მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს... წელს გადავწყვიტე, წავიდე არჩევნებში, რადგან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე" - დეკანოზი შალვა კეკელია
"46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს... წელს გადავწყვიტე, წავიდე არჩევნებში, რადგან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე" - დეკანოზი შალვა კეკელია

დე­კა­ნო­ზი შალ­ვა კე­კე­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უს­ვამს კი­თხვას, თუ ვის აძ­ლევს ის ხმას.

რო­გორც დე­კა­ნო­ზი გან­მარ­ტავს, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა­სო­დეს იღებ­და, მხო­ლოდ ერთხელ 2012 წელს გა­და­წყვი­ტა არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლა და ასე­ვე გეგ­მავს წელ­საც. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს ხსნის.

"46 წლის ვარ და მხო­ლოდ ერთ არ­ჩევ­ნებ­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, 2012 წელს წა­ვე­დი არ­ჩევ­ნებ­ში, რად­გან მა­შინ ვხვდე­ბო­დი, რომ დიდი ბო­რო­ტე­ბა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში და ვერ ვე­გუ­ე­ბო­დით იმ სიბ­ნე­ლეს, მკვლე­ლო­ბას, ცი­ხე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ამა­ზე პრო­ტეს­ტი გა­მაჩ­ნდა. წა­ვე­დი და ხმა მი­ვე­ცი სხვა პარ­ტი­ას, რად­გან დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც ხდე­ბო­და. იმ დღის მერე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, რად­გან არც ერთ პარ­ტი­ა­ზე არ ვთვლი­დი, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის­თვის ხმა მი­მე­ცა. ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ­დი.

წელს გა­დავ­წყვი­ტე, რომ წა­ვი­დე არ­ჩევ­ნებ­ში. მივ­დი­ვარ სა­მეგ­რე­ლო­ში რომ ხმა მივ­ცე, დღე­საც იგი­ვე პრო­ცე­სია, რაც 2012 წელს იყო. ვხე­დავთ რამ­ხე­ლა ზე­წო­ლაა ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს ქვე­ყა­ნას. რაც ჩვენ გან­ცხა­დე­ბე­ბი გვეს­მის უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან, მსგავ­სი რამე არ ყო­ფი­ლა მა­შინ, როცა ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა, როცა ეკ­ლე­სი­ებს არ­ბევ­დნენ და მა­შინ ხმა არა­ვის ამო­უ­ღია.

მე მივ­მარ­თავ ეკ­ლე­სი­ურ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ჩემი აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თქვენ და­აკ­ვირ­დით პარ­ტი­ებს - პარ­ტი­ებს, ვისი ლი­დე­რე­ბიც ეკ­ლე­სი­ის და პატ­რი­არ­ქის მა­გი­ნებ­ლე­ბი არი­ან, ვის­თვი­საც ოჯა­ხის სიწ­მინ­დე არა­ფერს ნიშ­ნავს და ლგბტ პრო­პა­გან­და არა­ფერს ნიშ­ნავს, რო­გორ უნდა მის­ცეთ ხმა? კი­თხვა მაქვს ეკ­ლე­სი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გორ უნდა მის­ცეთ ხმა პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც პატ­რი­არ­ქის და დედა ეკ­ლე­სი­ის მა­გი­ნე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვი ეგეთ პარ­ტი­ას ხმა არ უნდა მის­ცე. და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად გა­და­წყვე­ტენ" - ამ­ბობს მამა შალ­ვა კე­კე­ლია.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს... წელს გადავწყვიტე, წავიდე არჩევნებში, რადგან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე" - დეკანოზი შალვა კეკელია

"46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს... წელს გადავწყვიტე, წავიდე არჩევნებში, რადგან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე" - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ ბევრი ადამიანი უსვამს კითხვას, თუ ვის აძლევს ის ხმას.

როგორც დეკანოზი განმარტავს, არჩევნებში მონაწილეობას არასოდეს იღებდა, მხოლოდ ერთხელ 2012 წელს გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ასევე გეგმავს წელსაც. ვიდეომიმართვაში გადაწყვეტილების მიზეზს ხსნის.

"46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წელს წავედი არჩევნებში, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვერ ვეგუებოდით იმ სიბნელეს, მკვლელობას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება. ამაზე პროტესტი გამაჩნდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან დამთავრებულიყო ეს საშინელება, რაც ხდებოდა. იმ დღის მერე არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არც ერთ პარტიაზე არ ვთვლიდი, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიმეცა. ამიტომ თავს ვიკავებდი.

წელს გადავწყვიტე, რომ წავიდე არჩევნებში. მივდივარ სამეგრელოში რომ ხმა მივცე, დღესაც იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო. ვხედავთ რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას. რაც ჩვენ განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან, მსგავსი რამე არ ყოფილა მაშინ, როცა ტელევიზია დაიხურა, როცა ეკლესიებს არბევდნენ და მაშინ ხმა არავის ამოუღია.

მე მივმართავ ეკლესიურ ადამიანებს, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. თქვენ დააკვირდით პარტიებს - პარტიებს, ვისი ლიდერებიც ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები არიან, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე არაფერს ნიშნავს და ლგბტ პროპაგანდა არაფერს ნიშნავს, როგორ უნდა მისცეთ ხმა? კითხვა მაქვს ეკლესიურ ადამიანებთან, როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც პატრიარქის და დედა ეკლესიის მაგინებელია. ბუნებრივი ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. დანარჩენი ადამიანები თავად გადაწყვეტენ" - ამბობს მამა შალვა კეკელია.