პარტნიორები:
    ავტორი:

    "ვინ მოიყვანა ეს აქ, ვინ ხარ ბიჭო შენ" - როგორ უპასუხა ილია თოფურიამ რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვას (ვიდეო)

    "ვინ მოიყვანა ეს აქ, ვინ ხარ ბიჭო შენ" - როგორ უპასუხა ილია თოფურიამ რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვას (ვიდეო)

    UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ილიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა. ბრძოლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

    ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტის კითხვა კი პროვოკაციული იყო. ჟურნალისტმა ჰკითხა: "ილია, შენ თქვი, რომ თუ მახაჩევი ქუჩაში შეგხვდება, საავადმყოფო დასჭირდება. მაინტერესებს, ქუჩის ჩხუბის შესახებ რა იცი, როცა გერმანიაში დაიბადე და ესპანეთში გაიზარდე?"

    ილიას რეაქცია კითხვაზე ასეთი იყო:

    "ვინ მოიყვანა ეს აქ, ვინ ხარ ბიჭო შენ", - თქვა ილიამ.