მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთი­ან აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის გა­ნიშ­ნუ­ლი­ა­ნე­ბა გრძელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ აჭა­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში 120-მდე ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­თავ­სა, რო­მელ­თან შო­რი­საა ორი ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი ქე­და­სა და შუ­ა­ხევ­ში. ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბის ჩათ­ვლით მთი­ან აჭა­რას 25-ზე მეტი მარ­კი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი გა­აჩ­ნია, რო­მელ­თა შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­მოგ­ზა­უ­რო პორ­ტალ­ზე infoajara.com. პორ­ტალ­ზე­ვეა შე­საძ­ლე­ბე­ლი მთი­ან აჭა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის, კო­ტე­ჯე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის, პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სა და სა­კონ­ტაქ­ტო­ე­ბის ნახ­ვა.

მთა­ში არ­სე­ბუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბოლო წლებ­ში მთი­ან აჭა­რას ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­ე­მა­ტა ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. მათ შო­რი­საა ხი­ხა­ნის ის­ტო­რი­ულ ცი­ხე­ზე ასას­ვლე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი, ჯვა­რი­მინ­დო­რის ტუ­რის­ტუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი და სა­პიკ­ნი­კე ზონა, ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი ქო­ბუ­ლე­თის ტორფნარ­ზე, კა­ნი­ო­ნინ­გის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კაპ­ნის­თავ­სა და უჩხო­ში. გარ­და ამი­სა, სა­პიკ­ნი­კე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო 10-მდე ტუ­რის­ტუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე (ხა­რი­სა­წო­ლი, ღო­მას მთა, ნა­კო­ნაღ­ვა­რი, ჩი­რუ­ხი, ჯვა­რი­მინ­დო­რი, ჩა­ლე­წი­ლე­ბი, ბრი­ლი, ლელ­თის ტბა, მირ­ვე­თი და ჩა­ი­სუ­ბა­ნი/შუ­ამ­თა). მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნის მიზ­ნით 2025 წელს 5 560 000 ლა­რის და­ხარ­ჯვა იგეგ­მე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში 120-მდე ნიშნული განათავსა, რომელთან შორისაა ორი ახალი ტურისტული ბილიკი ქედასა და შუახევში. ახალი ტურისტული ბილიკების ჩათვლით მთიან აჭარას 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი გააჩნია, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამოგზაურო პორტალზე infoajara.com. პორტალზევეა შესაძლებელი მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კოტეჯების, ტურისტული სერვისების, პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციებისა და საკონტაქტოების ნახვა.

მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა). მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით 2025 წელს 5 560 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

NS