მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!" - პაპუაშვილი ოპოზიციაზე
"ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!" - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ამ ადა­მი­ა­ნებს ერთი გრა­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც რომ ჩა­უ­ვარ­დეს ხელ­ში, ზუს­ტად იმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რაც გულ­ში უდევთ - და­ე­რე­ვი­ან, სა­თი­თა­ოდ გა­ჟუ­ჟა­ვენ ყვე­ლას, ვინც მათ არ ეთან­ხმე­ბა! - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში,“სა­ჯა­რო სექ­ტორს და­ე­რე­ვა და რეპ­რე­სი­ებს ჩა­ა­ტა­რებს“.

„ხე­ლე­ბი ეფხა­ნე­ბათ, რომ ოღონდ რა­ი­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ი­ღონ. სა­თი­თა­ოდ გა­ჟუ­ჟა­ვენ ყვე­ლას, ვინც მათ არ ეთან­ხმე­ბა. ამას აკე­თებ­და ეს ხალ­ხი 2012 წლამ­დე; ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბის სის­ტე­მით; ზღვა­ში ნა­ვით გაყ­ვა­ნით და იქ დახ­რჩო­ბით; გზა­ზე გა­ჩე­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის გად­მოყ­ვა­ნით და დახ­ვრე­ტით; კორ­ტებ­თან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვალ­წინ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ხოც­ვით; ოქ­რო­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის აყ­ვა­ნით, ცე­მით და მოკ­ვლით; დე­პუ­ტა­ტის სიკ­ვდი­ლამ­დე მიყ­ვა­ნით, რომ­ლის გა­მოც სას­ჯელს იხ­დის ახლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. არა­ვის ეჭვი არ შე­ე­პა­როს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უბ­რა­ლოდ სა­დის­ტუ­რი სის­ტე­მის შე­მოქ­მე­დე­ბი იყ­ვნენ და რომ­ლებ­საც დღეს ზო­გი­ერ­თი უცხო­ე­ლი გულ­ში იხუ­ტებს, ამით თა­ვად ამ სა­დიზ­მის მო­ნა­წი­ლე და გამ­მარ­თლე­ბე­ლი ხდე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებს ერთი გრა­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც რომ ჩა­უ­ვარ­დეს ხელ­ში, ზუს­ტად იმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რაც გულ­ში უდევთ - და­ე­რე­ვი­ან ყვე­ლას, ვინც მათ არ ეთან­ხმე­ბა!

ამ ხალ­ხს თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბით, თუ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, და­ე­რე­ვი­ან ყვე­ლას, მე­დი­ა­საც და­ე­რე­ვი­ან და მერე იკი­თხონ რო­გო­რია აქ­ტი­ვიზ­მი?! არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი. ქარ­ტი­ა­შიც წე­რია პირ­და­პირ - და­ე­რე­ვი­ან სა­ჯა­რო სექ­ტორს და ჩა­ა­ტა­რე­ბენ რეპ­რე­სი­ებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო იდ­გას იმათ მხა­რეს, ვინც ეკ­ლე­სი­ას აგი­ნებს, ვინც პატ­რი­არ­ქს აგი­ნებს, ვინც ხა­ტებს შე­უ­რა­ცხყოფს. ამის ნორ­მა­ლი­ზე­ბა უნ­დათ. ეს არის კო­ლექ­ტი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია; შე­უძ­ლე­ბე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იდ­გას იმათ მხა­რეს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ქა­ჩე­ბა რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ და ამით ჩვე­ნი ქვეყ­ნის დან­გრე­ვა უნ­დათ, იმი­ტომ, რომ უცხო­ელს ასი­ა­მოვ­ნოს, ვი­ღა­ცამ შე­ა­ქოს, მად­ლო­ბა რომ რე­ზო­ლუ­ცია შე­ას­რუ­ლე, და­ა­წე­სე სან­ქცი­ე­ბიო. მერე, რა თუ შენი ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­შა­ლე; მერე, რა თუ ტყვია გა­ვარ­და და ვი­ღა­ცას მოხ­ვდა, სა­მა­გი­ე­როდ დიდი გლო­ბა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი არ­სე­ბობს და ამ გლო­ბა­ლურ მიზ­ნებს სა­კუ­თარ ხალ­ხს შეს­წი­რა­ვენ. რა თქმა უნდა, ამათ გვერ­დით ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არას­დროს დად­გე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი 26 ოქ­ტომ­ბერს, ვინც თბი­ლის­ში 23 ოქ­ტომ­ბერ­სა და 17 მა­ისს ვი­ხი­ლეთ, გა­მო­ვა და სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს ყვე­ლას, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს მტრობს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!" - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!" - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ - დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში,“საჯარო სექტორს დაერევა და რეპრესიებს ჩაატარებს“.

„ხელები ეფხანებათ, რომ ოღონდ რაიმე ძალაუფლება მიიღონ. სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. ამას აკეთებდა ეს ხალხი 2012 წლამდე; ციხეებში წამების სისტემით; ზღვაში ნავით გაყვანით და იქ დახრჩობით; გზაზე გაჩერებით, ადამიანის გადმოყვანით და დახვრეტით; კორტებთან მოქალაქეების თვალწინ ადამიანების ჩახოცვით; ოქროყანაში ადამიანის აყვანით, ცემით და მოკვლით; დეპუტატის სიკვდილამდე მიყვანით, რომლის გამოც სასჯელს იხდის ახლა მიხეილ სააკაშვილი. არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ეს ადამიანები, ვინც უბრალოდ სადისტური სისტემის შემოქმედები იყვნენ და რომლებსაც დღეს ზოგიერთი უცხოელი გულში იხუტებს, ამით თავად ამ სადიზმის მონაწილე და გამმართლებელი ხდება, ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ - დაერევიან ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!

ამ ხალხს თავისი მხარდამჭერებით, თუ მიეცათ საშუალება ხელისუფლებაში იყვნენ, დაერევიან ყველას, მედიასაც დაერევიან და მერე იკითხონ როგორია აქტივიზმი?! არის თუ არა საქართველოში ადვილი. ქარტიაშიც წერია პირდაპირ - დაერევიან საჯარო სექტორს და ჩაატარებენ რეპრესიებს. შეუძლებელია საქართველო იდგას იმათ მხარეს, ვინც ეკლესიას აგინებს, ვინც პატრიარქს აგინებს, ვინც ხატებს შეურაცხყოფს. ამის ნორმალიზება უნდათ. ეს არის კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია; შეუძლებელია ქართველი ხალხი იდგას იმათ მხარეს, ვინც საქართველოს მიექაჩება რუსეთთან დაპირისპირებისკენ და ამით ჩვენი ქვეყნის დანგრევა უნდათ, იმიტომ, რომ უცხოელს ასიამოვნოს, ვიღაცამ შეაქოს, მადლობა რომ რეზოლუცია შეასრულე, დააწესე სანქციებიო. მერე, რა თუ შენი ეკონომიკა ჩამოშალე; მერე, რა თუ ტყვია გავარდა და ვიღაცას მოხვდა, სამაგიეროდ დიდი გლობალური მიზნები არსებობს და ამ გლობალურ მიზნებს საკუთარ ხალხს შესწირავენ. რა თქმა უნდა, ამათ გვერდით ქართველი ხალხი არასდროს დადგება. ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, ვინც თბილისში 23 ოქტომბერსა და 17 მაისს ვიხილეთ, გამოვა და საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს მტრობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.