სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება
ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება

თურ­ქეთ­ში სამი ტე­რო­რის­ტი თავ­დაც­ვით სამ­რეწ­ვე­ლოს თავს და­ეს­ხა, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მა CNN Turk-ის ცნო­ბით, სამი ტე­რო­რის­ტი თავს და­ეს­ხა ან­კა­რის კა­რა­მან­კა­ზა­ნის უბან­ში მდე­ბა­რე კომ­პა­ნი­ას Turkish Aerospace Industries, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია თურ­ქუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

თურ­ქუ­ლი მე­დია ტე­რო­რის­ტე­ბის სუ­რა­თებს ავ­რცე­ლებს, რომ­ლებ­მაც თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

  • კად­რებ­ზე ჩანს, რომ სამი ტე­რო­რის­ტი, მათ შო­რის ერთი ქალი, კომ­პა­ნი­ის კარ­თან ტაქ­სით მი­ვიდ­ნენ, მან­ქა­ნი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გად­მო­ვიდ­ნენ და თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, და­ი­ღუ­პა 4 ადა­მი­ა­ნი, და­შავ­და 14. თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - ერთი მა­მა­კა­ცი და ერთი ქალი - "ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია". ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ვინ იდგა თავ­დას­ხმის უკან.

ტრა­გე­დი­ას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: გან­ცხა­დე­ბა­ში ერ­დო­ღა­ნი ხაზს უს­ვამს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი სწრა­ფად მოქ­მე­დებ­დნენ საფრ­თხის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

„არც ერთი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­ყო­ფას, ვერ შეძ­ლებს თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვას“, - ამ­ბობს ის.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა დაგ­მო ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მაც და „სამ­ძი­მა­რი“ გა­მოთ­ქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება

ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება

თურქეთში სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოს თავს დაესხა, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქული მედია ავრცელებენ.

გამოცემა CNN Turk-ის ცნობით, სამი ტერორისტი თავს დაესხა ანკარის კარამანკაზანის უბანში მდებარე კომპანიას Turkish Aerospace Industries, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქული შეიარაღების სისტემების განვითარებაში.

თურქული მედია ტერორისტების სურათებს ავრცელებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს.

  • კადრებზე ჩანს, რომ სამი ტერორისტი, მათ შორის ერთი ქალი, კომპანიის კართან ტაქსით მივიდნენ, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გადმოვიდნენ და თავდასხმა განახორციელეს.

ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 14. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ორი ეჭვმიტანილი - ერთი მამაკაცი და ერთი ქალი - "ნეიტრალიზებულია". ჯერჯერობით უცნობია ვინ იდგა თავდასხმის უკან.

ტრაგედიას თურქეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა: განცხადებაში ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების ძალები სწრაფად მოქმედებდნენ საფრთხის გასანეიტრალებლად.

„არც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უსაფრთხოების ხელყოფას, ვერ შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას“, - ამბობს ის.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, შემთხვევა დაგმო ვლადიმერ პუტინმაც და „სამძიმარი“ გამოთქვა.