პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია!" - გიორგი გახარია
"საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია!" - გიორგი გახარია

["ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] აზ­რზე არ არის, რო­გორ იმარ­თე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა - სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­საც აგი­ჟე­ბენ, იმ დო­ნემ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ უხა­რია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვი­რის შემ­დგომ შეხ­ვედ­რა რომ და­უ­ნიშ­ნა და ბედ­ნი­ე­რია - ყო­ჩაღ! ძა­ლი­ან მა­გა­რი პროგ­რე­სია! თუ ასე­თი ტემ­პით ია­რეს, ევ­რო­კავ­შირ­ში კი არ მოგ­ვიყ­ვა­ნენ, პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მის ჭა­ობ­ში დაგვტო­ვე­ბენ", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ერთ-ერთი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ბევ­რად უფრო მძი­მე სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა“.

მისი თქმით, ის, რომ "ვი­ღაც ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დე­ბა, მი­თია, რო­მე­ლიც უნ­დათ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გით ამომ­რჩევ­ლებს მი­ყი­დონ“.

"მათ ["ქარ­თულ ოც­ნე­ბას“] სა­ერ­თოდ არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე. აზ­რზე არ არი­ან, რო­გორ იმარ­თე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა. იმ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­საც აგი­ჟე­ბენ. იმ დო­ნემ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ უხა­რია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა ორი თუ სამი კვი­რის შემ­დგომ შეხ­ვედ­რა რომ და­უ­ნიშ­ნა და ბედ­ნი­ე­რია. ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, რომ გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და სა­ყო­ველ­თა­ოდ გვამ­ცნო, აი, სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­ლა­გე­ბო.

რომ გეს­მო­დეთ, თუ რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ეს ბევ­რად უფრო მძი­მე სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლებს უფრო მკაც­რი მიდ­გო­მე­ბი ახა­სი­ა­თებთ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ამას­თან ერ­თად, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი დგე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, რა­საც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს. ამი­ტომ, ის, რომ ვი­ღა­ცა ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დე­ბა, არის უბ­რა­ლოდ მითი, რო­მელ­საც ცდი­ლო­ბენ, რომ "ოც­ნე­ბის“ რი­გით ამომ­რჩევ­ლებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს მი­ყი­დონ. ზუს­ტად ამ რი­გი­თი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბაც, რომ თურ­მე ელჩთან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ შეხ­ვედ­რის პერ­სპექ­ტი­ვა გაჩ­ნდა. ბედ­ნი­ე­რია ამით, მერე პრე­მი­ე­რიც ამას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რა მა­გა­რი პროგ­რე­სი გვაქ­ვსო. ყო­ჩაღ! ყო­ჩაღ! ძა­ლი­ან მა­გა­რი პროგ­რე­სია! თუ ასე­თი ტემ­პით ია­რეს, ევ­რო­კავ­შირ­ში კი არ მოგ­ვიყ­ვა­ნენ, პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მის ჭა­ობ­ში დაგვტო­ვე­ბენ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია!" - გიორგი გახარია

"საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია!" - გიორგი გახარია

["ქართული ოცნება“] აზრზე არ არის, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა - საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია - ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, "ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება“.

მისი თქმით, ის, რომ "ვიღაც ტრამპის გამარჯვებას ელოდება, მითია, რომელიც უნდათ, რომ "ქართული ოცნების“ რიგით ამომრჩევლებს მიყიდონ“.

"მათ ["ქართულ ოცნებას“] საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო.

რომ გესმოდეთ, თუ რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, "ქართული ოცნებისთვის“ ეს ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკელებს უფრო მკაცრი მიდგომები ახასიათებთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები და ამასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, ის, რომ ვიღაცა ტრამპის გამარჯვებას ელოდება, არის უბრალოდ მითი, რომელსაც ცდილობენ, რომ "ოცნების“ რიგით ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მიყიდონ. ზუსტად ამ რიგითი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი საპატიო თავმჯდომარის განცხადებაც, რომ თურმე ელჩთან არჩევნების შემდგომ შეხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. ბედნიერია ამით, მერე პრემიერიც ამას გამოეხმაურა, რა მაგარი პროგრესი გვაქვსო. ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.