დიზაინერი ზალიკო ბერგერი ამბობს, რომ წუხელ კლუბიდან გამოაგდეს. ამის შესახებ ბერგერი ინსტაგრამ "სთორიში" გავრცელებულ ვიდეოში ჰყვება.
როგორც ამბობს, მიზეზი ის დაასახელეს კლუბში, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. როგორც ირკვევა, ბერგერი "ბასიანიდან" გამოაგდეს. ის ვიდეომიმართვაში ახსენებს ნაჯას, სავარაუდოდ ნაჯა ორაშვილს, კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთ დამფუძნებელს.
"გამომაგდეს კლუბიდან, "ქოციაო", ვაიმე, რა ღადაობაა. რანაირად, ვინმეს სჯერა მაგის? ძალიან კომედიაა. მე "ქოცი" ვარ არ მინდა 14 მილიარდი და ევროპა? ვიღაცებს რაღაცები ეჩვენებათ. ძალიან კომედიაა.. რაც მთავარია, დაცვა იყო ჯიგარი... ნაჯამ თქვაო არ გააგდოთო, შემდეგ მოვიდა დაცვა, მენეჯერს უნდა დალაპარაკებაო, რა ეგონათ?... თქვენ რატომ გგონიათ თავი ჩემზე უკეთესი? " - ჰყვება ბერგერი ვიდეომიმართვაში.