ავტორი:

უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა

უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 574 958 ლარი შეადგინა, რაც 234 212 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში , აღნიშნულისთვის 2 809 170 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი“