მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" - რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?
"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" -  რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და წუ­ხელ წალ­კა­ში. ოთხი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. მომ­ხდარს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე ემ­ზარ გე­ლო­ვა­ნი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბი­ჭე­ბი თბი­ლის­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ და იქი­დან შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მე­რის მო­ად­გი­ლე არ ადას­ტუ­რებს.

"ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, 4 ახალ­გაზ­რდა კა­ცია გარ­დაც­ვლი­ლი. სვა­ნი ბი­ჭე­ბი, ტრა­სა­ზე იდ­გნენ, თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნამ და­არ­ტყა ამ დროს. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. არ მი­სუ­ლი წალ­კამ­დე მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, 35 წლის არის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, უმ­ცრო­სი კი 22 წლის. რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი­დან მო­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნით. ვინც და­ე­ჯა­ხა ის გამ­ვლე­ლია, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და გა­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ნი. თბი­ლის­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ცხედ­რე­ბი და ახლა მი­დის ექ­სპერ­ტი­ზა, ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მძი­მე ტრა­გე­დი­აა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯა­ხებს. მეც შე­ვეს­წა­რი მომ­ხდარს, ავა­რია უკვე მომ­ხდა­რი იყო, პო­ლი­ცია იქ იყო, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და გა­ვი­გეთ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა...", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბა­ტო­ნი ემ­ზა­რი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბაც ვცა­დეთ ბა­ტონ ემ­ზარ­თან და ვკი­თხეთ, ახალ­გაზ­რდე­ბი აქ­ცი­ი­დან ხომ არ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

"ახლა მი­ა­ბა­მენ აქ­ცი­ას მომ­ხდარს, მაგ­რამ ამ ბი­ჭებს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ აქ­ცი­ას­თან. რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი­დან მო­დი­ოდ­ნენ, ერთ მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ... სახ­ლე­ბამ­დე სა­დღაც ერთი კი­ლო­მეტ­რი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და", - ამ­ბობს ემ­ზარ გე­ლო­ვა­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" - რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?

"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" -  რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?

უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მომხდარს ჩვენთან საუბარში ადასტურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები თბილისში "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე იყვნენ და იქიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში მერის მოადგილე არ ადასტურებს.

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, 4 ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი. სვანი ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანები გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა მანქანამ დაარტყა ამ დროს. სამწუხაროდ, ოთხივე ადგილზე დაიღუპა. არ მისული წალკამდე მოხდა ეს ტრაგედია. ახალგაზრდები არიან, 35 წლის არის ყველაზე უფროსი, უმცროსი კი 22 წლის. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ მანქანით. ვინც დაეჯახა ის გამვლელია, სატვირთო მანქანით მოძრაობდა და გაიტანა ყველანი. თბილისშია გადაყვანილი ცხედრები და ახლა მიდის ექსპერტიზა, ჯერ დასრულებული არ არის. ოთხივე ადგილზე დაიღუპა, მძიმე ტრაგედიაა. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს. მეც შევესწარი მომხდარს, ავარია უკვე მომხდარი იყო, პოლიცია იქ იყო, გავაჩერეთ მანქანა და გავიგეთ ეს საშინელება...", - ამბობს ჩვენთან საუბარში ბატონი ემზარი.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც ვცადეთ ბატონ ემზართან და ვკითხეთ, ახალგაზრდები აქციიდან ხომ არ ბრუნდებოდნენ, მან ეს ინფორმაცია უარყო.

"ახლა მიაბამენ აქციას მომხდარს, მაგრამ ამ ბიჭებს შეხება არ ჰქონიათ აქციასთან. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ, ერთ მანქანაში ისხდნენ... სახლებამდე სადღაც ერთი კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც, სამწუხაროდ, ეს უბედურება მოხდა", - ამბობს ემზარ გელოვანი.

იხილეთ ასევე: