ავტორი:

"რა არის ყველაზე სასიამოვნო რამ, რისი თქმაც დონალდ ტრამპზე შეგიძლიათ?" - კითხვა ტიმ უოლცს, რომლის პასუხსაც სახალისო რეაქციები მოჰყვა

"რა არის ყველაზე სასიამოვნო რამ, რისი თქმაც დონალდ ტრამპზე შეგიძლიათ?" - კითხვა ტიმ უოლცს, რომლის პასუხსაც სახალისო რეაქციები მოჰყვა

აშშ-ში, "დემოკრატების" ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ტიმ უოლცი The View-ს სტუმარი იყო და ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს ერთ-ერთი ნაწილი სწრაფ კითხვა-პასუხს გულისხმობდა.

ბლიც კითხვებიდან ერთ ერთი ასეთი იყო: "რას ურჩევდით ჯეი დი ვანსს?" ("რესპუბლიკელების" ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი).

კითხვას უოლცმა ასე უპასუხა: "უბრალოდ, შოკოლადის დონატი შეუკვეთე და არაფერი დაამატო."

კიდევ ერთი კითხვა დონალდ ტრამპს ეხებოდა. ბლიც ინტერვიუს დროს, ტიმ უოლცს ჰკითხეს, "რა არის ყველაზე სასიამოვნო რამ რისი თქმაც დონალდ ტრამპზე შეგიძლიათ?"

  • ტიმ უოლცმა კითხვას ასე უპასუხა: "ის, რომ ტრამპი ვეღარ გახდება პრეზიდენტი". უოლცის პასუხს მაყურებლის ტაში მოჰყვა.

სოციალური მედიის მომხმარებლების ნაწილს ტრამპის შესახებ მისი პასუხი ძალიან მოეწონათ, ზოგიც გაამხიარულა და არაერთი მიმის წყარო გახდა. ერთმა ადამიანმა დაწერა: "ტიმ უოლცი მახვილგონიერია და მოსწრებულად პასუხობს. მისი ავთენტურობა მოსაწონია, ვანსისგან განსხვავებით."

წყარო