა­დი­ონ­ზე გა­მოს­ვლი­სას, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რო­მელ­საც გვერ­დით პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ედგა, გა­ნა­ცხა­და: "ნება მო­მე­ცით, გა­მო­ვი­ყე­ნო ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნ­გრე­ლი ხალ­ხის მო­სალ­მე­ბა გად­მოგ­ცეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ“.

ორ­ბა­ნი საკ­მა­ოდ არა­ორ­დი­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვა და ბოლო ხანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­დავ­ხე­დოთ უნ­გრე­თის პრე­მი­ე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ას.

  • ახალ­გაზ­რდო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა

ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი 1963 წლის 31 მა­ისს, უნ­გრე­თის ქა­ლაქ სე­კეშფე­ჰერ­ვარ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა იქვე მდე­ბა­რე ორ სო­ფელ­ში გა­ა­ტა­რა. მამა მუ­შა­ობ­და აგ­რო­ნო­მად, დე­და­მი­სი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი და მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტი იყო სკო­ლა­ში. ოჯახ­ში სამი ვაჟი იზ­რდე­ბო­და, ვიქ­ტო­რი შუ­ა­თა­ნა იყო და რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მამა ვა­ჟებს საკ­მა­ოდ მკაც­რად ექ­ცე­ო­და და ზოგ­ჯერ ქამ­რი­თაც სცემ­და. ის იხ­სე­ნებს, რომ იზ­რდე­ბო­და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და ფეხ­ბურ­თიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბა­ბუ­ის გავ­ლე­ნით შე­უყ­ვარ­და.

მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი 1981-1982 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ჯარ­ში, რის შემ­დე­გაც ჩა­ი­რი­ცხა ბუ­და­პეშ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე.

1987 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტში სო­ცი­ო­ლო­გად.

1989 წელს მი­ი­ღო სო­რო­სის ფონ­დის სტი­პენ­დია და სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა ოქსფორ­დის ბრი­ტა­ნულ პემ­ბრო­კის კო­ლე­ჯში.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა

1988 წელს ორ­ბან­მა სხვებ­თან ერ­თად და­ა­ფუძნა პარ­ტია " ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რატ­თა კავ­ში­რი" (Fiatal Demokratak Szovetsege, FIDES).

1989 წლის 16 ივ­ნისს ერ­თბა­შად მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა იმრე ნა­დი­სა და 1956 წლის უნ­გრე­თის აჯან­ყე­ბის სხვა ლი­დე­რე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ. მან მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის უნ­გრე­თი­დან გაყ­ვა­ნა.

1990 წელს ორ­ბა­ნი აირ­ჩი­ეს სა­ხელ­მწი­ფო ასამ­ბლე­ა­ში (ერ­თპა­ლა­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი).]

1998 წლის არ­ჩევ­ნებ­ში FIDES-მა გა­ი­მარ­ჯვა ხმე­ბის 28,18%-ით და მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტის 386 ად­გი­ლი­დან 148. ორ სხვა პარ­ტი­ას­თან ერ­თად, მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა და ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის დროს ის მხო­ლოდ 35 წლის იყო.

2002 წლის არ­ჩევ­ნებ­ში FIDES მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბით და­მარ­ცხდა სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას­თან და ორ­ბან­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

2006 წელს ორ­ბა­ნის პარ­ტია კვლავ წა­ა­გო სო­ცი­ა­ლის­ტებ­თან.

2010 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მის­მა პარ­ტი­ამ, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში, მი­ი­ღო 52,7% და პარ­ლა­მენ­ტში 263 ად­გი­ლი. ორ­ბა­ნი კვლავ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და.

ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას 2014 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში Fidess-ის პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ. ორ­ბა­ნის პარ­ტი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი­დევ სამ­ჯერ მო­ი­გო: 2014, 2018 და 2022 წლებ­ში. ამ­გვა­რად, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს 2010 წლი­დან ინარ­ჩუ­ნებს.

ორ­ბა­ნი ხში­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ეჭვქვეშ აყე­ნებს ბრი­უ­სე­ლის პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტუ­რო­ბას.

  • უთან­ხმო­ე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით

2014-2015 წლებ­ში ევ­რო­პა­ში მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის და­წყე­ბის შემ­დეგ, უნ­გრე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მიგ­რან­ტე­ბი­სა და ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც კვეთ­დნენ ქვეყ­ნის სა­ზღვრებს.

2015 წელს ევ­რო­კავ­შირ­მა შე­მო­ი­ღო კვო­ტე­ბის სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ევ­რო­პის სა­სა­ზღვრო ქვეყ­ნებ­ში ჩა­სუ­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ნა­წილ­დე­ბი­ან კავ­ში­რის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის უნ­გრე­თი, შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა ასეთ სის­ტე­მას.

  • და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­თან

უნ­გრე­თი მხარს უჭერს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს 2014 წლი­დან, მაგ­რამ ორ­ბან­მა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ასე­თი პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. 2014 წელს მან გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი უფრო მე­ტად აზი­ა­ნებს ევ­რო­კავ­შირს, ვიდ­რე რუ­სეთს.

2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს ორ­ბან­მა დაგ­მო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ახა­ლი ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ეფექ­ტი­ა­ნია "მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე“. მან ისა­უბ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ემ­ბარ­გოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სულ ნავ­თობ­ზე და შე­ა­და­რა აკ­რძალ­ვა "ატო­მურ ბომბს, რო­მე­ლიც მათ სურთ, რომ უნ­გრე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე ჩა­მო­აგ­დონ“. შე­დე­გად, უნ­გრეთ­მა მი­ი­ღო დრო­ე­ბი­თი ნე­ბარ­თვა რუ­სე­თი­დან ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტის­თვის.

ორ­ბან­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვა ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა ევ­რო­პა­ში რე­ცე­სი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

2024 წლის 5 ივ­ლისს ორ­ბა­ნი ეწ­ვია რუ­სეთს, სა­დაც სამ­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მარ­თა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. თა­ვად ორ­ბან­მა თქვა, რომ მოს­კოვ­ში "სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის" ფარ­გლებ­ში ჩა­ვი­და.

  • გა­ტა­ცე­ბა ფეხ­ბურ­თით

რო­გორც ირ­კვე­ვა, ორ­ბა­ნი ფეხ­ბურთს ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან თა­მა­შობ­და. იყო კლუბ FC Felcsút-ს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, იგი გახ­და უნ­გრუ­ლი ფეხ­ბურ­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი და მისი მშობ­ლი­უ­რი კლუ­ბის ბა­ზა­ზე შექ­მნა სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მია, რო­მელ­საც უნ­გრუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დის ფე­რენც პუშ­კა­შის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ხში­რად უყუ­რებს სა­ფეხ­ბურ­თო და­პი­რის­პი­რე­ბებს და ეს­წრე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატ­ჩებს. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ამ პირ­ვე­ლო­ბე­ბის არ­ცერ­თი ფი­ნა­ლი არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი ვაჟი გას­პა­რიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

1986 წლი­დან ორ­ბა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ით იუ­რისტ ანი­კო ლე­ვა­ის­ზე.

წყვილს ხუთი შვი­ლი ჰყავს: ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - რე­ი­ჩე­ლი, შარა, როზა და ფლო­რა, ვაჟი - გას­პა­რი. უფ­რო­სი და­ი­ბა­და 1989 წელს, ხოლო უმ­ცრო­სი 2004 - ში. მათ ასე­ვე ჰყავთ ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლი.

მათი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რა­ჰე­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მე­წარ­მე ის­ტვან ტი­ბორჩზე , რომ­ლის კომ­პა­ნია "ელი­ოსს" ბრა­ლი დას­დეს სა­ჯა­რო ტენ­დერებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დროს უსა­მარ­თლო უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში. მისი ვაჟი კი ამ­ჟა­მად სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კარიერის დასაწყისში ბრძოლა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით, დღეს მეგობრობა პუტინთან და გატაცება ფეხბურთით - რა არის ცნობილი ვიქტორ ორბანზე, რომელიც მრავალშვილიანი მამაა

კარიერის დასაწყისში ბრძოლა უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით, დღეს მეგობრობა პუტინთან და გატაცება ფეხბურთით - რა არის ცნობილი ვიქტორ ორბანზე, რომელიც მრავალშვილიანი მამაა

საპარლამენტო არჩევნების მე-2 დღეს ცნობილი გახდა, რომ 28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. POLITICO უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ზოლტან კოვაჩზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ვიზიტი ქართული მხარის მოთხოვნით შედგება.

"ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში და, არა როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე", - ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა. მისი თქმით, თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირს წარმოადგენს, ეს იქნება ტყუილი.

შეგახსენებთ, ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია "იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

"ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და "ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!

საინტერესოა, რომ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანი ასევე ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ქუთაისის სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა საქართველოს, არ დაეშვა "შეცდომა“ და არ დაბრუნებულიყვნენ წარსულში. სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ედგა, განაცხადა: "ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.

ორბანი საკმაოდ არაორდინალურ პოლიტიკოსად მიიჩნევა და ბოლო ხანს განსაკუთრებულად დაუახლოვდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გადავხედოთ უნგრეთის პრემიერის ბიოგრაფიას.

  • ახალგაზრდობა და განათლება

ვიქტორ ორბანი 1963 წლის 31 მაისს, უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში დაიბადა. მან ბავშვობა იქვე მდებარე ორ სოფელში გაატარა. მამა მუშაობდა აგრონომად, დედამისი კი სპეციალური პედაგოგი და მეტყველების თერაპევტი იყო სკოლაში. ოჯახში სამი ვაჟი იზრდებოდა, ვიქტორი შუათანა იყო და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მამა ვაჟებს საკმაოდ მკაცრად ექცეოდა და ზოგჯერ ქამრითაც სცემდა. ის იხსენებს, რომ იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან და ფეხბურთიც განსაკუთრებულად ბაბუის გავლენით შეუყვარდა.

მომავალი პრემიერი 1981-1982 წლებში მსახურობდა ჯარში, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1987 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტში სოციოლოგად.

1989 წელს მიიღო სოროსის ფონდის სტიპენდია და სტაჟირება გაიარა ოქსფორდის ბრიტანულ პემბროკის კოლეჯში.

  • პოლიტიკური კარიერა

1988 წელს ორბანმა სხვებთან ერთად დააფუძნა პარტია " ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირი" (Fiatal Demokratak Szovetsege, FIDES).

1989 წლის 16 ივნისს ერთბაშად მოიპოვა პოპულარობა იმრე ნადისა და 1956 წლის უნგრეთის აჯანყების სხვა ლიდერების გადასვენების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მან მოითხოვა თავისუფალი არჩევნები და საბჭოთა ჯარების უნგრეთიდან გაყვანა.

1990 წელს ორბანი აირჩიეს სახელმწიფო ასამბლეაში (ერთპალატიანი პარლამენტი).]

1998 წლის არჩევნებში FIDES-მა გაიმარჯვა ხმების 28,18%-ით და მიიღო პარლამენტის 386 ადგილიდან 148. ორ სხვა პარტიასთან ერთად, მან ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა და ვიქტორ ორბანი პრემიერ-მინისტრი გახდა. თანამდებობის დაკავების დროს ის მხოლოდ 35 წლის იყო.

2002 წლის არჩევნებში FIDES მეორე ადგილზე გავიდა, მცირე უპირატესობით დამარცხდა სოციალისტურ პარტიასთან და ორბანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

2006 წელს ორბანის პარტია კვლავ წააგო სოციალისტებთან.

2010 წლის არჩევნებში მისმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიასთან კოალიციაში, მიიღო 52,7% და პარლამენტში 263 ადგილი. ორბანი კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა.

ვიქტორ ორბანი მხარდამჭერებთან შეხვედრისას 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში Fidess-ის პარტიის გამარჯვების შემდეგ. ორბანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები კიდევ სამჯერ მოიგო: 2014, 2018 და 2022 წლებში. ამგვარად, ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან ინარჩუნებს.

ორბანი ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიუსელის პოლიტიკის ეფექტურობას.

  • უთანხმოება ევროკავშირთან მიგრანტებთან დაკავშირებით

2014-2015 წლებში ევროპაში მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდეგ, უნგრეთის ხელისუფლებამ დაიწყო მკაცრი პოლიტიკის განხორციელება მიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ, რომლებიც კვეთდნენ ქვეყნის საზღვრებს.

2015 წელს ევროკავშირმა შემოიღო კვოტების სისტემა, რომლის მიხედვითაც ევროპის სასაზღვრო ქვეყნებში ჩასული ლტოლვილები ნაწილდებიან კავშირის სხვა სახელმწიფოებს შორის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, შეეწინააღმდეგა ასეთ სისტემას.

  • დამოკიდებულება რუსეთთან

უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2014 წლიდან, მაგრამ ორბანმა ეჭვქვეშ დააყენა ასეთი პოლიტიკის ეფექტიანობა. 2014 წელს მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შეზღუდვები უფრო მეტად აზიანებს ევროკავშირს, ვიდრე რუსეთს.

2022 წლის 24 თებერვალს ორბანმა დაგმო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, მაგრამ, ამავდროულად, ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების წინააღმდეგ წავიდა და განაცხადა, რომ ისინი ეფექტიანია "მხოლოდ ქაღალდზე“. მან ისაუბრა ევროკავშირის ემბარგოს წინააღმდეგ რუსულ ნავთობზე და შეადარა აკრძალვა "ატომურ ბომბს, რომელიც მათ სურთ, რომ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოაგდონ“. შედეგად, უნგრეთმა მიიღო დროებითი ნებართვა რუსეთიდან ნავთობის იმპორტისთვის.

ორბანმა არაერთხელ მოითხოვა ანტირუსული სანქციების გაუქმება ევროპაში რეცესიის თავიდან ასაცილებლად.

2024 წლის 5 ივლისს ორბანი ეწვია რუსეთს, სადაც სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა ვლადიმერ პუტინთან. თავად ორბანმა თქვა, რომ მოსკოვში "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში ჩავიდა.

  • გატაცება ფეხბურთით

როგორც ირკვევა, ორბანი ფეხბურთს ადრეული ბავშვობიდან თამაშობდა. იყო კლუბ FC Felcsút-ს პროფესიონალი ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერის დასრულებისა და პოლიტიკური წარმატების შემდეგ, იგი გახდა უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი და მისი მშობლიური კლუბის ბაზაზე შექმნა საფეხბურთო აკადემია, რომელსაც უნგრული ფეხბურთის ლეგენდის ფერენც პუშკაშის სახელი დაარქვა.

როგორც ამბობენ, ის ხშირად უყურებს საფეხბურთო დაპირისპირებებს და ესწრება მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. ამბობენ იმასაც, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მას ამ პირველობების არცერთი ფინალი არ გამოუტოვებია. აღსანიშნავია, რომ მისი ვაჟი გასპარიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.

  • პირადი ცხოვრება

1986 წლიდან ორბანი დაქორწინებულია პროფესიით იურისტ ანიკო ლევაისზე.

წყვილს ხუთი შვილი ჰყავს: ქალიშვილები - რეიჩელი, შარა, როზა და ფლორა, ვაჟი - გასპარი. უფროსი დაიბადა 1989 წელს, ხოლო უმცროსი 2004 - ში. მათ ასევე ჰყავთ ექვსი შვილიშვილი.

მათი უფროსი ქალიშვილი, რაჰელი დაქორწინებულია მეწარმე ისტვან ტიბორჩზე , რომლის კომპანია "ელიოსს" ბრალი დასდეს საჯარო ტენდერებში გამარჯვების დროს უსამართლო უპირატესობებით სარგებლობაში. მისი ვაჟი კი ამჟამად საეკლესიო მსახურია.