სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - როგორი პოზიცია აქვთ ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში?
3 ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - როგორი პოზიცია აქვთ ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში?

ის, რაც 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვნა­ხეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-სთან კი არ აახ­ლო­ებს, არა­მედ აშო­რებს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

  • უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტაბს, ძირს უთხრის პრო­ცე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს და თა­ვად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

"პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და ქარ­თულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს. არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტაბს, ძირს უთხრის პრო­ცე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს და თა­ვად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

ჩვენ გულ­წრფე­ლად გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლია და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს მი­აღ­წი­ოს მიზ­ნებს და ოც­ნე­ბებს - უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ის, რაც 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვნა­ხეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-სთან კი არ აახ­ლო­ებს, არა­მედ აშო­რებს მათ. პო­ლო­ნე­თი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მისი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას. გვახ­სოვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო წარ­სულ­ში იყო რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სის ლი­დე­რი და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ის კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა ამ გზა­ზე", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც. უწყე­ბა ხაზს უს­ვამს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე.

„ამავდრო­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ინ­ტე­რე­სი ამ არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ - რო­გორც მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მათი პროგ­რე­სი­სა და შე­დე­გის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ხაზს უს­ვამს, რომ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მო­საზ­რე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, რაც მო­ი­ცავს ოპო­ზი­ცი­ის და­ში­ნე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლას და ამომ­რჩე­ველ­თა და­ში­ნე­ბას.

„ლატ­ვია მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს ზო­მე­ბი, რათა გა­მო­ი­ძი­ოს გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მი­მართ და მო­ქა­ლა­ქე­თა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა პა­ტი­ვი უნდა სცენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი აზრი ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა შე­ა­ფა­სოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, დარ­ღვე­ვე­ბი მო­ი­ცავს ბრალ­დე­ბებს ხმე­ბის მოს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს, მათ შო­რის თავ­დას­ხმებს და და­ში­ნე­ბის ენას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­მართ და მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვის­კენ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებს.

"თუმ­ცა, ჩა­რე­ვის ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ეხე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე მა­სობ­რივ თავ­დას­ხმებს, მათ შო­რის და­პი­რე­ბებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი დევ­ნა და აკ­რძალ­ვა, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სის­ტე­მურ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბა ხაზს უს­ვამს, რომ დარ­ღვე­ვე­ბის მას­შტა­ბი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი, ისე­ვე რო­გორც მკვეთ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ ეგ­ზიტ­პო­ლებ­სა და გა­მო­ცხა­დე­ბულ შე­დეგს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას და მათ სა­ბო­ლოო შე­დეგს.

"ეს დარ­ღვე­ვე­ბი არა­ერ­თმა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა. დარ­ღვე­ვე­ბის მას­შტა­ბი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი, ისე­ვე რო­გორც მკვეთ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ ეგ­ზიტ­პო­ლებ­სა და გა­მო­ცხა­დე­ბულ შე­დეგს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას და მათ სა­ბო­ლოო შე­დეგს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შე­დეგ­ზე უარი თქვა შე­დე­გის მი­ღე­ბა­ზე. ამ კონ­ტექ­სტში, ლი­ე­ტუ­ვას უჭირს ეს არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნე­ბად აღი­ა­როს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ხაზს უს­ვამს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს და ამ უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. უწყე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი­სა და მათ დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

ამას­თან, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მე­ტად სა­კა­მა­თო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბის გამო.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მომ­ხდა­რი დარ­ღვე­ვე­ბი კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ამ გზას. შე­დე­გებ­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ას და მის ლი­დე­რებს. გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა კი - გა­ყი­ნუ­ლი. უფრო მე­ტიც, შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

3 ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - როგორი პოზიცია აქვთ ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში?

3 ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე - როგორი პოზიცია აქვთ ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში?

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

  • უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი.

სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ. პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე.

„ამავდროულად, განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისასალმებელია ქართველი ხალხის დიდი ინტერესი ამ არჩევნების მიმართ - როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი მათი პროგრესისა და შედეგის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს მოსაზრება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს განხორციელებულ სერიოზულ დარღვევებზე, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ამომრჩეველთა დაშინებას.

„ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას გამოხატონ თავიანთი აზრი ყველა დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებზე. არჩევნების შედეგები ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარღვევები მოიცავს ბრალდებებს ხმების მოსყიდვის შესახებ, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის თავდასხმებს და დაშინების ენას დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიმართ და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ქმედებებს.

"თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება ეხება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მასობრივ თავდასხმებს, მათ შორის დაპირებებს, რომ არჩევნების შემდეგ განხორციელდება მათი დევნა და აკრძალვა, დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებას საარჩევნო კამპანიაში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს.

"ეს დარღვევები არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა დაარეგისტრირა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს. საქართველოს პრეზიდენტმა შედეგზე უარი თქვა შედეგის მიღებაზე. ამ კონტექსტში, ლიეტუვას უჭირს ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცული უნდა იყოს და ამ უფლებების შელახვის ნებისმიერი მცდელობა სრულიად მიუღებელია. უწყება არჩევნებისა და მათ დროს დაფიქსირებული ყველა დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მეტად საკამათო კანონმდებლობის მიღების გამო.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს. გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დარჩება და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება კი - გაყინული. უფრო მეტიც, შეფერხების გარეშე უნდა იქნას განხილული დამატებითი შემაკავებელი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: