„პალიტრა L-ი“ იუბილეს ტრადიციულად მკითხველთან ერთად აღნიშნავს. 30 ოქტომბერს გამომცემლობას 19 წელი უსრულდება და სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 30-31 ოქტომბერს განსაკუთრებულ სიურპრიზებს გთავაზობთ.
გამომცემლობა 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.
„პალიტრა L-ი“ აქტიურად თარგმნის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას. მიმდინარე წლის განმავლობაში ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა აგათა კრისტის რამდენიმე დეტექტივი, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ და სხვა კლასიკად ქცეული ნაწარმოებები. ასევე, წელს გამომცემლობამ შექმნა ისეთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი, როგორიცაა „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. პარალელურად გრძელდება ახალი ავტორების აღმოჩენისა და მათი მხარდაჭერის პროცესი პროექტით „გახდი ბესტსელერის ავტორი“, მუდმივად ახლდება საბავშვო და პროფესიული ლიტერატურის გამოცემები და სხვა.
გააგრძელე 19-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი „პალიტრა L-თან“ ერთად, ჩაინიშნე 30-31 ოქტომბერი და არ გამოტოვო სიურპრიზები!
R