ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს ეს პროექტი“! - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ჯერ კიდევ ხელშეკრულების დეტალებს აზუსტებს და შეთანხმება არ გაფორმებულა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკამ ხაზარაძემ, კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელების გზებზე, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს.
„ამით გადავწყვეტთ ორ საკითხს - ეს თანხა არ დააწვება ბიუჯეტს, იმიტომ, რომ ბიუჯეტს სხვა გამოწვევები აქვს და ეს თანხა იქნება იმ ხალხის მიერ მოგროვილი და შეტანილი, რომლებიც ამავე დროს გახდებიან ანაკლიის პორტის აქციონერები. ამიტომ დამერწმუნეთ, ამ მიდგომით ანაკლიის პორტს ჩვენ დავასრულებთ ორ წელიწადში, პირველ გემს ჩვენ მივიღებთ 2026-ში“- განაცხადა ხაზარაძემ.
-ბატონო მამუკა, რა თანხაა დღეს საჭირო იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის პირველი ეტაპი დასრულდეს? და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების მობილიზება?
- სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აპირებს პორტის ბიუჯეტის ფულით აშენებას. დღეს ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობას არა 600 მილიონი დოლარი, არამედ 850-900 მილიონი დოლარი სჭირდება, რადგან ფასები ბოლო 4-5 წელიწადში დრამატულად არის გაზრდილი. ეს თანხები ბიუჯეტს არ გააჩნია და როგორც გაირკვა, არც ინვესტორი ჰყავთ - ორიოდე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორ ChinaCommunications Construction Company Limited-თან, რომლის იმედადაც იყვნენ, კონტრაქტი არ ფორმდება. ეს ნიშნავს, რომ დღეს ანაკლიის პორტის და პროექტის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია.
-თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქციების ფლობის უფლება უნდა ჰქონდეთ. როგორ უნდა მოხდეს ეს და რა სარგებელს მოუტანს ეს თითოეულ მოქალაქეს?
- ჩვენი შეთავაზება მაშინაც და ახლაც იგივეა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში აქციონერებად უნდა მოვიწვიოთ საქართველოს მოქალაქეები და მივცეთ მათ უფლება, გახდნენ პორტის მესაკუთრეები. ჩვენი ეკონომიკის გაცოცხლების ერთ-ერთი გზაა, როცა სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი - მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი თუ საჯარო მოხელე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირ იქნება ჩართული.
ეს არის მომგებიანი პროექტი და ინვესტიცია იქნება საინტერესო ყველა მოქალაქისთვის, რადგან აქციის ღირებულება კარგ პროექტებში მუდმივად იზრდება. ამასთანავე, აქციას აქვს ის თვისება, რომ დივიდენდი ერიცხება. ამავე დროს, იქნება პრესტიჟული, რადგან მოქალაქეები მიიღებენ „საუკუნის პროექტში“ მონაწილეობას. ამის განმეორება შემდეგ შეიძლება სხვა სახელმწიფო ტიპის კომპანიებსა და მსხვილ პროექტებშიც...წაიკითხეთ სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"