მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ როგორ შეხვდა ეგზიტპოლის შედეგებს - მმართველი პარტიის მიმართვა სცენიდან და ოპოზიციის ემოციები (ფოტო/ვიდეო)
ვინ როგორ შეხვდა ეგზიტპოლის შედეგებს - მმართველი პარტიის მიმართვა სცენიდან და ოპოზიციის ემოციები (ფოტო/ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი დას­რულ­და. 20:00 სა­ათ­ზე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რა. ახლა უკვე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის დათ­ვლა იწყე­ბა.

  • სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­და - პარ­ლა­მენ­ტის 150-ვე მან­და­ტი პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის გა­ნა­წილ­დე­ბა, ვინც 5%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს.

ასე­ვე პირ­ვე­ლად, ეს ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს ხმის მი­ცე­მა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ეძ­ლო. ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 508 294-ს შე­ად­გენ­და.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბო­და და ეგ­ზიტ­პო­ლი ჩა­ა­ტა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "გორბმა", რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბი ასე გა­ნა­წილ­და:

  1. (#41) “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“(#5) - 56,1%“
  2. კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ - გვა­რა­მია, მე­ლია, გირ­ჩი, დროა(#9) 12,6%
  3. “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“(#4) - 11, 16%
  4. ლელო - 7%გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 4,8%
  5. გირ­ჩი -3 %
  6. პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - 2,2%
  7. სხვა და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბი 2,8%

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის შემ­დეგ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველს მი­მარ­თა.

„მო­გე­სალ­მე­ბით და დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ აქ შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად, ასე­თი ერ­თგუ­ლე­ბით მოგ­ვყვე­ბა უკვე მე­ო­თხე არ­ჩევ­ნე­ბია. იშ­ვი­ა­თია ასე­თი შემ­თხვე­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რომ ერთი და იგი­ვე პარ­ტია ასეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­წევ­დეს ასეთ წარ­მა­ტე­ბებს - ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნი­ჭი­ე­რე­ბის კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გარ­წმუ­ნებთ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უახ­ლო­ეს ოთხ წე­ლი­წად­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს”, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

სცე­ნი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც:

"პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი გუნდს. დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მხარ­დამ­ჭერს, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს. დიდი მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს. ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი დღე არ ყო­ფი­ლა იოლი, მაგ­რამ ბოლო 4 წელი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი იყო. ბევ­რი სირ­თუ­ლის გა­და­ტა­ნა მოგ­ვი­წია ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. რა თქმა უნდა, ვერ­ცერთ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დით, რომ არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დგო­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, მის მიერ არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ერ­თად. მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, გა­მოც­დილ და ბრძენ ხალ­ხს. მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის. ერ­თად დგო­მის­თვის. ამ გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი ავ­ტო­რი, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხია. ჩვე­ნი მი­ლი­ონ­ზე მეტი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და მხა­რი და­უ­ჭი­რა მშვი­დო­ბას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლად ნა­თელ და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. გი­ლო­ცავთ!“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ურ­მა კო­ა­ლი­ცი­ებ­მა Edison Research-ის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი აღ­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და.

  1. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ხალ­ხის ძალა - 40,9%
  2. კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის - 16.7%
  3. ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - 16,7%
  4. ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო - 10,3%
  5. გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - 8,2%
  6. გირ­ჩი - 2,3%
  7. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - 2%
  8. სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია - 2%
  9. სხვა - 0,9%

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რო მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ უმოკ­ლეს დრო­ში, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იქ­მნე­ბა პრო­ცე­სი, "ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის" ირ­გვლივ იმის­თვის, რომ მთავ­რო­ბა და­კომ­პლექტდეს.

"მოხ­და ის, რა­საც ვპ­როგ­ნო­ზი­რებ­დით მრა­ვა­ლი თვის, კვი­რის და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რი­სა და ძა­ლა­დო­ბი­სა გა­ი­მარ­ჯვა ევ­რო­პამ და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა! დღეს არ გა­ი­მარ­ჯვა რო­მე­ლი­მე ერ­თმა პარ­ტი­ამ, გა­ი­მარ­ჯვა ქვეყ­ნის ევ­რო­პულ­მა მო­მა­ვალ­მა, გა­ი­მარ­ჯვა ოპო­ზი­ცი­ამ და და­მარ­ცხდა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ივა­ნიშ­ვი­ლის დრო დას­რულ­და! ეს ჩვენ ვნა­ხეთ ეგ­ზიტ­პო­ლებ­ში, რო­მე­ლიც ახლა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ის­ტო­რი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ზე, კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ჩვენ, ამ ნდო­ბას, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ ხალ­ხის­გან ვე­პყრო­ბით დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. უმოკ­ლეს დრო­ში, სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი და­ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­იყ­ვანს ევ­რო­კავ­შირ­ში!“, - აღ­ნიშ­ნა ბო­კუ­ჩა­ვამ.

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ Edison Research-ის ეგ­ზიტ­პო­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ამომ­რჩე­ველს მი­უ­ლო­ცა.

„გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბას! ხალ­ხის ნება გა­მო­ხა­ტუ­ლია. ახლა ამ ნე­ბას სჭირ­დე­ბა დაც­ვა, საქ­მე ბო­ლომ­დე არის მი­საყ­ვა­ნი. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა ჩვენ წარ­მო­მად­გე­ნელს უბ­ნებ­ზე, რომ ბოლო წუ­თამ­დე და­იც­ვან ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბი. ეს საქ­მე ბო­ლომ­დე არის მი­საყ­ვა­ნი. კი­დევ ერთი, დღეს ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი და­ამ­თავ­რეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პე­რი­ო­დი, ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა, რო­მე­ლიც არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ და ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის­კენ, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ასა­შე­ნებ­ლად მი­მარ­თუ­ლი ძალა და ენერ­გია მუ­შა­ო­ბას იწყებს.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლომ­დე დამ­თავ­რდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კლეპ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, ამას წერ­ტი­ლი ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­უს­ვა. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ!“, - გა­ნა­ცხად ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ვინ როგორ შეხვდა ეგზიტპოლის შედეგებს - მმართველი პარტიის მიმართვა სცენიდან და ოპოზიციის ემოციები (ფოტო/ვიდეო)

ვინ როგორ შეხვდა ეგზიტპოლის შედეგებს - მმართველი პარტიის მიმართვა სცენიდან და ოპოზიციის ემოციები (ფოტო/ვიდეო)

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე არჩევნების შედეგების დათვლა იწყება.

  • საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეეძლო. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

საარჩევნო უბნების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ეგზიტპოლის შედეგები.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საპარლამენტო არჩევნებს არჩევნებს აკვირდებოდა და ეგზიტპოლი ჩაატარა საერთაშორისო კომპანია "გორბმა", რომლის შედეგების მიხედვითაც პროპორციული არჩევანის მიხედვით, ამომრჩევლის ხმები ასე განაწილდა:

  1. (#41) “ქართული ოცნება“(#5) - 56,1%“
  2. კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა(#9) 12,6%
  3. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“(#4) - 11, 16%
  4. ლელო - 7%გახარია საქართველოსთვის 4,8%
  5. გირჩი -3 %
  6. პატრიოტთა ალიანსი - 2,2%
  7. სხვა დანარჩენი პარტიები 2,8%

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა.

„მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს - ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, - განაცხადა ივანიშვილმა.

სცენიდან მოქალაქეებს მიმართა პრემიერ-მინისტრმაც:

"პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი მაინც განსაკუთრებულად რთული იყო. ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა ხელისუფლებასთან ერთად, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა თანადგომისთვის. ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ!“,- განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციურმა კოალიციებმა Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები აღნიშნეს, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.

  1. ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 40,9%
  2. კოალიცია ცვლილებისთვის - 16.7%
  3. ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%
  4. ძლიერი საქართველო - 10,3%
  5. გახარია - საქართველოსთვის - 8,2%
  6. გირჩი - 2,3%
  7. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 2%
  8. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  9. სხვა - 0,9%

"ნაციონალურო მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, "ქართული ქარტიის" ირგვლივ იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს.

"მოხდა ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, კვირის და დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა! ეს ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ, ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ხალხისგან ვეპყრობით დიდი პასუხისმგებლობით. უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში!“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ ამომრჩეველს მიულოცა.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს.

რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“, - განაცხად ხაზარაძემ.