ავტორი:

"სინვარი სიკვდილისთვის ემზადებოდა და "ჰამასს" ბოლო რჩევაც დაუტოვა" - ვინ განიხილება მის შემცვლელად და რას წერს მედია წყაროზე დაყრდნობით?

"სინვარი სიკვდილისთვის ემზადებოდა და "ჰამასს" ბოლო რჩევაც დაუტოვა" - ვინ განიხილება მის შემცვლელად და რას წერს მედია წყაროზე დაყრდნობით?

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ღაზაში, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად, "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განხორციელდა. სინვარის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს ჯერ ისრაელში, ხოლო მოგვიანებით "ჰამასმაც" დაადასტურა. ისრაელის არმიამ ასევე გაავრცელა სინვარზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები.

"ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის განადგურება გვაძლევს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას. ეს ყოველივე ღაზაში ახალ რეალობას შექმნის - "ჰამასისა" და ირანის კონტროლის გარეშე" - აცხადებდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი.

  • ვარაუდობენ, რომ "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, სიკვდილისთვის სინვარიც ემზადებოდა - ამიტომაც დაუტოვა მან ტერორისტულ დაჯგუფებას ბოლო რჩევა:

Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს: "სინვარმა "ჰამასს" ურჩია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებდა. იგი ამტკიცებდა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას ნებისმიერ მოლაპარაკებებში უპირატესობა ექნება. აღსანიშნავია, რომ ომის გახანგრძლივების მცდელობით, სინვარმა აქამდე რამდენჯერმე განაცხადა უარი მოლაპარაკებებზე".

როგორც ჩანს, ტერორისტული დაჯგუფება მიჰყვება სინვარის რჩევას: მისმა ხელმძღვანელობამ უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზება და მძევლების გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

გაურკვეველია, ვინ იქნება სინვარის შემცვლელი. ბევრი შიშობს, რომ ეს შეიძლება იყოს მისი ძმა, მუჰამედ სინვარი, რომელიც ფართოდ განიხილება მისი უფროსი ძმის იდეოლოგიის გამგრძელებლად. იგი მონაწილეობდა 2006 წელს IDF-ის ჯარისკაცის გილად შალიტის გატაცების ორგანიზებაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რადგან მისი მებრძოლები მიზნად ისახავენ ხანგრძლივი პარტიზანული ომის დაწყებას ისრაელის წინააღმდეგ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: