მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში საკუთარი არჩევანი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა - რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის დარღვევებზე?
საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში საკუთარი არჩევანი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა - რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის დარღვევებზე?

10:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 324 197 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 9.27%-ს შე­ად­გენს, - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა, ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრესს­პი­კე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ფიქ­სირ­და ერთი ამომ­რჩევ­ლის­თვის 2 ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი, თუმ­ცა ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ი­ღებს 2 ბი­უ­ლე­ტენს ერ­თდრო­უ­ლად

იო­სე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ხდე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა აპა­რა­ტის მიერ ორი ბი­უ­ლე­ტე­ნის ერ­თად მი­ღე­ბის ფაქ­ტი.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ნაგ­რძობს ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას კენ­ჭისყ­რის დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ დრო­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ პარ­ტი­ე­ბის, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­იც­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ნუ ჩა­ე­რე­ვი­ან კო­მი­სი­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ში და ხელი შე­უ­წყონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბას. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უნდა და­იც­ვან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის დად­გე­ნი­ლი წესი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ მე­ქა­ნიზ­მებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს უბან­ზე ერ­თდრო­უ­ლად ჰყავ­დეს მხო­ლოდ 1 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა, ახ­ლდეთ თარ­ჯი­მა­ნი, მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს - 1 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

  • გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ფიქ­სირ­და ერთი ამომ­რჩევ­ლის­თვის 2 ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი. გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ი­ღებს 2 ბი­უ­ლე­ტენს ერ­თდრო­უ­ლად. ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ხდე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა აპა­რა­ტის მიერ ორი ბი­უ­ლე­ტე­ნის ერ­თად მი­ღე­ბის ფაქ­ტი.

ასე­ვე და­ფიქ­სირ­და ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ღე­ბის და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის ფაქ­ტი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში იკ­რძა­ლე­ბა ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ვთხოვთ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს ნუ წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას.

გა­გაც­ნობთ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 10:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით. ამ დრო­ი­სათ­ვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 324 197 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 9.27%-ს შე­ად­გენს.

იმ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თა­ვად ვერ მი­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბი უკვე გა­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც გა­დი­ან მარ­კი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მის­ცე­მენ ხმას.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იკ­რძა­ლე­ბა აგი­ტა­ცია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

ასე­ვე, 20:00 სა­ა­თამ­დე იკ­რძა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფა­სი­ა­ნი ან/და უფა­სო რეკ­ლა­მა. ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში საკუთარი არჩევანი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა - რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის დარღვევებზე?

საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში საკუთარი არჩევანი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა - რა ხდება ცნობილი ამ დროისთვის დარღვევებზე?

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად

იოსელიანის განმარტებით, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა, ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

  • გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, - განაცხადა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ასევე: