პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია" - ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი
"ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია" - ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი

ემი ჰო­ლან­დი, 39 წლის ვე­ტე­რი­ნა­რი, ლინ­კოლნშირ­ში თა­ვის მე­ო­რე ქმარ­თან, RAF-ის სერ­ჟანტ ნიკ­თან და მათ სამი წლის ვაჟ­თან ედუ­არ­დთან ერ­თად ცხოვ­რობს. თუმ­ცა ოჯახს ერთ პრობ­ლე­მა აქვს: ქმა­რი თა­ვის ცოლ­ზე გა­მუდ­მე­ბით ეჭ­ვი­ა­ნობს: ამის მი­ზე­ზი კი, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ცხე­ნია:

"2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც ჩემ­მა პირ­ველ­მა ქმარ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მი­ყე­ნა: "ან მე, ან ცხე­ნი", არ და­ვა­ყოვ­ნე და რა თქმა უნდა, ცხე­ნი ავირ­ჩიე. ვი­ცო­დი, ეჭ­ვი­ა­ნობ­და იმ ყუ­რა­დღე­ბას გამო, რა­საც ჩემი ცხე­ნის, ჟას­მი­ნის მი­მართ ვი­ჩენ­დი. ვგრძნობ­დი, ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს საყ­ვა­რე­ლი მყავ­და. ვა­ღი­ა­რებ, რომ მას­თან ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. მაგ­რამ გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჟას­მინ­მა ისე­თი ემო­ცი­უ­რი ნუ­გე­ში მომ­ცა, რო­გო­რიც არც ერთ მა­მა­კაც პარტნი­ორ­თან არ მიგ­რძნია.

ის იყო ჩემი მხსნე­ლი რთულ პე­რი­ოდ­ში. იმ დროს შე­ვი­ძი­ნე, როცა გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. ჩვენ გვაქვს ძლი­ე­რი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ქმარ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჩემი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით დას­რულ­და" - ამ­ბობს ემი.

ცო­ლის უც­ნა­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ცხო­ვე­ლის მი­მართ ნი­კიც სა­უბ­რობს:

"ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ არის სი­ტყვა, რო­მელ­საც მე გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი იმის აღ­სა­წე­რად, თუ რო­გორ ვგრძნობ თავს ემი­სა და ჟას­მინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მშურს, რამ­დე­ნად კარ­გად ექ­ცე­ვა ჩემი ცო­ლის ჟას­მინს."

  • კლერ ჰო­ვარ­დი, 61 წლის, ბან­ბე­რი­ში, ოქსფორდშირ­ში, ქმარ­თან, დე­ვიდ­თან ერ­თად ცხოვ­რობს:

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ორი კა­ცია. ცხენს ყო­ველ­თვის უხა­რია ჩემი და­ნახ­ვა, მჩუქ­ნის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს, არას­დროს მიშ­ლის ხელს და არ წუ­წუ­ნებს, თუ ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე სა­დილს ვამ­ზა­დებ. მას­თან იმ­დე­ნად ძლი­ე­რი კავ­ში მაქვს, რომ ყო­ველ­თვის გრძნობს, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ.

მე­ო­რე ჩემი ქმა­რია, დე­ვი­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ 40 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მან იცის, რომ ჩემი ცხე­ნი, ფინი, ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

2016 წლის დე­კემ­ბერ­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, ფინი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­ვად­და ლიმ­ფან­გი­ტით, სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბას" - ამ­ბობს კლე­რი.

დე­ვი­დის მტკი­ცე­ბით, აღარ უკ­ვირს ის ფაქ­ტი, რომ მის ცოლს ცხე­ნი უფრო უყ­ვარს.

"არ მიკ­ვირს, რომ კლერს ფინი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს. ვცდი­ლობ ტო­ლე­რან­ტუ­ლი ვიყო, მაგ­რამ ერთი წი­თე­ლი ხაზი მაქვს: ფინს არ აქვს უფ­ლე­ბა შე­მოგ­ვი­ერ­თდეს შვე­ბუ­ლე­ბა­ში" - ამ­ბობს დე­ვი­დი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
1

ვირებიც გეცადათ, იქნებ ცხენზე ძაან მოგეწონოთ.

გეგე
1

ამას მართლა სჭირდება ჯიშიანი ცხენის....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია" - ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი

"ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია" - ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი

ემი ჰოლანდი, 39 წლის ვეტერინარი, ლინკოლნშირში თავის მეორე ქმართან, RAF-ის სერჟანტ ნიკთან და მათ სამი წლის ვაჟთან ედუარდთან ერთად ცხოვრობს. თუმცა ოჯახს ერთ პრობლემა აქვს: ქმარი თავის ცოლზე გამუდმებით ეჭვიანობს: ამის მიზეზი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხენია:

"2016 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩემმა პირველმა ქმარმა ულტიმატუმი წამიყენა: "ან მე, ან ცხენი", არ დავაყოვნე და რა თქმა უნდა, ცხენი ავირჩიე. ვიცოდი, ეჭვიანობდა იმ ყურადღებას გამო, რასაც ჩემი ცხენის, ჟასმინის მიმართ ვიჩენდი. ვგრძნობდი, ისე იქცეოდა, თითქოს საყვარელი მყავდა. ვაღიარებ, რომ მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ჟასმინმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაც პარტნიორთან არ მიგრძნია.

ის იყო ჩემი მხსნელი რთულ პერიოდში. იმ დროს შევიძინე, როცა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს. ჩვენ გვაქვს ძლიერი კავშირი, რომელიც მუშაობს ორივე მიმართულებით. ხანდახან მგონია, რომ ქმარზე მეტად მიყვარს. ჩემი პირველი ქორწინება სწორედ ამ მიზეზით დასრულდა" - ამბობს ემი.

ცოლის უცნაურ დამოკიდებულებაზე ცხოველის მიმართ ნიკიც საუბრობს:

"ეჭვიანობა არ არის სიტყვა, რომელსაც მე გამოვიყენებდი იმის აღსაწერად, თუ როგორ ვგრძნობ თავს ემისა და ჟასმინთან ურთიერთობაზე. მშურს, რამდენად კარგად ექცევა ჩემი ცოლის ჟასმინს."

  • კლერ ჰოვარდი, 61 წლის, ბანბერიში, ოქსფორდშირში, ქმართან, დევიდთან ერთად ცხოვრობს:

"ჩემს ცხოვრებაში ორი კაცია. ცხენს ყოველთვის უხარია ჩემი დანახვა, მჩუქნის უპირობო სიყვარულს, არასდროს მიშლის ხელს და არ წუწუნებს, თუ ყოველდღე ერთსა და იმავე სადილს ვამზადებ. მასთან იმდენად ძლიერი კავში მაქვს, რომ ყოველთვის გრძნობს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ.

მეორე ჩემი ქმარია, დევიდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 40 წელია დაქორწინებულები ვართ, მან იცის, რომ ჩემი ცხენი, ფინი, ყოველთვის პირველი იქნება.

2016 წლის დეკემბერში მკერდის კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ფინი მოულოდნელად დაავადდა ლიმფანგიტით, სერიოზული მდგომარეობა, რომელიც იწვევს ფეხების შეშუპებას" - ამბობს კლერი.

დევიდის მტკიცებით, აღარ უკვირს ის ფაქტი, რომ მის ცოლს ცხენი უფრო უყვარს.

"არ მიკვირს, რომ კლერს ფინი ჩემზე მეტად უყვარს. ვცდილობ ტოლერანტული ვიყო, მაგრამ ერთი წითელი ხაზი მაქვს: ფინს არ აქვს უფლება შემოგვიერთდეს შვებულებაში" - ამბობს დევიდი.

წყარო