პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ლაშა ჟვანია" - სამადაშვილი
"შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ლაშა ჟვანია" - სამადაშვილი

შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის­რა­ელ­ში, სა­დაც ერ­თა­დერ­თი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გა­იხ­სნა, ცდი­ლო­ბენ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 2 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს წა­არ­თვან - ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ამ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი ის­რა­ელ­ში, ლაშა ჟვა­ნია, - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­გეგ­მი­ლია, რომ კო­მი­სი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის დღეს არ აპი­რე­ბენ გა­მო­ცხად­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

  • სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლას, ვინც დღეს ან ხვალ შე­ეც­დე­ბა, რომ ხელი შე­უ­შა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბე­ბი, პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა.

„ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბამ­დე სულ რა­ღაც 30 სა­ა­თი დარ­ჩა. ცხა­დია, რომ ხვალ ის­ტო­რი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე ხალ­ხი აკე­თებს არ­ჩე­ვანს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის, ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ეს იცის რუ­სულ­მა რე­ჟიმ­მა, რო­მე­ლიც დღეს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის უკა­ნას­კნელ სა­ა­თებს ით­ვლის. მაგ­რამ რე­ჟი­მი არ ნებ­დე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით, მათ შო­რის, კო­მი­კუ­რად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მცდე­ლო­ბით ცდი­ლობს, რომ ხელი შე­უ­შა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას იქ, სა­დაც ზუს­ტად იცის, რომ არ­ჩევ­ნებს პირ­წმინ­დად აგებს. ეს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, არის ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი, მშრო­მე­ლი ემიგ­რა­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბად აქ­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და დღეს ცდი­ლო­ბენ, რომ ამ ხალ­ხს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა წა­არ­თვან.

ჩვენ­თან შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის­რა­ელ­ში, სა­დაც ერ­თა­დერ­თი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი გა­იხ­სნა, ცდი­ლო­ბენ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 2 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს წა­არ­თვან, ვინც ამ უბან­ზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეს ხდე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­ბო­ტა­ჟის გზით, რო­დე­საც კო­მი­სი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპი­რე­ბენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს არ აპი­რე­ბენ გა­მო­ცხად­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ამ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი ის­რა­ელ­ში, ლაშა ჟვა­ნია. მე მინ­და შე­ვახ­სე­ნო მას და ყვე­ლა სხვას, რომ სა­ბო­ტა­ჟი და არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლის­შეშ­ლა არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. ამ ქვე­ყა­ნას 27 ოქ­ტომ­ბრი­დან ეყო­ლე­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ და­აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, არა­მედ და­აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა ყვე­ლას, ვინც დღეს ან ხვალ შე­ეც­დე­ბა, რომ ხელი შე­უ­შა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძემ გან­მარ­ტა, მათ­თვის ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რა­მად-გა­ნის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რემ, ზაზა სო­ხა­ნე­იშ­ვილ­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, თუმ­ცა მო­ად­გი­ლე, მდი­ვა­ნი და კი­დევ ერთი წევ­რი არ აპი­რე­ბენ ხვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლას, რაც ის­რა­ელ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას საფრ­თხეს უქ­მნის.

„სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია შედ­გე­ბა 17 წევ­რის­გან და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს 9 წევ­რი მა­ინც უნდა გა­მო­ცხად­დეს იმის­თვის, რომ კო­მი­სია საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გეს. ცეს­კოს 11 სექ­ტემ­ბრის 50-ე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, თუ 9 წევ­რს ჩა­მოს­ცდე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბულ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­იქ­მნე­ბა სპეც. ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს არ­ჩევ­ნებს, ოღონდ ეს სპეც. ჯგუ­ფი უნდა იყოს 7 წევ­რის­გან მა­ინც შემ­დგა­რი. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რა­მად-გა­ნის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რემ, ზაზა სო­ხა­ნე­იშ­ვილ­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ად­გი­ლე, მდი­ვა­ნი და კი­დევ ერთი წევ­რი არ აპი­რე­ბენ ხვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლას, რაც საფრ­თხეს უქ­მნის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ის­რა­ელ­ში“, - გა­ნა­ცხა­და სი­ო­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ლაშა ჟვანია" - სამადაშვილი

"შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ლაშა ჟვანია" - სამადაშვილი

შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია, რომ კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.

  • სამადაშვილის თქმით, ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები, პასუხი მოეთხოვება.

„ქართველი ხალხის გამარჯვებამდე სულ რაღაც 30 საათი დარჩა. ცხადია, რომ ხვალ ისტორიულ არჩევნებზე ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლის, ძლიერი ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ეს იცის რუსულმა რეჟიმმა, რომელიც დღეს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ საათებს ითვლის. მაგრამ რეჟიმი არ ნებდება და ყველანაირი გზით, მათ შორის, კომიკურად სასოწარკვეთილი მცდელობით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების გამოხატვას იქ, სადაც ზუსტად იცის, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელოვანი, მშრომელი ემიგრაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან ლტოლვილებად აქცია ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ცდილობენ, რომ ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვან.

ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელისშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განმარტა, მათთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამად-განის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ზაზა სოხანეიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა მოადგილე, მდივანი და კიდევ ერთი წევრი არ აპირებენ ხვალ არჩევნებზე მისვლას, რაც ისრაელში არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

„საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს იმისთვის, რომ კომისია საქმიანობას შეუდგეს. ცესკოს 11 სექტემბრის 50-ე დადგენილების თანახმად, თუ 9 წევრს ჩამოსცდება გამოცხადებულ წევრთა რაოდენობა, შეიქმნება სპეც. ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს, ოღონდ ეს სპეც. ჯგუფი უნდა იყოს 7 წევრისგან მაინც შემდგარი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამად-განის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ზაზა სოხანეიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მოადგილე, მდივანი და კიდევ ერთი წევრი არ აპირებენ ხვალ არჩევნებზე მისვლას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების ჩატარებას ისრაელში“, - განაცხადა სიორიძემ.