სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა - “მათ ეზოში სასტიკად იძალადეს...“
გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა - “მათ ეზოში სასტიკად იძალადეს...“

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თო­ბის“ დამ­კვირ­ვებ­ლის, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყი­ზი­ლა­ჯლოს 74-ე უბან­ზე ე.წ. წი­წა­კის სპრეი მან გა­უშ­ვა

რო­გორც მუმ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მას სარ­ჩევ­ნო უბან­ზე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და სპრეი თავ­დაც­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

“დამ­კვირ­ვე­ბელ თი­ნა­თინ ნო­ზა­ძე­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, უბ­ნი­დან აგ­დებ­დნენ. როცა გა­სარ­კვე­ვად მი­ვე­დით, აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­გის­ტრა­ტო­რებ­ზე უკა­ნა მხრი­დან დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ყი­ზი­ლა­ჯლოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა საკ­რე­ბუ­ლო­ში, ჯე­იჰუნ ჩო­ი­და­როვ­მა ჯგუ­ფი და­ა­ორ­გა­ნი­ზა, მათ უბან­ზე, სა­დაც კენ­ჭისყრა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, და­მარ­ტყეს.

  • სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მე­ო­რე ოთახ­ში 20-მდე ადა­მი­ან­მა მოგ­ვიმ­წყვდია, მე პი­რა­დად, გა­ზის სპრეი მქონ­და, თავი და­ვი­ცა­ვი და ეს ხალ­ხი მო­ვი­გე­რიე. ამ ხალ­ხის თავ­დას­ხმის შემ­დეგ სპრეი გა­მო­ვი­ყე­ნე, კად­რებ­შიც ჩანს ჩემ­ზე თავ­დას­ხმა. მათ ეზო­ში სას­ტი­კად იძა­ლა­დეს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე­ზე, დამ­კვირ­ვებ­ლებ­ზე",- გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დი­ლის სა­ა­თებ­ში, მარ­ნე­ულ­ში ორ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 74-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ცე­მია სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი.

რო­გორც აქ­ტი­ვის­ტი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე აცხა­დებს, მათ თავს 20-30 მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა.

“პირ­ვე­ლი და­მარ­ტყეს მე. 3-4 ადა­მი­ა­ნი და­მე­სია, გა­მო­ვე­დი უბ­ნი­დან და აპი­რებ­დნენ ჩემს ძირს დაგ­დე­ბას.გა­მო­ვე­დით თუ არა, ასეთ დღე­ში ჩა­ვარ­და ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. დაგ­ვე­სია 20-30 ადა­მი­ა­ნი. უნ­დო­დათ ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა და ეს იყო ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმა ჩვენ­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა - “მათ ეზოში სასტიკად იძალადეს...“

გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა - “მათ ეზოში სასტიკად იძალადეს...“

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ერთობის“ დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა

როგორც მუმლაძე განმარტავს, მას სარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და სპრეი თავდაცვისთვის გამოიყენა.

“დამკვირვებელ თინათინ ნოზაძეზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, უბნიდან აგდებდნენ. როცა გასარკვევად მივედით, აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორებზე უკანა მხრიდან დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ. ყიზილაჯლოს “ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ჯეიჰუნ ჩოიდაროვმა ჯგუფი დააორგანიზა, მათ უბანზე, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობდა, დამარტყეს.

  • საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მეორე ოთახში 20-მდე ადამიანმა მოგვიმწყვდია, მე პირადად, გაზის სპრეი მქონდა, თავი დავიცავი და ეს ხალხი მოვიგერიე. ამ ხალხის თავდასხმის შემდეგ სპრეი გამოვიყენე, კადრებშიც ჩანს ჩემზე თავდასხმა. მათ ეზოში სასტიკად იძალადეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე, დამკვირვებლებზე",- განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ დილის საათებში, მარნეულში ორ საარჩევნო უბანზე დაძაბული სიტუაცია იყო.

არსებული ინფორმაციით, 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ნაცემია საარჩევნო უბანში მყოფი მამაკაცი.

როგორც აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, მათ თავს 20-30 მამაკაცი დაესხა.

“პირველი დამარტყეს მე. 3-4 ადამიანი დამესია, გამოვედი უბნიდან და აპირებდნენ ჩემს ძირს დაგდებას.გამოვედით თუ არა, ასეთ დღეში ჩავარდა ჩვენი ოპოზიციის პარტიის თავმჯდომარე. დაგვესია 20-30 ადამიანი. უნდოდათ ჩვენი ფიზიკური განადგურება. ეს არის კატასტროფა და ეს იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენზე,“ - განაცხადა მუმლაძემ.

იხილეთ ასევე: