პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ოპოზიციის გეგმა, მას შემდეგ რაც ცესკოს მონაცემები გამოქვეყნდა - "ქართული ოცნება” აუცილებლად აგებს პასუხს"
როგორია ოპოზიციის გეგმა, მას შემდეგ რაც ცესკოს მონაცემები გამოქვეყნდა - "ქართული ოცნება” აუცილებლად აგებს პასუხს"

ჩვენ მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ ვი­ღებთ და ჩვენ ამ მო­პა­რუ­ლი შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას არ ვა­პი­რებთ, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ერ­თო­ბა აპი­რებს ბრძო­ლას ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

“დღე­ვან­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბა და რჩე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბად, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ცეს­კომ შე­ას­რუ­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის ბინ­ძუ­რი დაკ­ვე­თა და გა­მო­ა­ცხა­დეს შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ ოლი­გარ­ქმა ივა­ნიშ­ვილ­მა ქარ­თველ ხალ­ხს გა­მარ­ჯვე­ბა მოჰ­პა­რა და ამით მოჰ­პა­რა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ჩვენ მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ ვი­ღებთ და ჩვენ ამ მო­პა­რუ­ლი შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. ის გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­პო­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, არ ეკუთ­ვნის რო­მე­ლი­მე ერთ პარ­ტი­ას, არა­მედ ეკუთ­ვნის მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას და ოპო­ზი­ცი­ას, რო­მელ­საც ერ­თობ­ლი­ვად მის­ცა ნდო­ბის მან­და­ტი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ რო­გორც არას­დროს, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად და არ შე­ვე­გუ­ე­ბით მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს”, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

  • ასე­ვე "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და თქვა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის აღი­ა­რე­ბა მო­უ­წევს.

“ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგს ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ, არ­ჩევ­ნე­ბი არის მო­პა­რუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია მოხ­და, ეს არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ავ­ტო­რი და ამა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” აგებს პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად იმ წე­სით, რო­გო­რი წე­სი­თაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მაგ­რამ ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბა, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” მო­უ­წევს ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის აღი­ა­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის ანა დო­ლი­ძის თქმით, კო­ა­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ხმა იყოს და­ცუ­ლი.

“პირ­და­პირ გე­ტყვით, ჩვენ ვართ გან­რის­ხე­ბუ­ლე­ბი იმით, რისი წარ­მოდ­გე­ნა და და­წე­რა გა­ბე­და ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ. შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ცოტა ხნის წინ, არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. სა­ყო­ველ­თაო და­ში­ნე­ბის, გა­ყალ­ბე­ბის, მოს­ყიდ­ვის ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ეს ციფ­რე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ და დღე­ვან­დელ არ­ჩე­ვანს. კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” აცხა­დებს, რომ ყო­ველ­სა­ა­თობ­რი­ვად იბ­რძვის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხმი­სა და­ნე­ბის და­სა­ცა­ვად. ჩვენ ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იმის­თვის, რომ და­ცუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორია ოპოზიციის გეგმა, მას შემდეგ რაც ცესკოს მონაცემები გამოქვეყნდა - "ქართული ოცნება” აუცილებლად აგებს პასუხს"

როგორია ოპოზიციის გეგმა, მას შემდეგ რაც ცესკოს მონაცემები გამოქვეყნდა - "ქართული ოცნება” აუცილებლად აგებს პასუხს"

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ერთობა აპირებს ბრძოლას ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.

“დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი.

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს, ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

  • ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს.

“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე “ქართული ოცნება” აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება”, - განაცხადა გვარამიამ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული.

“პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია “ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

წაიკითხეთ ასევე: