საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი და... - ცნობილი ხდება იმ რუსების ვინაობა, რომლებიც სუდანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ
იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი და... - ცნობილი ხდება იმ რუსების ვინაობა, რომლებიც სუდანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სუ­დან­ში, დარ­ფუ­რის მხა­რე­ში, სა­დაც ომის ზო­ნაა, ჩა­მო­აგ­დეს სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვი. IL-76. რო­გორც გა­ირ­კვა, ბორტზე რუ­სე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის" ცნო­ბით ბორტზე მყო­ფებს შო­რის იყო რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი, ვიქ­ტორ გრა­ნო­ვი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ია­რა­ღის დი­ლერ­თან, ვიქ­ტორ ბუტ­თან და კონ­გოს­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

  • მაშ­ვე­ლებ­მა სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის ად­გილ­ზე იპო­ვეს 67 წლის გრა­ნო­ვის ვა­და­გა­სუ­ლი პას­პორ­ტი.

Amnesty International-ის თა­ნახ­მად, 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გრა­ნო­ვი ბიზ­ნესს აწარ­მო­ებ­და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და მარ­თავ­და ორ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც ია­რაღს აწ­ვდიდ­ნენ კონ­გოს.

  • თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის მა­ნამ­დე ბა­ზი­რე­ბუ­ლი იყო ბიშ­კე­კის "მა­ნა­სის" აე­რო­პორ­ტში და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ყირ­გი­ზეთ­ში - ეკუთ­ვნო­და ყირ­გი­ზე­თის ავი­ა­კომ­პა­ნია New Way Cargo Airlines-ს.

რო­გორც “Real Time”-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის რე­ესტრი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ამო­ი­ღეს. ავი­ა­კომ­პა­ნია New Way Cargo Airlines-ში კი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არა­ფე­რი აკავ­ში­რებთ აღ­ნიშ­ნულ თვითმფრი­ნავ­თან.

სუ­და­ნის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას ასე­ვე იპო­ვეს მა­ნა­სის აე­რო­პორ­ტის საშ­ვი, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია გრა­ნო­ვის­თვის. აე­რო­პორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, გრა­ნო­ვი არ იყო მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ მსგავს საშ­ვებს იღე­ბენ არა მხო­ლოდ მა­ნა­სის აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, არა­მედ აე­რო­პორტთან მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის პერ­სო­ნა­ლიც.

  • ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ისიც, რომ წარ­სულ­ში გრა­ნო­ვი იყო არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის Airline Transport Incorporation-ის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, IL-76 -ის ბორტზე მყო­ფი კი­დევ ერთი პირი იყო ან­ტონ სე­ლი­ვა­ნე­ცი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ან­ტონს სწო­რედ ამ თვითმფრი­ნა­ვის ფონ­ზე ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი, გა­ე­როს მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის ლო­გო­თი, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ან­ტო­ნი მათ­თან არ მუ­შა­ობ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ახ­ლობ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ღიად არ სა­უბ­რო­ბენ.

კი­დევ ერთი რუსი, რო­მე­ლიც ჩა­მოგ­დე­ბულ თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 61 წლის ალექ­სან­დრე კა­ბა­ნო­ვია. ის მსა­ხუ­რობ­და სა­ჰა­ე­რო სა­დე­სან­ტო ჯა­რებ­ში და რამ­დე­ნი­მე წელი გა­ა­ტა­რა აფ­რი­კა­ში.

ავტორი:

იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი და... - ცნობილი ხდება იმ რუსების ვინაობა, რომლებიც სუდანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ

იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი და... - ცნობილი ხდება იმ რუსების ვინაობა, რომლებიც სუდანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ

რამდენიმე დღის წინ სუდანში, დარფურის მხარეში, სადაც ომის ზონაა, ჩამოაგდეს სატვირთო თვითმფრინავი. IL-76. როგორც გაირკვა, ბორტზე რუსები იმყოფებოდნენ. სააგენტო "როიტერსის" ცნობით ბორტზე მყოფებს შორის იყო რუსი ბიზნესმენი, ვიქტორ გრანოვი, რომელიც წარსულში დაკავშირებული იყო იარაღის დილერთან, ვიქტორ ბუტთან და კონგოსთვის იარაღის მიყიდვის საქმეში ფიგურირებდა.

  • მაშველებმა სატვირთო თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე იპოვეს 67 წლის გრანოვის ვადაგასული პასპორტი.

Amnesty International-ის თანახმად, 2000-იანი წლების დასაწყისში გრანოვი ბიზნესს აწარმოებდა სამხრეთ აფრიკაში და მართავდა ორ ავიაკომპანიას, რომლებიც იარაღს აწვდიდნენ კონგოს.

  • თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მანამდე ბაზირებული იყო ბიშკეკის "მანასის" აეროპორტში და რეგისტრირებული იყო ყირგიზეთში - ეკუთვნოდა ყირგიზეთის ავიაკომპანია New Way Cargo Airlines-ს.

როგორც “Real Time”-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ჩამოგდებული თვითმფრინავი ავიაკომპანიის რეესტრიდან მიმდინარე წლის დასაწყისში ამოიღეს. ავიაკომპანია New Way Cargo Airlines-ში კი აცხადებენ, რომ მათ არაფერი აკავშირებთ აღნიშნულ თვითმფრინავთან.

სუდანის სამაშველო ჯგუფის წევრებმა ავიაკატასტროფის ადგილას ასევე იპოვეს მანასის აეროპორტის საშვი, რომელიც გაცემულია გრანოვისთვის. აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, გრანოვი არ იყო მათი თანამშრომელი. ის ასევე განმარტავს, რომ მსგავს საშვებს იღებენ არა მხოლოდ მანასის აეროპორტის თანამშრომლები, არამედ აეროპორტთან მომუშავე კომპანიების პერსონალიც.

  • ცნობილი ხდება ისიც, რომ წარსულში გრანოვი იყო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული ავიაკომპანიის Airline Transport Incorporation-ის მთავარი ინჟინერი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, IL-76 -ის ბორტზე მყოფი კიდევ ერთი პირი იყო ანტონ სელივანეცი. ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში აღმოაჩინეს ფოტოები, რომლებიც ანტონს სწორედ ამ თვითმფრინავის ფონზე ჰქონდა გადაღებული, გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ლოგოთი, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ანტონი მათთან არ მუშაობდა. მისი გარდაცვალების ამბავი ახლობლებმა დაადასტურეს, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ.

კიდევ ერთი რუსი, რომელიც ჩამოგდებულ თვითმფრინავში იმყოფებოდა, 61 წლის ალექსანდრე კაბანოვია. ის მსახურობდა საჰაერო სადესანტო ჯარებში და რამდენიმე წელი გაატარა აფრიკაში.