მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას" - ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
"საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას" - ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის აშ­კა­რა გა­ყალ­ბე­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის მისი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მარ­კო მი­ხელ­სო­ნი პლატ­ფორ­მა X-ის პი­რად გვერ­დზე წერს.

“სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის აშ­კა­რა გა­ყალ­ბე­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის მისი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბას. არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ქვე­ყა­ნას არ შე­უძ­ლია ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ შე­უძ­ლია უკან, რუ­სეთ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა", - წერს ის.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კოს პირ­ვე­ლა­დი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლი­დე­რობს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის - გვა­რა­მია, მე­ლია, გირ­ჩი, დროა“, რო­მელ­მაც 11.176 % (201 275 ხმა) მი­ი­ღო."ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ - 9.847 % (177 349) მო­ი­პო­ვა; "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს - ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ - 8.998 % (162 056 ხმა) აქვს; "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - 8.222 % (148 077 );

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში 3111 უბ­ნი­დან მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვლი­ლია 2 251 უბან­ზე.

ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე აქ­ტი­ვო­ბამ 58.94% შე­ად­გი­ნა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2 060 412-მა ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო.

4 ოპო­ზი­ცი­უ­რი სუ­ბიქ­ტე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე გა­ა­კე­თეს "ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რებ­მა. "ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში" კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცეს­კო-ს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი აც­დე­ნი­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას" - ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

"საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას" - ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტება", - წერს ის.

ცნობისთვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.176 % (201 275 ხმა) მიიღო."ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9.847 % (177 349) მოიპოვა; "ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.998 % (162 056 ხმა) აქვს; "გახარია საქართველოსთვის" - 8.222 % (148 077 );

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრონულ არჩევნებში 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 251 უბანზე.

ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58.94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას.