ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამ წუთებში ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებს. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.
"დილიდან შემოვიდნენ ჩემი მშობლების სახლში, სადაც სტუმრად ვიმყოფები, რადგან რამდენიმე თვეა აქ ვარ, საქართველოში არ ვცხოვრობ. შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ეჭვი გვაქვს ქოლ-ცენტრთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიო, რა თქმა უნდა, ეს აბსურდულია, არანაირი შეხება არასდროს მქონია", - თქვა მან Facebook-ის LIVE-ის დროს.
"ფორმულასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად საგამოძიებო სამსახურმა ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.
იხილეთ ასევე: