პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?" - თანაინვესტირების ფონდის გენდირექტორი გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ეხმაურება
"თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?" - თანაინვესტირების ფონდის გენდირექტორი გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­ლუ­აშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, ფონ­დის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ „ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მხრი­დან ხდე­ბა თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი“.

  • რო­გორც გა­ლუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ჩნდე­ბა კი­თხვა, თუ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტი, რა­ტომ აცხა­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ახლა, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს.

„გა­ვე­ცა­ნი TV პირ­ველ­ზე გა­სულ გა­და­ცე­მას „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ანონსს, სა­დაც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს გარ­კვე­ულ ციფ­რებ­ზე, თით­ქოს ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს „მით­ვი­სე­ბუ­ლი“ აქვს ბი­უ­ჯე­ტი­დან 400 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი და მი­ა­ნიშ­ნებს რომ თით­ქოს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კურ და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი (პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­თან მე არ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს). რად­გან გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ იმ კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი და მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი, რო­მელ კომ­პა­ნი­ა­საც დღეს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, არ შე­მიძ­ლია დავ­ტო­ვო კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე ანონსში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. პირ­ველ რიგ­ში აქ­ცენტს გა­ვა­კე­თებ იმ ფაქ­ტზე, რომ თუ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტი, რა­ტომ აცხა­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ახლა, ზუს­ტად არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, რო­დე­საც არ რჩე­ბა დრო პა­სუ­ხი­სათ­ვის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მხრი­დან. რო­გორ შე­ეძ­ლო ბა­ჩი­აშ­ვილს და­ე­მა­ლა ასე­თი ტი­პის „და­ნა­შა­უ­ლი“ და მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა ის. მე­ბა­დე­ბა ბევ­რი ეჭვი, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მხრი­დან ხდე­ბა თე­მე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი.

სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მე­ნე­ჯე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც ის მარ­თავ­და თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდს. იმ ხუთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტში, სა­დავ თა­ვად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­ექ­ტის შე­ძე­ნის და შემ­დგო­მი მარ­თვის კუ­თხი­თაც, და ზუს­ტად ვიცი, რომ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში ინ­ვეს­ტო­რი არ ჩა­რე­უ­ლა, 12 წლის წინ 300 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მე­ტია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბი რომ იყოს, პრო­ექ­ტში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან ინ­ვეს­ტო­რი ჩა­დე­ბუ­ლი თან­ხის გა­ორ­მა­გე­ბას ელო­დე­ბა 5-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო­ში რო­გო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა სა­შუ­ა­ლოდ 6-8 წე­ლი­წა­დია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და­მე­თან­ხმე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რი წრე­ებ­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვი გა­მო­სათ­ვლე­ლია, რომ 12 წლის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს უნდა აღ­წევ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 900 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს, თუმ­ცა პრო­ექ­ტე­ბის დღე­ვან­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისევ 300 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია! ანუ ზუს­ტად იმ­დე­ნი, რაც 12 წლის წინ!

აქვე შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ რო­დე­საც გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის „მა­ქი­ნა­ცი­ებ­ზე“ მი­ა­ნიშ­ნებს, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ზ/ა პრო­ექ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი, „მტკვა­რი ჰესი“, რო­მელ­საც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და, და­გეგ­მილ ბი­უ­ჯეტ­ზე გა­და­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა! შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სწო­რედ ამ საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი დღე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ქვე­შაა. მე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ბიტ­კო­ი­ნე­ბის საქ­მის შე­სა­ხებ, გარ­და იმი­სა რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ბა­ტონ ბი­ძი­ნას კუთ­ვნი­ლი ბიტ­კო­ი­ნე­ბი მი­ით­ვი­სა და საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია. სწო­რედ ამ დროს, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, გა­მო­დის ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და აკე­თებს ასე­თი ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­ლუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?" - თანაინვესტირების ფონდის გენდირექტორი გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?" - თანაინვესტირების ფონდის გენდირექტორი გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ „ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემის პოლიტიზირება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები“.

  • როგორც გალუაშვილი განმარტავს, ჩნდება კითხვა, თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, არჩევნების წინა ღამეს.

„გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებთან მე არ გავაკეთებ კომენტარს). რადგან გიორგი ბაჩიაშვილი გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან. როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის. მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზირება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადავ თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც, და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა, 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული. საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა.

საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებიან ფინანსური წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია! ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ!

აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა აღვნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს“, - აცხადებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი.