ამერიკელი მსახიობი რონ ელი, რომელიც ცნობილია ტარზანის როლით, 1960-იანი წლების ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუდან/ რონი 86 წლის იყო.
"მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და მე დავკარგე მამა. მამაჩემი იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი გმირს უწოდებდა. ის იყო მსახიობი, მწერალი, მწვრთნელი, მენტორი, ოჯახის კაცი და ლიდერი", - წერს მსახიობის შვილი, კირსტენი "ინსტაგრამზე".
- ტარზანი თავდაპირველად გადიოდა NBC-ის ეთერში, 1966 წლიდან 1968 წლამდე. აღსანიშნავია, რომ გადაღებები ძალიან სახიფათო იყო და ტრიუკების შესრულების დროს მსახიობმა რამდენჯერმე სერიოზული ტრავმაც მიიღო. გარდა ამისა, ერთ-ერთი გადაღებისას ცხოველებიც თავს დაესხნენ.
2001 წელს რონ ელიმ მსახიობობაზე უარი თქვა და მწერლობაში სცადა ძალები. გამოაქვეყნა ორი რომანი.