მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული არჩევნების მოლოდინი: რას წერენ გავლენიანი უცხოური გამოცემები - "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს"
ისტორიული არჩევნების მოლოდინი: რას წერენ გავლენიანი უცხოური გამოცემები - "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს"

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ბათს უნდა ჩა­ტარ­დეს, შე­ფას­და, რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კენ­ჭისყრა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, ქვე­ყა­ნა რუ­სე­თი­სა­კენ წავა თუ და­სავ­ლე­თის­კენ, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში: სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი აი­ძუ­ლებს ამომ­რჩევ­ლებს აირ­ჩი­ონ მო­მა­ვა­ლი რუ­სეთ­თან ან მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პას­თან, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა CNBC-ი აქ­ვეყ­ნებს.

  • "შა­ბა­თის კენ­ჭისყრას ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს, შეძ­ლებს თუ არა მმარ­თვე­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის 12 წლის მან­ძილ­ზე პრო­და­სავ­ლუ­რი ჯგუ­ფი­დან აშ­კა­რად პრო­რუ­სულ ჯგუ­ფად იქცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუ პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ა­შო­რე­ბენ“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ისი­ნი, ვინც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან, აცხა­დე­ბენ, რომ შა­ბა­თის არ­ჩევ­ნე­ბი გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია იმ ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც, ისე­ვე რო­გორც სხვა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი, აღ­მოჩ­ნდა რუ­სეთ­თან ან და­სავ­ლეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­მა­ვალს შო­რის და სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია გა­მო­ხა­ტუ­ლი გახ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­დან უკან და­ხე­ვის გამო ის პირ­და­პირ კონ­ფლიქ­ტში აღ­მოჩ­ნდა ვა­შინგტონ­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან, რომ­ლებ­მაც და­ა­წე­სეს სან­ქცი­ე­ბი ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და რის შე­დე­გა­დაც, თბი­ლი­სის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მისი და­ფი­ნან­სე­ბა გა­ი­ყი­ნა. ეს არის სწრა­ფი ვარ­დნა კე­თილ­გან­წყო­ბი­დან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მხო­ლოდ 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებს აფა­სე­ბენ, რო­გორც რე­ფე­რენ­დუმს „ევ­რო­პის მხარ­და­სა­ჭე­რად ან მის წი­ნა­აღ­მდეგ“, მაგ­რამ ის ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს რო­გორც რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში დარ­ჩე­ნის და მოს­კოვ­თან უფრო მჭიდ­რო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა ან ამის წი­ნა­აღ­მდეგ ხმის მი­ცე­მა.

  • "სა­ქარ­თვე­ლო ემ­ზა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში მის მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას Associated Press-ი.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ გა­მო­კი­თხვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80% მხარს უჭერს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და კონ­სტი­ტუ­ცია ავალ­დე­ბუ­ლებს ლი­დე­რებს რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­ში, ასე­ვე ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ივ­ლის­ში, ბრი­უ­სელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლის წი­ნა­და­დე­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით შე­ა­ჩე­რა მას შემ­დეგ, რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მი­ი­ღო „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია რუ­სე­თის მსგავ­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­დე­ლით და ის მე­დი­ას, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და სხვა არა­კო­მერ­ცი­ულ ჯგუ­ფებს ავალ­დე­ბუ­ლებს, და­რე­გის­ტრირ­დნენ, რო­გორც „უცხო ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“, თუ ისი­ნი იღე­ბენ თა­ვი­ან­თი და­ფი­ნან­სე­ბის 20%-ზე მეტს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ტკი­ცებს, რომ ეს სა­ჭი­როა მავ­ნე უცხო­ე­ლი აქ­ტო­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და აქ­ტი­ვის­ტი ამ­ბობს, რომ მისი ნამ­დვი­ლი მი­ზა­ნი მათი სტიგ­მა­ტი­ზა­ცია და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დე­ბა­ტე­ბის შე­ზღუდ­ვაა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ რო­დე­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და 2012 წელს, მან პი­რო­ბა დადო, რომ აღად­გენ­და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებს და „გა­დატ­ვირ­თავ­და“ ურ­თი­ერ­თო­ბებს მოს­კოვ­თან.

„პარ­ტია, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ვან­მა მი­ლი­არ­დერ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­არ­სა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში მო­ი­პო­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას დაჰ­პირ­და. მაგ­რამ შემ­დეგ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­ი­წყო მოს­კო­ვის­კენ სვლა: მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის გამო რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და ლგბტქ+ უფ­ლე­ბე­ბის მკვეთ­რი შე­ზღუდ­ვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მა აცხა­დებს, რომ „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ ცდი­ლობს გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ზე, გა­ა­ფარ­თო­ოს კონ­ფლიქ­ტი უკ­რა­ი­ნა­ში და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვას. ასე­ვე გა­მოჩ­ნდა ბილ­ბორ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში ნგრე­ვის ამ­სახ­ველ შავ-თეთრ სუ­რა­თებს უპი­რის­პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბის ფე­რად სუ­რა­თებს, სლო­გან­თან ერ­თად: „უთხა­რი არა ომს - აირ­ჩიე მშვი­დო­ბა!“.

"ბევ­რი ქარ­თვე­ლი ში­შობს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ამან შე­საძ­ლოა მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­როს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ისტორიული არჩევნების მოლოდინი: რას წერენ გავლენიანი უცხოური გამოცემები - "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს"

ისტორიული არჩევნების მოლოდინი: რას წერენ გავლენიანი უცხოური გამოცემები - "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს"

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში შაბათს უნდა ჩატარდეს, შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, ქვეყანა რუსეთისაკენ წავა თუ დასავლეთისკენ, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: საქართველოს არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან, რომელსაც გამოცემა CNBC-ი აქვეყნებს.

  • "შაბათის კენჭისყრას ყურადღებით ადევნებენ თვალს, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მანძილზე პროდასავლური ჯგუფიდან აშკარად პრორუსულ ჯგუფად იქცა, ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მას ძალაუფლებისგან ჩამოაშორებენ“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკას ყურადღებით აკვირდებიან, აცხადებენ, რომ შაბათის არჩევნები გადამწყვეტი მომენტია იმ ქვეყნისთვის, რომელიც, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, აღმოჩნდა რუსეთთან ან დასავლეთთან დაკავშირებულ მომავალს შორის და სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია გამოხატული გახდა.

"საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო ის პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა ვაშინგტონთან და ევროკავშირთან, რომლებმაც დააწესეს სანქციები ქართველ ოფიციალურ პირების წინააღმდეგ და რის შედეგადაც, თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მისი დაფინანსება გაიყინა. ეს არის სწრაფი ვარდნა კეთილგანწყობიდან, რადგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მიიღო“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებს აფასებენ, როგორც რეფერენდუმს „ევროპის მხარდასაჭერად ან მის წინააღმდეგ“, მაგრამ ის ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის და მოსკოვთან უფრო მჭიდრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერა ან ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა.

  • "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Associated Press-ი.

გამოცემა წერს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანებას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინადადება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით და ის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანი მათი სტიგმატიზაცია და არჩევნებამდე დებატების შეზღუდვაა“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, მან პირობა დადო, რომ აღადგენდა სამოქალაქო უფლებებს და „გადატვირთავდა“ ურთიერთობებს მოსკოვთან.

„პარტია, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაარსა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა. მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მოსკოვისკენ სვლა: მასობრივი პროტესტის მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონის მიღება, უკრაინაში ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისგან თავის შეკავება და ლგბტქ+ უფლებების მკვეთრი შეზღუდვა“, - აღნიშნულია სტატიაში.

  • გამოცემა წერს, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის სარეკლამო კამპანიის რეკლამა აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოოს კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებას“ ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: „უთხარი არა ომს - აირჩიე მშვიდობა!“.

"ბევრი ქართველი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები“, - აღნიშნულია სტატიაში.