ავტორი:

რას წერს რუსული მედია ქართველი მამაკაცებით იმედგაცრუებულ რუს ქალებზე - "თავიდან თავბრუს გახვევენ, მაგრამ თუ არ რეაგირებ, შეურაცხყოფაზე გადადიან"

რას წერს რუსული მედია ქართველი მამაკაცებით იმედგაცრუებულ რუს ქალებზე - "თავიდან თავბრუს გახვევენ, მაგრამ თუ არ რეაგირებ, შეურაცხყოფაზე გადადიან"

რუსი ქალების სხვადასხვა ისტორიებიდან გამომდინარე, საქართველო მათ ყურადღებას არა მხოლოდ პეიზაჟებითა და კულინარიით იპყრობს, არამედ ქართველი კაცების ფეთქებადი ხასიათითა და რომანტიკული ჟესტების წყალობითაც. ზოგიერთი ქალი აქ "ფილმ "მიმინოს" სცენარებს" ელის, ზოგი კი უკვე იმედგაცრუებული ტოვებს ქვეყანას "საწოლში ჩაძინებული პარტნიორის" გამო. როგორია რუსი ქალების გამოცდილებები, რომლებიც საქართველოში სიყვარულისა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ჩამოდიან, ამ თემაზე რუსული მედია წერს და იმ ქალების ისტორიებს აქვეყნებს, რომლებმაც ბოლო დროს იმოგზაურეს საქართველოში:

32 წლის ანასტასია როსტოვიდან პირველად სტუმრობდა თბილისს და ამბობს, რომ ძალიან მოეწონა ადგილობრივი კულინარია.

"ხინკალი, ხარჩო, მწვადი უგემრიელესია", - აღტაცებით ჰყვება ის. "ვერ ვიტყვი, რომ იაფია, მაგრამ ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე რუსეთში".

ორი წლის წინ ანასტასიას რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან მეუღლესთან განქორწინდა, ამიტომ აქტიურად ეძებდა ახალ პარტნიორს.

"რა თქმა უნდა, პაემნებზე დავდივარ, მაგრამ განსაკუთრებულად არაფერი ხდება. საქართველოში კი შემოთავაზებებს ვეღარ ვასწრებდი. ქართველები ყველანი ნამდვილი მაჩოები არიან. თუმცა, ცოტა გადამეტებული მეჩვენება მათი ყურადღება. თავიდან თავბრუს გახვევენ კომპლიმენტებით, მაგრამ თუ არ რეაგირებ, შეურაცხყოფაზე გადადიან" - ამბობს ის.

"სკანდალურად განვქორწინდი და საქართველოს ტურისტულ მოგზაურობაში წასვლა გავწყვიტე “, - აღიარებს 44 წლის ოლგა პეტერბურგიდან.

"საბოლოოდ, მოლოდინები გამართლდა. უამრავი ყვავილით, რესტორნები - ყველაფერი ისეა, როგორც ქართველებზე ვფიქრობდი. მაგრამ, როცა იმას მიიღებენ, რაც სურთ, სწრაფად კარგავენ ინტერესს. ჩემს ახალ მეგობარს თბილისში ვეუბნებოდი: მაჩუქე ისევ ის ვარდები, რაც პირველ დღეს მაჩუქე. პასუხი ბუნდოვანი იყო: "ბოდიში, ჩემი საბანკო ბარათი დღეს არ მუშაობს". ყველაფერი ცხელი და ვნებიანია, მაგრამ ძალიან, ძალიან სწრაფად მთავრდება. მართალი გითხრათ, დიდი ხანია მიჩვეული ვარ კაცებისგან ამგვარ შესრულებას - საწოლში ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არაფერს აკეთებს შენი სიამოვნებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა 10 წლით უმცროსი მამაკაცი გრძნობს შენს სურვილს, ამ დროს თავი დედოფალი გგონია.“

"მთელი კვირა ვტიროდი"

30 წლის მოსკოველმა სვეტლანამ საქართველოში დასვენების ბოლოს რომანი ადგილობრივ მცხოვრებთან დაიწყო. "მთელი კვირა ვხვდებოდით, თავს პატარა გოგოდ ვგრძნობდი, პაემნებზე დავრბოდი“, - ამბობს ის. ბოლო საღამოს ჩემთან დავრჩით. მოსკოვში დაბრუნებული მივხვდი, რომ შემიყვარდა. ყოველდღე ვურეკავდი, ფოტოებს ვუგზავნიდი, ქორწილზეც კი ვისაუბრეთ. ორი თვის შემდეგ, როდესაც თბილისში ვაპირებდი ჩაფრენას, უცებ გიორგიმ გამოაცხადა, რომ ვალები ჰქონდა, კრედიტები და ცოლად ვერ მომიყვანდა, რადგან მაშინ ვალდებულებები მეც დამეკისრებოდა. მთელი კვირა ვტიროდი, სანამ არ დავმშვიდდი. შემდეგ მივხვდი - კარგი, ეს კლასიკაა. სადღესასწაულო რომანი, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის ვნებაა და მერე სახლში ბრუნდებიან, აგრძელებენ საკუთარ საქმეებს და ცხოვრებას... და ივიწყებენ პარტნიორს. ვფიქრობ, მან იპოვა უკვე სხვა ტურისტი. ”

"შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ!"

რუსი ქალები შეშინებულნი არიან ქართველი მამაკაცების ფეთქებადი ბუნებით. "მხოლოდ სამი დღე ვისაუბრეთ, მაგრამ უკვე ყველაზე ეჭვიანობდა“, - ამბობს 33 წლის ვასილისა კალინინგრადიდან.

"როგორც კი ოფიციანტს ან ტაქსის მძღოლს შევხედავდი, დაპირისპირება იწყებოდა“. ვახტანგი ამის გამო, ორჯერ მოხვდა პოლიციაში. შემდეგ მის ზარებს აღარ ვუპასუხე და სხვა სასტუმროში გადავედი. შვებულებაში ვიყავი და გართობა მინდოდა, არ მჭირდებოდა ციხის თავგადასავლები“.

"ქუთაისში გავიცანი ბიჭი", - ჰყვება 38 წლის მარინა არმავირიდან. - პირველ შეხვედრაზე არაფერი მომხდარა, მაგრამ იმ ღამის პირველ საათზე დამირეკა და მითხრა: გამოდი ჩემთან, შენი ნახვა მინდა. როგორ გძინავს? არის ვინმე შენთან? მე ახლა მოვალ, ჯერ მაგას მოვკლავ, მერე შენ და თავსაც მოვიკლავ. შემეშინდა, სასტუმროს მიმღებში ჩავედი და ყველაფერი მოვუყევი. მათ დაურეკეს ჩემი ტელეფონიდან ბატონს და აუხსნეს, რომ პოლიციას გამოიძახებდნენ. ყველგან დავბლოკე ეს კაცი, მაგრამ უკან წამოსვლის წინ ვიჯექი და ვკანკალებდი - მეშინოდა სადმე არ გამოჩენილიყო“.

"ეს ის აღარ არის როგორც ფილმებში იყო"

47 წლის ევგენია ხაბაროვსკიდან არის, მისი თქმით, ყველაფერში დამნაშავე ის მოლოდინებია, რასაც ფილმებში უყურებდნენ.

"მე ყოველთვის წარმოვადგენდი ქართველებს ფილმ „მიმინოს“ საშუალებით. - მდიდრები, მომთხოვნები, რომლებიც საჩუქრებით გავსებენ და რამდენიც არ უნდა დალიონ, სულ არ თვრებიან. ბინა თბილისში ვიქირავე, მეპატრონე ორმოცი წლის კაცი იყო, მარტოხელა. ნათლად ვუთხარი, რომ წინააღმდეგი არ ვიყავი მასთან კომუნიკაციის. იაფფასიან რესტორანში ვიყავით, მიხაკები მაჩუქა - მივხვდი, რომ ბევრი ფული არ ჰქონდა, ის თავის ორ დას და დედას ეხმარებოდა. სახლში დაბრუნებულები საძინებელში შევიდნენ, მაგრამ ქალი ჩივის, რომ კაცს მაშინვე დაეძინა. „დიდი ბოდიში მომიხადა. მიყვარს საქართველო და მისი ხალხი, მაგრამ, როგორც ჩანს, სსრკ-ს დროიდან ბევრი რამ შეიცვალა, სხვანაირი გახდა, კინო, მაპატიეთ, უბრალოდ კინოა!“

ყველა რესპონდენტი ამბობს, რომ ქართველი კაცების მთავარი უპირატესობა თავის მოვლის უნარია. მთავარი მინუსი კი ეჭვიანობა და პირველ პაემანზე საწოლში ჩაწოლის გულწრფელი სურვილი.