ავტორი:

"პალიტრა L-ის" ლიტერატურული სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

"პალიტრა L-ის" ლიტერატურული სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ ერთგულ მკითხველს ყველა სეზონზე სთავაზობს ლიტერატურულ სიახლეებს.

მიმდინარე სეზონზეც გამომცემლობამ შემოგვთავაზა ახალი სერიები და თარგმანები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის წიგნებს აერთიანებს, როგორც დოკუმენტურს, ისე მხატვრულს, საბავშვოსა და შემეცნებითს.

აღნიშნული სერიებიდან წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის ღირებული შენაძენი გახდება:

წიგნი „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის - „წიგნების თაროს“ ფარგლებში გამოიცა. სერია რეალური გმირების მიერ დაწერილ ისტორიებს მოგვითხრობს. აღნიშნული ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეულამაზებელი ანარეკლია, რომელმაც თაობებს წარუშლელი კვალი დაამჩნია.

სერიაში გაერთიანებული წიგნები რეალური ამბებია საბჭოთა ოკუპაციის მიერ გადასახლებული ადამიანების, განადგურებული ოჯახების შესახებ, რომლებმაც გააგრძელეს სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის ბრძოლა. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე და მარო წერეთლები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ და უმძიმესი ცხოვრება გამოიარეს. ყველაფერი, რაც მათ თავს გადახდათ, მარო წერეთელმა თავისი ჩანაწერებით შემოგვინახა, მისმა შვილთაშვილმა მარიამ წერეთელმა კი ერთ წიგნად შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა.

წლებია, „პალიტრა L-ი“ გამოსცემს ჯეინ ოსტინის რომანებს გამოსცემს. ბოლოს თარგმნილი რომანი კი, რომელიც გამომცემლობის ვებგვერდსა და წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია არის „ნორთენგერის სააბატო“.

ეს ინგლისელი მწერლის პირველი რომანია და მასში მოთხრობილია 17 წლის პროვინციელი გოგონას შესახებ, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოთიკურმა რომანებმა შეუქმნა, და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებანი და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება, მით უმეტეს, როცა მომავალ საქმროს ესტუმრება ნამდვილ გოთიკურ მამულში. „ნორთენგერის სააბატომ“ რეჟისორებიც დააინტერესა და მისი ორი ეკრანიზაცია შეიქმნა: 1986 წელს რეჟისორ ჯაილზ ფოსტერის ფილმი, მთავარი როლების, ქეთრინ შლე ზინგერისა და პიტერ ფერთის შესრულებით, 2006 წელს გამოსული ჯონ ჯონსის ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ჯეი ჯეი ფილდმა და ფელისიტი ჯონსმა განასახიერეს.

„თანმხლები მუსიკა” მე-20 საუკუნის ფრანგი ნოველისტის, ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა - ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, „თანმხლებ მუსიკაში“ კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.

მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“, თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე.

წიგნი „პალიტრა L-ის“ პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა. რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე - პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.

არმენ ოჰანიანის კრებულში „ანტიმიმინო“ არცერთი მოთხრობა მეორეს არ ჰგავს: ზოგი აუღელვებლად გვიყვება გრძელ ამბებს, ზოგი აზრიდან აზრზე დახტის, მუსიკალური და პოეტური სახეებით ჟონგლიორობს, თამაშობს კლასიკოსი მწერლების ციტატებით, ზღაპრებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა გამოსვლებს ერთმანეთში ურევს... და ამ წიგნში ეს ყველაფერი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული გაგებით, თანაბრად მნიშვნელოვანია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, საბჭოეთის დროს სომხეთის შესახებ შექმნილი მითები და კლიშეები დაანგრიოს და დაუნდობელი თვითირონიისა და ბასრი იუმორის გრძნობის წყალობით ახერხებს, დაგვანახოს ისეთი სომხეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს.

„პალიტრა L-ის“ ახალ გამოცემებს გაეცანით ბმულზე.

R