მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა, 22 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.
შს-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.