საზოგადოება
პოლიტიკა

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება
"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება

21 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე, Di Meo-ს 2025 წლის კა­ლენ­დრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ის თავს უყ­რის ნე­ა­პო­ლი­სა და თბი­ლი­სის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ას - ფო­ტო­ებს, ის­ტო­რი­ებს და ა.შ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. სა­ღა­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რებს მი­ე­სალმნენ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე პრე­მი­ე­რი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და იტა­ლი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­სი­მი­ლი­ა­ნო დ’ან­ტუ­ო­ნო.

სა­ღა­მოს სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ენა­ხათ ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, მა­სი­მო ლის­ტრის 12 უნი­კა­ლუ­რი ფოტო. ეს ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ხიბლს და ძა­ლას ასა­ხავს, წარ­მოგ­ვიდ­გენს თბი­ლისს, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოს, გვაჩ­ვე­ნებს ქა­ლაქს, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

ალ­მა­ნა­ხის მომ­დევ­ნო ნომ­რის თემა - "ნე­ა­პო­ლი ხვდე­ბა თბი­ლისს“, წარ­მო­ად­გენს სი­რი­ნო­ზი­სა და ვე­ფხვის შეხ­ვედ­რას. სი­რი­ნო­ზი და ვე­ფხვი ნე­ა­პო­ლი­სა და თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო­ებ­ზე მი­უ­თი­თებს. ვე­ფხვი, რო­გორც თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო შთა­გო­ნე­ბუ­ლია შოთა რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნით“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კა­ლენ­დრის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სტუმ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრეს­კო­დი იყო - თა­მარ მე­ფი­თა და ძვე­ლი ეპო­ქით ინ­სპი­რი­რე­ბული.

მე­ო­რე დღეს სტუმ­რე­ბი ოპე­რის თე­ატ­რში ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ კონ­ცერტს და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, რიტ­მუ­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვით. რიტ­მუ­ლი მუ­სი­კა ამ ორ ქა­ლაქს შო­რის კი­დევ ერთი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლია, მაგ­რამ რა თქმა უნდა, კი­დევ არის ბევ­რი სა­ერ­თო, მათ შო­რის, ღვი­ნო.

კა­ლენ­დარ­ში მხო­ლოდ თბი­ლი­სის ფო­ტო­ებს არ ნა­ხავთ, აქ არის ასე­ვე ის­ტო­რი­ე­ბი, ზღაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ორი ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სი­სა და ნე­ა­პო­ლის სა­ერ­თო მა­ჟის­ცე­მა­ზე გვიყ­ვე­ბა, მოგ­ვი­თხრობს ლე­გენ­და­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბებს, გვი­ამ­ბობს ფეხ­ბურ­თით გა­ტა­ცე­ბა­ზე და იტა­ლი­ა­ში, "ნა­პო­ლის“ ჩემ­პი­ო­ნად გახ­დო­მა­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლ­ზე, სა­ერ­თო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და რა თქმა უნდა, პი­ცა­სა და ხა­ჭა­პურ­ზე.

კა­ლენ­დარ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ტექ­სტე­ბის ნა­წი­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ან­ჯე­ლა კა­ტე­ლო, ჩე­ზა­რე კუ­ნა­ჩია, მი­კე­ლე დე ლუჩი, დან­ტე სტე­ფა­ნო დელ ვე­ჩიო, დინ­კო ფაბ­რი­სი, მი­კე­ლე ფა­ტი­კა, ან­დრეა ფორ­ლა­ნი, პატ­რი­ცია ლი­ჩი­ნი დე რო­მა­ნი­ო­ლი, ელი­სა­ბე­ტა მორო, ვე­რო­ნი­კა მუ­რა­ტი, გაგა შურ­ღა­ია და პინო ტა­ორ­მი­ნა.

"თბი­ლი­სის კულ­ტუ­რა, ცი­ვი­ლი­ზა­ცია, მისი სპე­ცი­ფი­კა, შთამ­ბეჭ­და­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო და­სავ­ლე­თის მიერ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაბ­ნე­უ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მუ­სი­კა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

თბი­ლი­სი - ეს არის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის სამ­ჭედ­ლო იყო“, - ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯე­ნე­რო­სო დი მეო.

ცნო­ბის­თვის, და­ი­ბეჭ­დე­ბა კა­ლენ­დრის 5000 ეგ­ზემპლა­რი და ორი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს და სპონ­სო­რებს გა­და­ე­ცე­მა.

კა­ლენ­და­რი შე­იქ­მნა ასო­ცი­ა­ცია “Di Meo vini ad arte“-ს მიერ, იტა­ლი­ის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს პატ­რო­ნა­ჟი­თა და ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება

"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება

21 ოქტომბერს თბილისში, ფუნიკულიორზე, Di Meo-ს 2025 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა. ის თავს უყრის ნეაპოლისა და თბილისის შესახებ უნიკალურ კოლექციას - ფოტოებს, ისტორიებს და ა.შ.

პრეზენტაციას არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. საღამოს საერთაშორისო სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ვიცე პრემიერი, ლევან დავითაშვილი და იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო.

საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ენახათ ლეგენდარული ფოტოგრაფის, მასიმო ლისტრის 12 უნიკალური ფოტო. ეს ფოტოები თბილისის ყველა მნიშვნელოვან ხიბლს და ძალას ასახავს, წარმოგვიდგენს თბილისს, როგორც ხელოვნებისა და კულტურის სიმბოლოს, გვაჩვენებს ქალაქს, სადაც ადამიანებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა.

ალმანახის მომდევნო ნომრის თემა - "ნეაპოლი ხვდება თბილისს“, წარმოადგენს სირინოზისა და ვეფხვის შეხვედრას. სირინოზი და ვეფხვი ნეაპოლისა და თბილისის სიმბოლოებზე მიუთითებს. ვეფხვი, როგორც თბილისის სიმბოლო შთაგონებულია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნით“.

საინტერესოა, რომ კალენდრის პრეზენტაციაზე სტუმრებისთვის განსაკუთრებული დრესკოდი იყო - თამარ მეფითა და ძველი ეპოქით ინსპირირებული.

მეორე დღეს სტუმრები ოპერის თეატრში ანსამბლ "ერისიონის“ კონცერტს დაესწრნენ, რომელიც გაჯერებული იყო ტრადიციული ქართული სიმღერებით, რიტმული და ტრადიციული ცეკვით. რიტმული მუსიკა ამ ორ ქალაქს შორის კიდევ ერთი შეხების წერტილია, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ არის ბევრი საერთო, მათ შორის, ღვინო.

კალენდარში მხოლოდ თბილისის ფოტოებს არ ნახავთ, აქ არის ასევე ისტორიები, ზღაპრები, რომლებიც ამ ორი ქალაქის - თბილისისა და ნეაპოლის საერთო მაჟისცემაზე გვიყვება, მოგვითხრობს ლეგენდარული სიყვარულის ამბებს, გვიამბობს ფეხბურთით გატაცებაზე და იტალიაში, "ნაპოლის“ ჩემპიონად გახდომაში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე, საერთო ხელოვნებაზე და რა თქმა უნდა, პიცასა და ხაჭაპურზე.

კალენდარში გადმოცემული ტექსტების ნაწილის ავტორები არიან ანჯელა კატელო, ჩეზარე კუნაჩია, მიკელე დე ლუჩი, დანტე სტეფანო დელ ვეჩიო, დინკო ფაბრისი, მიკელე ფატიკა, ანდრეა ფორლანი, პატრიცია ლიჩინი დე რომანიოლი, ელისაბეტა მორო, ვერონიკა მურატი, გაგა შურღაია და პინო ტაორმინა.

"თბილისის კულტურა, ცივილიზაცია, მისი სპეციფიკა, შთამბეჭდავი მრავალფეროვნება მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო დასავლეთის მიერ. ეს ყველაფერი გაბნეული იყო ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნებაში.

თბილისი - ეს არის ქალაქი, რომელიც მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მრავალფეროვანი ცივილიზაციების სამჭედლო იყო“, - ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი ჯენეროსო დი მეო.

ცნობისთვის, დაიბეჭდება კალენდრის 5000 ეგზემპლარი და ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს და სპონსორებს გადაეცემა.

კალენდარი შეიქმნა ასოციაცია “Di Meo vini ad arte“-ს მიერ, იტალიის მინისტრთა საბჭოს პატრონაჟითა და ქართული გალობის ფონდის მხარდაჭერით.