მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ფოტოები საარჩევნო უბნებიდან, სადაც ხმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მისცეს - ვინ ვისთან ერთად მივიდა და რა განცხადებები გააკეთეს ადგილზე
პირველი ფოტოები საარჩევნო უბნებიდან, სადაც ხმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მისცეს - ვინ ვისთან ერთად მივიდა და რა განცხადებები გააკეთეს ადგილზე
  • ფო­ტო­ე­ბო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღეს, 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს ირ­ჩევს. ამომ­რჩევ­ლებ­მა ხმის მი­ცე­მა ამ წუ­თებ­ში, 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყეს.

პირ­ვე­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა - პარ­ლა­მენ­ტის 150-ვე მან­და­ტი პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის გა­ნა­წილ­დე­ბა, ვინც 5%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს.

ასე­ვე პირ­ვე­ლად, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 90% ხმას ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მის­ცემს.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა, პრე­ზი­დენ­ტია. მან ხმა 67-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცა. რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მან ხმა მის­ცა ახალ სა­ქარ­თვე­ლოს.

"მთელს სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე, რო­მე­ლიც არის დღე ბედ­ნი­ე­რი. მე ხმა მი­ვე­ცი არა ვის, არა­მედ რას, ამ­ჯე­რად. ხმა მი­ვე­ცი ახალ სა­ქარ­თვე­ლოს, იმ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ­ლის გუ­ლის­თვი­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში 22 წლის წინ ჩა­მო­ვე­დი, რო­მელ­ზეც ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ. მე მი­ვე­ცი ხმა იმ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­ზეც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლო­ცუ­ლობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ღა­მოს ჩვენ ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. და­მარ­ცხე­ბუ­ლი არა­ვინ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­ი­მარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლო!“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასე­ვე არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას სთა­ვა­ზობს.

"დღეს კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ სა­კუ­თარ თავს, რომ ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი, რე­ფე­რენ­დუ­მის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც კი­დევ ერთხელ, სა­ბო­ლო­ოდ, უნდა გა­და­წყდეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის;

ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ამო­რა­ლურ პრო­პა­გან­და­სა და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის; ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ბნელ წარ­სულ­სა და ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს შო­რის. თქვენ ხე­დავთ, რომ არის ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ერთი მხა­რე გვთა­ვა­ზობს იმ ყვე­ლა­ფერს, რაც უნდა დავ­ტო­ვოთ წარ­სულ­ში და ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის მე-7 ნო­მერ­მა, ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ. მან არ­ჩე­ვა­ნი სა­ჩხე­რე­ში, სო­ფელ სხვი­ტორ­ში და­ა­ფიქ­სი­რა.

ტა­ლა­ხა­ძის თქმით, ხმა მის­ცა, მშვი­დო­ბას, ერ­თო­ბას და ქვეყ­ნის ევ­რო­პის­კენ სვლას. ტა­ლა­ხა­ძემ ამომ­რჩევ­ლებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და. მისი თქმით, ქუდ­ზე კაცი უნდა გა­მო­ვი­დეს და და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი.

"დღეს ჩემს მშობ­ლი­ურ სა­ჩხე­რე­ში და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი აზრი და რა თქმა უნდა, ხმა მი­ვე­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბას, ერ­თო­ბას, ჩვენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის კე­თილ მო­მა­ვალს. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დო ვი­აქ­ტი­უ­როთ. ქუდ­ზე კაცი - ყვე­ლა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი ხმა. წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენს ღირ­სე­ულ მო­მა­ვალს. წინ და წინ, ევ­რო­პის­კენ! ყვე­ლა­ფე­რი წე­სე­ბის დაც­ვი­თაა. პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. ზოგ ადა­მი­ანს ჰგო­ნია, რომ რა­ი­მე რთუ­ლა­დაა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოხ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და რო­დე­საც ად­გილ­ზე მიბ­რძან­დე­ბით, დარ­წმუნ­დე­ბით, რომ თქვე­ნი ხმა და­ცუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.

"გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. მან ხმა 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცა. გა­ხა­რია სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ.

"დღეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ვთხო­ვო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. თქვენ უნდა იცო­დეთ, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გებს, თუ ვის მი­ე­ცით ხმა. რაც მთა­ვა­რია ყვე­ლამ ხმა უნდა მივ­ცეთ ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბას ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას, იმი­ტომ, რომ ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი, ეს არის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და შვი­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა. სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ის მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და. მან მო­ქა­ლა­ქე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­პის­კენ სვლას, კე­თილ­დღე­ო­ბას ევ­რო­პა­ში. რაც მთა­ვა­რია, უარი ვუ­თხა­რი ამ ქვეყ­ნის იზო­ლა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს დიდი პერ­სპექ­ტი­ვა. მინ­და ყვე­ლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ვუ­თხრა, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე არის გა­დამ­წყვე­ტი, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს შემ­დეგ ათწლე­უ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებთ ჩვენ. ამი­ტომ ყვე­ლას გთხოვთ, მი­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი დიდი პერ­სპექ­ტი­ვა მო­ვი­პო­ვოთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ. სა­ქარ­თვე­ლო არის ღირ­სე­ულ ადა­მი­ან­თა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი და სა­ღა­მოს დიდ გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ ყვე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პირველი ფოტოები საარჩევნო უბნებიდან, სადაც ხმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მისცეს - ვინ ვისთან ერთად მივიდა და რა განცხადებები გააკეთეს ადგილზე

პირველი ფოტოები საარჩევნო უბნებიდან, სადაც ხმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მისცეს - ვინ ვისთან ერთად მივიდა და რა განცხადებები გააკეთეს ადგილზე
  • ფოტოებო: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევანი დააფიქსირა, პრეზიდენტია. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს.

"მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე არჩევანი დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას სთავაზობს.

"დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის;

ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის; ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ყველა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი. ჩვენი მოქალაქეებისგან ველოდებით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკუთარი არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-7 ნომერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ. მან არჩევანი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დააფიქსირა.

ტალახაძის თქმით, ხმა მისცა, მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას. ტალახაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

"დღეს ჩემს მშობლიურ საჩხერეში დავაფიქსირე ჩემი აზრი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას, ჩვენ და ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო ვიაქტიუროთ. ქუდზე კაცი - ყველა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. წარმატებები საქართველოს და ჩვენს ღირსეულ მომავალს. წინ და წინ, ევროპისკენ! ყველაფერი წესების დაცვითაა. პროცედურა ძალიან ადვილია. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ რაიმე რთულადაა და შესაძლებელია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. ყველაფერი კარგადაა და როდესაც ადგილზე მიბრძანდებით, დარწმუნდებით, რომ თქვენი ხმა დაცულია“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

"გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი”, - განაცხადა გახარიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. მან მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში. რაც მთავარია, უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, თანამემამულეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ათწლეულებს საქართველოში, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ. ამიტომ ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალური აქტიურობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ აბსოლუტურად ყველამ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველა“, - განაცხადა ვაშაძემ.