"ჩვენ სისხლის არ გვეშინია, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, საქართველოს კრემლს ვერავინ გადასცემს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მეთოდისთვის მზად ვარ", - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოხალისემ, ორგანიზაცია "თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებელმა და პარტია "ქართველთა ერთობის“ ლიდერმა, ლადო გამსახურდიამ Kyivvlada-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ მმართველი პარტია არჩევნებს მოიპარავს, იგი აღნიშნავს, რომ მაშინ რევოლუცია იქნება.
"ხმამაღალი სიტყვები არ მინდა, მაგრამ ეს რევოლუცია იქნება და დემოკრატიულმა სამყარომ ამ რევოლუციას მხარი უნდა დაუჭიროს“, - აღნიშნავს ლადო გამსახურდია.
"რეგისტრაციამ პრობლემების გარეშე ჩაიარა. კამპანია ზოგადად კარგად მიდის, არის გარკვეული დარღვევები, მაგრამ არა კრიტიკული. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მე, როგორც პარტიის ლიდერი, ახლა საქართველოში ვერ წავალ - ჩემს სიცოცხლეზე არსებული საფრთხის გამო. საფრთხე იმას უკავშირდება, რომ მე ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ვიბრძვი. საქართველოში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ სანდო წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ იქ რუსი აგენტები ჩემი ლიკვიდაციისთვის ემზადებოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100%-ით სიმართლეა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო. ციხის არ მეშინია, რადგან ციხიდან ბრძოლა შეიძლება, მაგრამ ფიზიკური ლიკვიდაცია შეუქცევადია და სამუდამოა“, - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე.
"ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება", - აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, ახლაც არასწორი ანგარიშები უნდა შეადგინონ.
"ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამ გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტად იმ NGO-ების გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ყალბი ანგარიშები შეადგინონ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი PVT-ის გავრცელებით, იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის. ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.