მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განახევრდება მგზავრობის მანძილი" - გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი: რა დაჯდა მასშტაბური სამუშაოები?
"განახევრდება მგზავრობის მანძილი" - გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი: რა დაჯდა მასშტაბური სამუშაოები?

რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის და­მა­ტე­ბით 12 კმ-ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გა­იხ­სნა და სა­ერ­თო ჯამ­ში, ტრან­სპორ­ტი ისარ­გებ­ლებს რი­კო­თის ახა­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის 48 კმ-ით.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის მშე­ნებ­ლო­ბა 4 მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ამ­ჟა­მად, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის სრუ­ლად გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა 3 მო­ნაკ­ვე­თი (ხევი-უბი­სა, უბი­სა-შო­რა­პა­ნი, შო­რა­პა­ნი-არ­გვე­თა) და პირ­ვე­ლი (ჩუ­მა­თე­ლე­თი-ხე­ვის) 11 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თის 7 კმ. მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტი ისარ­გებ­ლებს რი­კო­თის ის­ტო­რი­უ­ლი, ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი გვი­რა­ბით და მისი პა­რა­ლე­ლუ­რი ახა­ლი გვი­რა­ბით.

  • რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სულ შენ­დე­ბა 52 კმ-იანი 4 ზო­ლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ლუ­რი გზა, 51 გვი­რა­ბი­თა და 97 ხი­დით. ამ დრო­ი­სათ­ვის, ტრან­სპორ­ტი უკვე ისარ­გებ­ლებს ახა­ლი 4 ზო­ლი­ა­ნი გზის 48 კმ-ით, 49 გვი­რა­ბი­თა და 88 ხი­დით.

ჩუ­მე­თე­ლე­თი-ხე­ვის დარ­ჩე­ნილ 4 კმ-იან მო­ნაკ­ვეთ­ზე გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დას­კვნით ეტაპ­ზეა ფერ­დე­ბის, მათ შო­რის, 149-ე კმ-ზე მდე­ბა­რე ფერ­დის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა გზის მშე­ნებ­ლო­ბა. წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა გზის ვა­კი­სის მო­წყო­ბა და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დაც­ვით, და­ი­გე­ბა გზის სა­ფა­რი. გზის ახა­ლი მო­ნაკ­ვე­თის გახ­სნის შემ­დეგ კი, და­ი­წყე­ბა ძვე­ლი გზის რე­კონ­სტრუქ­ცია-მო­დერ­ნი­ზა­ცია.

რი­კო­თის გახ­სნი­ლი 48 კმ-იანი მა­გის­ტრა­ლუ­რი გზა 8 კმ-ით ამ­ცი­რებს მგზავ­რო­ბის მან­ძილს და სულ მცი­რე ანა­ხევ­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს. ახა­ლი გზა აშე­ნე­ბუ­ლია საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია საგ­ზაო გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მით.

სა­ერ­თო ჯამ­ში, რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი ახა­ლი გზის 93%-ით ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი უკვე სარ­გებ­ლობს, სა­მუ­შა­ო­ე­ბის პროგ­რე­სი კი 98%-ია.

რი­კო­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის მშე­ნებ­ლო­ბა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB), ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის (EIB) და მსოფ­ლიო ბან­კის­გან (WB) მი­ღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.6 მი­ლი­არდ ლა­რამ­დეა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"განახევრდება მგზავრობის მანძილი" - გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი: რა დაჯდა მასშტაბური სამუშაოები?

"განახევრდება მგზავრობის მანძილი" - გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი: რა დაჯდა მასშტაბური სამუშაოები?

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა.

"ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. მათ შორის, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით.

  • რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით.

ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. დასკვნით ეტაპზეა ფერდების, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ტექნოლოგიური პარამეტრებისა და მოთხოვნების აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.

რიკოთის გახსნილი 48 კმ-იანი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და სულ მცირე ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.