Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, "დუბინკები" გამოიყენეს, კლინიკაშია გადაყვანილი" - ბეჟაშვილი
"ჩვენს წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, "დუბინკები" გამოიყენეს, კლინიკაშია გადაყვანილი" - ბეჟაშვილი

პო­ლი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბაა. მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს: თუ მას მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა შერ­ჩე­ნია, გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლა­დო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 112 სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა უბ­ნი­დან შე­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და პო­ლი­ცია არ რე­ა­გი­რებს.

“პო­ლი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბაა. მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს: თუ მას მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა შერ­ჩე­ნია, გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლა­დო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. ეს არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, ეს არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. პო­ლი­ცი­ას და მი­ნისტრს უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს რომ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

ხე­დავთ ის­ნის უბან­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რო­გორ ებ­ლა­ტა­ვე­ბი­ან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. ისი­ნი კი ებო­დი­შე­ბი­ან "მას­კი­ან“, კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს. ეს არის პო­ლი­ცი­ის სა­ვა­ლა­ლო სახე. გო­მე­ლა­ურ­მა კონ­კრე­ტუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი გას­ცეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. ჩვენ ვნა­ხეთ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა, სა­დაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ტუ­რე­ბი­ვით ეს­ხმი­ან თავს ახალ­გაზ­რდა დამ­კვირ­ვებ­ლებს, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. მათი სა­ხე­ლე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. პო­ლი­ცია ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­კა­ვოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად 112 სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს. ყვე­ლა უბ­ნი­დან შე­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, არ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი არ რე­ა­გი­რებს. ისი­ნი ებ­რძვი­ან ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისან­ში, ჩვე­ნი ოლ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ, რო­მელ­მაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ი­ღო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­უგ­ზავ­ნა პო­ლი­ცი­ას, პო­ლი­ცი­ამ შე­იყ­ვა­ნა ქვე­და­ნა­ყოფ­ში, დღემ­დე არ უშ­ვე­ბენ. წარ­მო­მად­გენ­ლის გა­რე­შე ვართ. მო­ვი­თხოვთ ის­ნის პო­ლი­ცი­ის­გან მის გა­მოშ­ვე­ბას, რათა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ისან­ში ვხე­დავთ, რომ ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელ მა­რი­ამ დო­ლი­ძე­ზე ორ­ჯერ მოხ­და თავ­დას­ხმა, "დუ­ბინ­კე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნეს მე­ო­რედ და ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სახე. ასე­ვე, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მოხ­და ყვა­რელ­ში, მე-11 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სა­დაც ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ესხნენ თავს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი. ასე­ვე რუს­თავ­ში მე-14 უბან­ზე, არა­ფორ­მა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი არ აძ­ლე­ვენ ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელს უფ­ლე­ბას, რომ პრო­ცე­სებს და­აკ­ვირ­დეს. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად“, - აღ­ნიშ­ნა ბეჟაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აგო­ნი­ა­შია, ვი­ნა­ი­დან მა­თი­ვე წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებს აგებს.

„ის ძა­ლა­დო­ბა და თავ­დას­ხმე­ბი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით, მე­ტყვე­ლებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებს აგებს“, - აღ­ნიშ­ნა ბეჟაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ჩვენს წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, "დუბინკები" გამოიყენეს, კლინიკაშია გადაყვანილი" - ბეჟაშვილი

"ჩვენს წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, "დუბინკები" გამოიყენეს, კლინიკაშია გადაყვანილი" - ბეჟაშვილი

პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 112 საქართველოში არ მუშაობს, ვინაიდან ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე და პოლიცია არ რეაგირებს.

“პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე. ეს არ არის თავისუფალი საარჩევნო გარემო, ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო გარემო. პოლიციას და მინისტრს უპირველესი პასუხისმგებლობა აქვს რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ხედავთ ისნის უბანზე მომხდარ შემთხვევას, როგორ ებლატავებიან ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პოლიციას კანონიერების დაცვისკენ მოუწოდებს. ისინი კი ებოდიშებიან "მასკიან“, კრიმინალურ ჯგუფებს. ეს არის პოლიციის სავალალო სახე. გომელაურმა კონკრეტული ბრძანებები გასცეს ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვნახეთ გლდანში მომხდარი ძალადობა, სადაც ორგანიზებული ჯგუფები ტურებივით ესხმიან თავს ახალგაზრდა დამკვირვებლებს, მათზე ძალადობენ. მათი სახელები იდენტიფიცირებულია. პოლიცია ვალდებულია დააკავოს ეს ადამიანები. პრაქტიკულად 112 საქართველოში არ მუშაობს. ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე, არცერთი პოლიციელი არ რეაგირებს. ისინი ებრძვიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისანში, ჩვენი ოლქის წარმომადგენელმა, სალომე კაპანაძემ, რომელმაც შეიარაღებული პირები გადაიღო და ვიდეო მტკიცებულება გაუგზავნა პოლიციას, პოლიციამ შეიყვანა ქვედანაყოფში, დღემდე არ უშვებენ. წარმომადგენლის გარეშე ვართ. მოვითხოვთ ისნის პოლიციისგან მის გამოშვებას, რათა უფლებამოსილება განახორციელოს. ისანში ვხედავთ, რომ ჩვენს წარმომადგენელ მარიამ დოლიძეზე ორჯერ მოხდა თავდასხმა, "დუბინკები" გამოიყენეს მეორედ და ის კლინიკაშია გადაყვანილი. ეს არის “ქართული ოცნების” სახე. ასევე, ფიზიკური ძალადობა მოხდა ყვარელში, მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს დაესხნენ თავს “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფები. ასევე რუსთავში მე-14 უბანზე, არაფორმალური ჯგუფები არ აძლევენ ჩვენს წარმომადგენელს უფლებას, რომ პროცესებს დააკვირდეს. მთელ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ აგონიაშია, ვინაიდან მათივე წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.

„ის ძალადობა და თავდასხმები, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ არის განხორციელებული “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან მიმართებით, მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: