საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია თოფურიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა და ტიტული დაიცვა - მერაბ დვალიშვილის, სერხიო რამოსის, ოჯახის წევრების და ჯორჯინას ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ილია თოფურიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა და ტიტული დაიცვა - მერაბ დვალიშვილის, სერხიო რამოსის, ოჯახის წევრების და ჯორჯინას ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

26 ოქ­ტომ­ბერს აბუ-და­ბი­ში და­წყე­ბულ UFC 308-ზე ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის და­სა­ცა­ვად მაქს ჰო­ლო­უ­ე­ის და­უ­პი­რის­პირ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, დღის მთა­ვარ ორ­თაბ­რძო­ლა კი ყვე­ლა­ზე გვი­ან გა­ი­მარ­თა.

ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა “მა­ტა­დორ­მა“ UFC-ს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­იც­ვა.

ორ­თაბ­რძო­ლა­ში ილია თო­ფუ­რი­ამ მე­ტო­ქე მე­სა­მე რა­უნდში ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი გახ­და, რო­მელ­მაც UFC-ის სა­ჩემ­პი­ო­ნა­ტო ქა­მა­რი და­იც­ვა.

ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის იყ­ვნენ სერ­ხიო რა­მო­სი, მისი პირ­ვე­ლი მე­ტო­ქე - ალექ­სნდრ ვოლ­კა­ნოვ­სკი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვე­ბი.

“აბუ და­ბი­ში” ილი­ას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლიც ჩა­ვი­და (18-4), რო­მელ­მაც 15 სექ­ტემ­ბერს მე­ო­რე ქარ­თუ­ლი UFC-ის ქა­მა­რი მო­ი­პო­ვა.

მა­ნამ­დე, ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი არე­ნა­ზე თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და. ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ ის რინ­გამ­დე მი­ა­ცი­ლა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლის წინ, სა­დაც მას ტი­ტუ­ლი უნდა და­ეც­ვა, გა­მარ­ჯვე­ბა უსურ­ვა.

ამ ორი­ო­დე დღის წინ, ყუ­რა­დღე­ბა მაქს ჰო­ლო­უ­ე­ის კე­თილ­გან­წყო­ბამ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ილი­ას­თან ბრძო­ლის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი “მა­ტა­დო­რი” აცხა­დებ­და, რომ მაქს ჰო­ლო­ვეი (26-7) აქამ­დე არა­ვის “და­უ­ნო­კა­უ­ტე­ბია” და ის გახ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მაქ­სის გა­თიშ­ვას შეძ­ლებ­და.

ილია თო­ფუ­რი­ამ MMA-ს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკის და­მარ­ცხე­ბით მო­ი­პო­ვა. MMA-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 16 შეხ­ვედ­რი­დან ილია თო­ფუ­რი­ამ ყვე­ლა ბრძო­ლა მო­ი­გო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია ბოჭორიშვილი
0

სასწაული ხარ ილია!!!!!!!!!!!!1

tsiko
8

ჰა ეს ჟორიკ?

ილია უყვარს საქართველოს. წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ილია თოფურიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა და ტიტული დაიცვა - მერაბ დვალიშვილის, სერხიო რამოსის, ოჯახის წევრების და ჯორჯინას ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ილია თოფურიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა და ტიტული დაიცვა - მერაბ დვალიშვილის, სერხიო რამოსის, ოჯახის წევრების და ჯორჯინას ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

26 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაწყებულ UFC 308-ზე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყო, დღის მთავარ ორთაბრძოლა კი ყველაზე გვიან გაიმართა.

ქართველმა მებრძოლმა “მატადორმა“ UFC-ს ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ მეტოქე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის საჩემპიონატო ქამარი დაიცვა.

ქართველი ჩემპიონის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს შორის იყვნენ სერხიო რამოსი, მისი პირველი მეტოქე - ალექსნდრ ვოლკანოვსკი, ოჯახის წევრები და სხვები.

“აბუ დაბიში” ილიას საგულშემატკივროდ მერაბ დვალიშვილიც ჩავიდა (18-4), რომელმაც 15 სექტემბერს მეორე ქართული UFC-ის ქამარი მოიპოვა.

მანამდე, ქართველი ჩემპიონი არენაზე თავის მეუღლესთან ერთად მივიდა. ჯორჯინა უზკატეგუიმ ის რინგამდე მიაცილა და მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ, სადაც მას ტიტული უნდა დაეცვა, გამარჯვება უსურვა.

ამ ორიოდე დღის წინ, ყურადღება მაქს ჰოლოუეის კეთილგანწყობამ მიიქცია, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ილიასთან ბრძოლის გამო ბოდიში მოუხადა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი “მატადორი” აცხადებდა, რომ მაქს ჰოლოვეი (26-7) აქამდე არავის “დაუნოკაუტებია” და ის გახდებოდა პირველი მებრძოლი ისტორიაში, რომელიც მაქსის გათიშვას შეძლებდა.

ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.