ავტორი:

ამინდი მკვეთრად უარესდება: როდიდან უნდა ველოდოთ წვიმას, თოვლსა და წყალმოვარდნებს - უახლესი პროგნოზი

ამინდი მკვეთრად უარესდება: როდიდან უნდა ველოდოთ წვიმას, თოვლსა და წყალმოვარდნებს - უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.