"ილია თოფურიას მინდა მივულოცო დიდი გამარჯვება. ვულოცავ მთელ საქართველოს, ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ძალიან მაგარია... ვულოცავ ჩემს ქვეყანას ამ გამარჯვებებს!" - ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართველი მებრძოლის მორიგ ისტორიულ გამარჯვებას.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყო, დღის მთავარ ორთაბრძოლა კი ყველაზე გვიან გაიმართა.
ქართველმა მებრძოლმა “მატადორმა“ UFC-ს ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ მეტოქე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის საჩემპიონატო ქამარი დაიცვა.
ქართველი ჩემპიონის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს შორის იყვნენ სერხიო რამოსი, მისი პირველი მეტოქე - ალექსნდრ ვოლკანოვსკი, ოჯახის წევრები და სხვები.
ნახეთ ასევე: